ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პროტესტი აკეთში და მუქარა: ნიღბიანებს და სპეცნაზს შემოვიყვან და მაინც ვიმუშავებთო

პროტესტი აკეთში და მუქარა: ნიღბიანებს და სპეცნაზს შემოვიყვან და მაინც ვიმუშავებთო
7-03-2017, 00:00

აკეთლები იმ გზის მშევენლობას აპროტესტებენ, რომელიც სოფელში გაყავთ და მასზე მაღალი წარმადობის მქონე ავტომობილებმა უნდა იარონ. როგორც ცნობილია, მდინარე სუფსაზე კარიერი კეთდება და იქედან აღებული ინერტული მასალით ავტობანის მშენებლობა უნდა მოახდინონ. ეკლესიასთან შეკრებილები იმასაც აპროტესტებდნენ, რომ სოფელში ბევრი რამ იყო დაპირებად, მაგრამ დაპირებად დარჩა: „რომ არ ვარგოდა წინა მთავრობა იმიზა გოვუშვით. ახლები მოვიყვანეთ და რას აკეთებენ?! ადრე რაც იყო იმასაც ანგრევენ. აქ გუშინ იყვნენ გუბერნატორი, გამგებელი, კიდევ სხვები, კომპანიის წარმომადგენლები, რომელი კომპანიაა ეგენი არ ამბობენ და მე რა ვიცი. ვიღაც მეგრელაძე იყო, რომელიც დაგვემუქრა: ნიღბიანებს და სპეცნაზმს შემოვიყვან და მაინც ვიმუშავებო. რა დღეში ვართ ყველა ხედავთ. მტვერი დაგვახრჩობს. პატრონი კი არავინ არ გვყავს. გვითხრეს, კარიერიდან გატანილი ხრეშის ფული დიდი ნაწილი სოფელ მოხმარდებაო, რამდენია ეს ფული ამბობს ვინმე?! ისიც გვითხრეს, ქვედა აკეთლებს აქ რა გესაქმებათო, დიახაც აქ ვართ, რა მნიშვნელობა აქვს გაგურელი ვარ, ჭანჭათელი თუ ქვედა აკეთელი. ეს არის საერთო საქმე. 60 ტონიანი მანქანები რომ დღეში 150-ჯერ გაივლის აქ, რა გვეშველება შემდგომ. აკეთი ვინმეს ახსოვს, 2012 წელს კალაძე იყო მოსული ჩვენთან და გვითხრა, გაზს შემოვიყვანოთ აუცილებლად სოფელშიო. სად არის მერე?! რატომ არ გაკეთდა. შუხუთში თუ გაყავთ, ჩვენ რა დავაშავეთ. გაზეთში ეწერა, იქ იმიტომ გაიყვანეს, შუხუთლებმა თქვეს ლელოს ჩავშლითო, ჩვენც შეგვიძლია ლელოს ჩაშლა. ჩავალთ შუხუთში და ვიზამთ ამას. აქამდე რატომ უნდა მიგვიყვანონ. გზას რომ აკეთებენ აქ, სხვა შემოვლითი გზაც არის, იქ რატომ არ უნდათ ფულის დახარჯვა?! ეს ეკლესია უნიკალურია, მისი რესტავრაცია რამდენჯერმე სცადეს და ვერ გაკეთდა. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შეკეთდა. კედლებს ბზარი უკვე გაჩენილი აქვს. ვუთხარით, რომ საფრთხე იყო, ბეტონის გზას დავაგებთ და არ იქნება პრობლემაო, ორი „მეშანკა“ დააგეს და ეს შველის საქმეს?! მოვითხოვთ, საპატრიარქოს შესაბამის დასკვნას თუ შეიძლება აქ დატვირთული მანქანებით გასვლას. ეკლესია თითქმის გახსნამდეა მისული და რა ვქნათ, ვუყუროთ როგორ დაინგრევა.“ აქციის მონაწილეებთან გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე იმყოფებოდა. აკეთის მაჟორიტარმა გოგი მორჩილაძის მას დახმარება თხოვა კომპანიებთან შუამდგომლობაში. ნუგზარ ცინცაძემ განაცხადა, რომ: „აქ მე პირობას ვერ მოგცემთ, რომ პრობლემას მოგიგვარებთ. თქვენ იცით, რომ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები და იმედია ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება. დღეს ჩამოდი შენ ჩვენთან (მიმართა გოგი მორჩილაძეს _ ავტ.), იქ იქნება მანუჩარი (სოფლის რწმუნებული - ავტ.) დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, რა და როგორ სჯობია.“ ნუგზარ ციცნაძეს აქციის მონაწილეებმა მიუგეს, რომ თქვენთან რა გვინდა, გამგებელი სად არისო და ის დაპირება შეახსენეს, რომელიც ინერტული მასალის გატანის შემთხვევაში სოფლის მოსახლეობას დარჩებოდა სარგებლის სახით. შემოსული თანხის უმეტესობა თქვენს სოფელს მოხმარდება, მაგრამ მე თანხა რა ოდენობით იქნება ან რამდენი პროცენტი მოგიწევთ, ასეთი რამეზე არ მისაუბრიაო~ _ განაცხდა ბატონმა ნუგზარიმ. დაგვპირდა და ახლა ამბობს, ასეთი არაფერი მითქვამსო~ _ წამოიძახეს აქციის მონაწილეებმა. შეკრებილებმა გამგებლის მოადგილე კარიერის სათავესთან წაიყვანეს, ადგილზე ნახო სჯობია რაც ხდებაო. „აქაურობას პატრონი რომ არ ჰყავს, კიდევ ერთხელ დასტურდება. ჩვენი სოფელი უძველესი სოფელია და