ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ დაიწყეს ჭადრებმა ხმობა?!

11-09-2020, 13:33

სუფსის ცენტრში მდგარი ჭადრები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სოფლის მშვენება იყო. უზარმაზარ და ულამაზეს ხეზე სოფლის ცენტრში, ყოფილი სამლოცველოს წინ, იქ სადაც დღეს „კულტურის სახლია“, თურმე ეკლესიის წკრალა ზარი ეკიდა და ცოცხალ სამრეკლოს წარმოადგენდა.
90-იან წლებში, მაშინდელი კულტ-სახლის ადმინისტრაციის დაუდევრობით,  ეს სოფლის კოლორიტი ძალიან დაზარალდა. მის ირგვლივ დააწყვეს სარემონტო მასალა, მათ შორის რამდენიმე ტონა ცემენტი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე აწვიმდა და ათოვდა. ცემენტის ხსნარი ჩაიღვარა ჭადრის ფესვებში და მცენარე ნახევრად გახმა,  მაგრამ მაინც გადარჩა ყოველგვარი დახმარების გარეშე და ასე დასახიჩრებული სახითაც ისევ ამშვენებს ჩვენი სოფლის ცენტრს.
სამწუხაროდ, წინა წლებში ბევრი ჭადარი მოჭრეს უსინდისო ადამანებმა და შეშად მოიხმარეს, ზოგიც სავაჭრო ობიექტების მშენებლობას შეეწირა.
ახლა კი, მოულოდნელად ჭადრებმა გახმობა დაიწყო?!  რატომ?! ჭადარი ხომ მინიმუმ  2000 წელს ცოცხლობს.მოვითხოვთ ნიადაგისა და მცენარის ექსპერტიზას!
საინტერესოა, რატომ დაიწყო ჭადრებმა გახმობა რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში, რომლის კეთილმოწყობაზეც თურმე 200 000 ლარზე მეტი თანხა დახარჯულა.
დროა, დღეისათვის შემორჩენილი ყოველი ხე, ჭადარი თუ ფიჭვი, რომელიც სოფლის ცენტრალურ ტერიტორიაზეა, დაუყოვებლივ აყვანილ იქნას აღრიცხვაზე და დაცული იქნას მავნე ადამიანებისგან!
ხათუნა გუჯაბიძე

განყოფილება: სხვადასხვა
გადასვლები: 1 380
FACEBOOK კომენტარები