ველოდები, რომ შემდგომი მთავრობა იქნება უკვე კოალიციური, ეს ცვლილებები მგონია, რომ გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება, ან ვინ როგორ ხედავს ამ ცვლილებებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ „პროგნოზი, როგორც იტყვიან, უმადური საქმეა,” ვარაუდობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ცვლილებები მოხდება.
მან წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებშია.
„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, არათანაბარია პირობები, რა თქმა უნდა, სრულიად უთანასწოროა გარემო ოპოზიციისთვის ხელისუფლებასთან შედარებით. ამ პერიოდში რიგდება კოვიდის ეგიდით და პრევენციის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება, ამავე დროს, მთავრობას აქვს განსაკუთრებული პრივილეგია სრულიად უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით მაშინ, როცა მას შეუძლია შემოიღოს ყველა ტიპის შეზღუდვა ისე, რომ არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა. თანაბარი გარემო არ არის უზრუნველყოფილი ოპოზიციისთვის მაშინ, როცა ასეთი ხელგაშლილია ხელისუფლება არჩევნების წინ და ეს ყველაფერი საარჩევნო მიზნებს ემსახურება და არა სოციალურად მოქალაქეების დახმარებას, რადგან ეს უნდა მომდარიყო მაშინ, ბევრად უფრო ადრე და არა საარჩევნოდ. ამიტომ ეს არათანაბრობა და სხვადასხვა მექანიზმების ჩართვა ხელისუფლების სასარგებლოდ, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩანს. ის რომ რამდენიმე გუბერნატორი, რამდენიმე მერი არის კანდიდატად დასახელებული, რა თქმა უნდა, მათ ადმინისტრაციულო რესურსის ღიად გამოყენების პრივილეგიას ანიჭებს და ესეც არათანაბარ პირობებში ამყოფებს ოპოზიციას,”- განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ პარტია „სამართლიანობისთვის” გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბრის პირველ ნახევარში საარჩევნო პროგრამას და სიის ათეულს წარადგენენ. ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატთა ვინაობაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენი პარტია დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ასეც დავრეგისტრირდით“, – განაცხადა ბესელიამ.
ველოდები, რომ შემდგომი მთავრობა იქნება კოალიციური – ეს ცვლილებები გარდაუვალი მგონია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 481