პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეცილებიან სლოგანებისა თუ დაპირებების მოფიქრებაში. როგორც 2012 წელს, წელსაც უნდა ველოდოთ დაპირებების სიუხვეს და დიდ სტუმრიანობებს ლანჩხუთში. ოდითგან ჩვენი მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი ოპოზიციური განწყობით გამოირჩეოდა და ბუნებრივია, თითქმის ყველა პარტია ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას ლანჩხუთში. რამდენად შესაძლებელი იქნება ეს ამჯერად, ამას დრო აჩვენებს. რადგან, მაჟორიტარულ ფრონტზე განსხვავებული არჩევანის გაკეთება მოუწევს ლანჩხუთის მოსახლეობას. მათ პარლამენტში საკუთარი რჩეული ჩოხატაურლებთან ერთად უნდა აირჩიონ. არჩევნებისთვის ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისიაც (ცესკო), რომელმაც საოლქო კომისიების ძირითადი ნაწილი უკვე დააკომპლექტა და ამომრჩეველთა ერთიანი რაოდენობაც გაახმაურა. როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში ამ სიაზე ბევრი მითქმა-მოთქმა არის ხოლმე. ყველა არჩევნების წინ აცხადებენ, რომ სიების ზუსტი მაჩვენებელი არ არსებობს, ბევრია ე.წ. მკვდარი სული და ა.შ. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სია ამ ეტაპზე ყველაზე უფრო დაზუსტებულია, რაც კი ოდესმე ყოფილა. წლების წინ ასეთი ფაქტები მრავლად იყო _ როცა ამომრჩევლის ბარათი იმ პირის სახელზე მიდიოდა, რომელიც 10-15 ან მეტი წლის წინ იყო გარდაცვლილი. სიებით მანიპულირება თითქმის ყველა არჩევნების თანმხვედრი ეტაპი გახლდათ და ხშირ შემტვევაში იყენებდნენ ე.წ. კარუსელების ჩასატარებლად ან უბრალოდ არჩვენების გასაყალბებლად. ყოფილა შემთხვევა, როცა უბანზე რეგისტირებული 1000 ამომრჩევლიდან 70-80 გარდაცვლილი ყოფილა, ხოლო შემაჯამებელ ოქმში მოსული ამომრჩეველი 1200-ც კი იყო დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 3 473 316 ამომრჩეველია. აქედან ქალია _ 1 866 954, ხოლო კაცი _ 1 606 362. საერთო ჯამში 3634 უბანი იქნება გახსნილი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიას ეხმაურება საკრებულოს ყოფილი თავკაცი, `ენჯეოშნიკი~ ამირან გიგინეიშვილი: `გამაგებინეთ ხალხო, აქ რომ წრია ამომრჩეველთა ეს რაოდენობაც თუ მართალია და მოსახლეობის აღწერის შედეგებიც თუ მართალია, რაღად გვინდა არჩევნები, რადგან 18 წელს გადაცილებული მოსახლეობა 94,4% ყოფილა და გადავშენებულვართ უკვე.~
`რაღად გვინდა არჩევნები, რადგან 18 წელს გადაცილებული მოსახლეობა 94,4% ყოფილა და გადავშენებულვართ უკვე~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0