ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში,რას პროგნოზირებენ მეტეოროლოგები

29-09-2017, 07:30

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში გასულ ზაფხულს გვალვა გახანგრძლივდა, ძალიან ცხელოდა, რამაც გარკვეული ზარალიც გამოიწვია, ჩნდება კითხვა, - როგორი იქნება ზამთარი? როგორც ამბობენ, უმკაცრესიო...
სწორედ ამის გასარკვევად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი, რამაზ ჭითანავა გვესაუბრება
"გვალვა გამორჩეული და იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის. ბოლო 50 წლის განმავლობაში ბევრად გახშირებულია, ვიდრე ადრეულ წლებში ყოფილა, რასაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. გვალვა, თუ გახსოვთ, 2000 წელსაც მასშტაბური იყო, რომელმაც სერიოზული ზარალი გამოიწვია. წლევანდელიც მნიშვნელოვანი იყო.
რაც შეეხება მომავალი ამინდის პროგნოზს საქართველოს მთელ ტერიტორიაზეიქნება უხვი ნალექი, ზოგან წყალმოვარდნაც. მაღალ მთაში წვიმა თოვლში გადაიზარდოს. ზოგადად კი შემოიჭრება ჩრდილოეთიდან ჰაერის ცივი და ნოტიო მასები.
- და ასე გაგრძელდება?
- ტემპერატურა თანდათან ისევ აიწევს. მთლიანობაში რომ ვთქვათ, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც მთელ მსოფლიოში გარკვეული დაკვირვებით დგება, მოსალოდნელი ზამთარის შესახებ არ არის სწორი. შარშანაც ასე ამბობდნენ, მაგრამ არ გამართლდა.
- მოკლედ, მოარული ხმა, რომ მომავალი ზამთარი ანომალური იქნება, არ დასტურდება.
- რაც უფრო დიდია წინსწრება პროგნოზირებისა, მით უფრო ნაკლებია მათი გამართლებადობა. ჩვენ გვაქვს წვდომა მსოფლიო მოწინავე პროგნოზის ცენტრებთან, ვიცნობთ მათ მონაცემებს, და ამიტომ ვერც დავადასტურებთ, რომ განსაკუთრებით მკაცრი იქნება ეს ზამთარი. ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ განსაკუთრებით ანომალურად ცივ ზამთარს უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება მომავალ თვეს, ოქტომბერი გვაქვს ასეთი: ტემპერატურა 3-7 გრადუსით დაბალია, ვიდრე სექტემბრის და შეადგენს 11-დან 17 გრადუსამდე მთელი თვის საშუალო ტემპერატურას საქართველოს დაბლობსა და ბარში. ამავე დროს კლიმატური დაკვირვების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ცალკეულ დღეებში ოქტომბერში ტემპერატურამ შესაძლოა, 35 გრადუსამდე აიწიოს. ეს ინფორმაცია კეთდება, ვიმეორებ, იმ კლიმატური კვლევისა და დაკვირვების შედეგად, რაც ოდესმე ყოფილა აღრიცხული.
- ე.ი. ოქტომბერი თბილი იქნება?
- ოქტომბერი ცოტათი თბილი იქნება, თუ ვამბობთ, რომ საშუალოდ, 11-17 გრადუსია მოსალოდნელი, შეიძლება ერთი გრადუსით მაღალი იყოს, ვიდრე სხვა დროს ყოფილა. თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაც არ გამოირიცხება. რაც შეეხება ნალექს, დასავლეთ საქართველოში უფრო მეტს ველოდებით, ვიდრე აღმოსავლეთში. ეს ისევ იმის მიხედვით, რაც წლების განმავლობაში არის აღრიცხული.
- ანომალიური გვალვა, ჭარბი ნალექი, წყალდიდობა და წყალმოვარდნები ძირითადად კლიმატის გლობალურ ცვლას უკავშირდება, ხომ?
- ეს ყველაფერი დაკავშირებულია გლობალურ პრობლემასთან, ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან. ამ პროცესმა გამოიწვია მთელი კლიმატური პროცესის აღრევა, მათ შორის, საქართველოში...

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 1 607
FACEBOOK კომენტარები