აქ ძალიან გამგები და თბილი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც თავს ტყუილად არავის დააჩაგვრინებენ. ჩვენ ვითხოვ, ნორმალურ პირობებს. მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ კომპენსაციას მოგცემთო, როცა თანხის დათვლაზე მიდგა საქმე, ებევრათ. აბა, აქ თხილის პლანტაცია მაქვს, კიდევ შეშა, სხვა რამე, და რა ვქნა, დავთმო ეს ადგილი ტყუილად?! თან მეწყერულ ზონაშია ჩვენი სახლები, ბზარები აქვს ისედაც გაჩენილი და ამის შესახებ ყველამ იცის, ეს 60 ტონიანი მანქანა რომ გაივლის, მერე ვინ მოგვაქცევს ყურადღებას?! მოვიდნენ გამგეობიდან და გვითხრეს, რომ შენი სახლი ისედაც ინგრევა და ჩვენთან რა გინდაო. აი, ამფერი ხალხია ესენი. კაცო, სანამ დაინგრევა, მანამდე შენ უნდა დაანგრიო?!“ _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ვადას პარასკევამდე აძლევენ: „ჩვენ აქ უფრო მეტნი მოვალთ, ვნახოთ ამ ორ დღეში რას გვეტყვიან. ველოდებით პასუხს და არა, მუქარებს, როგორც ხდება ხოლმე _ პარტულს გამოვიძახებ, ნიღბიანები მოვლენ, რაც დამაცდინეთ, იმასა აგანაზღაურებინებთ და ა.შ. არავის არ გვეშინია და თუ არ შეწყდება აქ მუშაობა, მაშინ გზასაც გადავკეტავთ და ლანჩხუთში ჩამოვალთ და არავის შევუშვებთ იმ გამგეობაში. არ გვინდა ეს, მაგრამ იძულებულს გვხდიენ. საქმე გააკეთონ მაგენმა უმჯობესია. ხიდი წაიღო ჩვენთან წყალმა და სახანძრო ჩავარდა, სანამ ის ამოიყვანეს, სახლში გაჩენილმა ხანძარმა გადაწყვა იქაურობა. ზამთარში თოვლი მოვიდა და ტექნიკა ვერ გამოუშვეს, ბოლოს როგორც იქნა მოვიდა და საწვავი არ ჰქონდა. რამდენი ერთი ჩამოვთვალოთ.“ აქციის მონაწილეები საუბრების ჩაწერაზე და ინერტული მასალის მოპოვებაზეც საუბრობენ: „როცა კამათი მოგვიწია კომპანიის წარმომადგენელთან, ასე გვითხრა, ჭკვიანად იყავით, თქვენი საუბარი ჩაწერილი გვაქვსო. როცა გველაპარაკებიან, ჩვენს საუბრებს იწერენ. ფარული ჩაწერა დანაშაული არ არის?! ანდა, რითი გვაშინებენ, იმას რაც იქ წერია, ხმამაღლა ვიტყვით თუ საჭირო გახდა. სუფსაზე ხრეში რომ ავიღოთ ადგილობრივებმა, შეიძლება ისეთი ჯარიმა გამოგვიწერონ, რომ მისი გადახდა მთელი ცხოვრება მოგვიწიოს. ამათ კი 5 ან 10 წელი შეეძლებათ მისი გატანა.“ გოგი მორჩილაძე, აკეთის მაჟორიტარი საკრებულოში: „მთელი სოფელი შეწუხებულია კარიერის საკითხით. მეც, როგორც ამ ხალხის რჩეული მათ ვერდზე ვარ და ვთვლი, რომ მათი მოსაზრებები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. დაგვპირდენ, რომ ბეტონის გზას დააგებდნენ 500 მეტრზე, რომ ტაძრის ნაგებობისთვის საფრთხე არ შეექმნათ, თუმცა, მხოლოდ მცირედ მონაკვეთზე დააგეს. წარმოდგენა არ გვაქვს რომელ ფირმას აქვს ლიცენზია აქ საქმიანობის წარმოებაზე, ვერავისგან ვერ გავიგეთ. იყო მისი წარმომადგენელი, ვინმე ზურაბ მეგრელაძე მოსახლეობასთან შეხვედრაზე და დაემუქრა კიდეც ხალხს, რომ თუ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა ნიღბიანებით დაარბევდა. არაფერს უკანონოს ჩვენ არ მოვითხოვთ, არც მე და არც აქაურ მოსახლეობას ამგვარი მუქარებით ვერ დაგვაშინებენ. თუ ასე გაგრძელდა სოფელი საერთოდ დაინგრევა, არც თხილის მოსავალი იქნება, არც ყანა და არც ეს ეკლესია, თანდათან დაიშლება. ადრე, როცა აქცია გავმართეთ, გვითხრეს, რომ კომპანიისთვის ჩვენი მოთხოვნები წარგვედგინა. გავუგზავნეთ გამგეობის მეშვეობით, თუმცა, ამ დრომდე სრული იგნორია მათი მხრიდან. პირობას ვდებთ, სანამ არ მოგვისმენენ და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებენ, აქედან ერთი მანქანაც ვერ გავა ინერტული მასალით დატვირთული. პირადად ჩემს მიმართაც არის მუქარები, მინდა მათ საყურადღებოდ ვთქვა, რომ მე ამ სოფლის მკვიდრი ვარ და და ბოლომდე ჩემი თანასოფლელების გვერდით ვიქნები. როცა მოდიოდნენ, საქმის კურსში მაინც ჩაეყენებინა სოფლის ხელმძღვანელობა, ისე აკეთებენ ყველაფერს, არაფერში არ გვითვალისწინებენ“.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა