ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

“ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს

“ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს
21-08-2020, 12:18

“ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს. როგორც „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ სხვადასხვა პროგრამებით ამომრჩევლების მოსყიდვა უკვე დაიწყო. კაპანაძის თქმით, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი აღწერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებს, მით უკეთესია საქართველოს ხელისუფლებისთვის.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს. წინა არჩევნების პრაქტიკით ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა, ხოლო ეუთოს პრაქტიკაა, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვეველს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის შეექმნას შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კრიზისის, პანდემიის უკან და იმედოვნებენ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა შესაბამისად, მცირე იქნება. ამიტომ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გააკეთოს ორი რამ, იმის გარდა, რაც უკვე გააკეთა. ანუ ოფიციალურად და ფორმალურად გაგზავნეს წერილი, იმისათვის რომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში. პირველი- უზრუნველყონ ეს დამკვირვებლები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ეს იქნება ეუთო, ევროსაბჭო, ნატო-საპარლამენტო ასამბლეა თუ ამერიკული ორგანიზაციები, რომ საქართველოში შეფერხების გარეშე შემოვიდნენ. აქ იგულისხმება დამკვირვებლებისთვის კარანტინის მოთხოვნის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება. მეორე – ხელისუფლებამ ვალდებულება უნდა აიღოს იმისათვის, რომ დამკვირვებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაზღვევას შეუქმნის. არის ასეთი მოსაზრება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დამკვირვებელი, იმის გამო რომ პანდემიაა გავრცელებული და ასევე იმის გამო, რომ იმ ქვეყნის დაზღვევის სისტემა საქართველოში არ მოქმედებს, შესაძლოა არ ჩამოვიდეს. ამიტომ, ეს ვალდებულებაც ქვეყანამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თუ უნდა რომ ეს არჩევნები აღქმული იყოს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
“ევროპული საქართველოს” წევრი ხელისუფლებას პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს. მაგალითად, თუ ვინმე დაავადდება კორონავირუსით, მისი მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს.

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 144
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა