ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლოგინს მიჯაჭვული მარტოხელა მეზობლის კუთვნილ ფიცრულ საკუჭნაოში ცხოვრობს

13-11-2020, 10:39

67 წლის უსახლკარო ვოვა  აკინი,  ლანჩხუთში თავისუფლების ქუჩაზე ფიცრულში ცხოვრობს, იგი მძიმე სენით არის დაავადებული და სიარული არ შეუძლია.  ფიცრული, სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არსებობს, მეზობელის საკუჭნაოა. იგი დროებით ითხოვა და   ორი თვეა რაც  საცხოვრებლად გადავიდა. ვოვა აკინინს ლანჩხუთში ბევრი იცნობს, უბანში უყვართ და პატივს სცემენ.ჩვენ მოვინახულეთ იგი და როგორც მისგან გავიგეთ, ოროთახიანი ბინა, რომელშიც არ იყო სველი წერტილები, საცხოვრებალად არ გამოდგებოდა, ვალების გამო გაყიდა და უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა.  მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სიარული არ შეუძლია და  მუდმივად  მწოლიარე მდგომარეობაშია, მასზე განსაკუთრებით ორი მეზობელი ზრუნავს. საბუთების უქონლობის გამო აქამდე არც სოციალური დახმარება ჰქონია, ისიც ორი თვეა რაც დაენიშნა. სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით, სადილი მეზობლებს სახლში მიაქვთ.ჩვენ ვესაუბრეთ მის მეზობლებს. მათი ინფორმაციით ვოვა აკინინს სჭირდება თავშესაფარში გადაყვანა, სადაც მასზე იზრუნებენ. ასევე გვითხრეს, რომ ვისი შეწუხებაც შეიძლებოდა, ყველა შეაწუხეს - ადგილობრივი მერია, საკრებულო, სოციალური სამსახური, თუმცა ჯერ-ჯერობით ვოვა აკინი კვლავ ფიცრულში ცხოვრობს და ტემპერატურის დაწევასთან ერთად მისი მდგომარეობა თანდათან უფრო გაუსაძლისი ხდება. ფიცრული არ არის შეკრული და მასში ძალიან ცივა. მეზობლებმა ისიც გვითხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია, ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი კახა კვიტაიშვილი, მან რამდენჯერმე მოინახულა ვოვა აკინი.
დავუკავშირდით კახა კვიტაიშვილს,  მან გვითხრა, რომ ამის შესახებ  იცის, კომუნიკაცია აქვს  უბნის მეზობლებთან.  უკვე ორი თვეა მეზობლებთან ერთად ზრუნავს ჯერ საბუთების შეგროვებაზე, შემდეგ თავშსაფარში გადაყვანაზე, ადგილზე მსგავსი თავშესაფარი არ არსებობს და გადაყვანის პროცედურა ხშირ შემთხვევაში დროში იწელება, საქმის კურსშია სოციალური სამსახური, დეპუტატის ბიურო,  მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელიც ჭიანურდება.
ლოგინს მიჯაჭვული ვოვა აკინი კი კვლავ მეზობლების ამარა რჩება, ცივსა და გაუსაძლის პირობებში. 
მაია კუკულაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 245
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა