
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბ/რ სტილის მოჭიდავე თამაზ ღლონტი (პირადი მწვრთნელი დავით მჟავია) ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონია, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ჯერ წინასწარ 1/8 ფინალში დასაყვან შეხვედრაში ხორვატ მოჭოდავესთან ჩაიწერა მოგება, შემდეგ ლიტველ მოჭდავესთან 1/8 ფინალში 20 წამში მოიგო აშკარა უპირატესობით 8:0,1/4 ფინალში ასევე აშკარა უპირატესობით წამებში მოიგო მოლდაველ მოჭიდავესთან 8:0, ნახევარფინალში კი სომეხ მოჭიდავეს მოუგო 6:1 და ასე გავიდა ფინალში, ფინალში კი მისი მეტოქე შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ბულგარელი ძლიერი მოჭიდავე ვლასლივ კირიკოვი იყო, რომელიც ბულგარეთის ამ ასაკის ნაკრების ლიდერია, რომელთანაც თამაზმა ვერაფერი გააწყო და სამწუხაროდ დამარცხდა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა.
20 -26 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაზი შეძლებს მის დამარცხებას, იმედი მაქვს სწორ ანალიზს გამოვიტანთ წაგებული შეხვედრიდან და ეხლანდელ ვერცხლის მედალს ოქროთი შევცვლით მსოფლიოზე.
ვულოცავ თამაზს ევროპის ვიცე- ჩემპიონობას!