პედაგოგ ლადო აფხაზავას თქმით, _ დღეს დიდი სტუმრინობა იყო სახლში. ლანჩხუთის მუნიციპალტეტის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები გვესტუმრნენ. მათ ფრაქციას ,,ქალები პოლიტიკაში” ჰქვია. პოლიტიკაში არ ვიცი, მაგრამ ,,ქალბატონები პოლიტიკიდან” ჩვენს ბოსტანში, მართლაც, შეუდარებელნი აღმოჩნდნენ. წინასწარ შევიძინე სხვადასხვა ბოსტნეულის ნერგები და მართლა საქმის კეთება შევთავაზე ქალბატონ პოლიტიკოსებს. დამთანხმდნენ უკომენტაროდ და დებატების გარეშე --კაიო!~ _ გვითხრა ლადომ. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს წევრებთან ერთად ბოსტანი გვარიანად მოაწესრიგეს: რა ვქენით და, სარეველებისაგან გავწმინდეთ მწვანილები; დავრგეთ ბულგარული წიწაკის, ბადრიჯნის, ქონდარისა და რეჰანის ნერგები; გავთოხნეთ ჩვეულებრივი და ბატიბუტის სიმინდი; მოვრწყეთ ნარგავები... დამაშვრალებმა სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ. მერე ჩვენს ბიჭუნებთან ისეთი აქტივობები განვახორციელეთ, რაც მათ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს განუვითარებდა. ,,ქალბატონები პოლიტიკიდან” ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და გვთხოვეს, კიდევ მოვალთო. მათმა ხვავრიელმა ნობათმა ჩვენც ძალიან გაგვახარა. დიდი მადლობა ქალბატონებს -ნონა მურვანიძეს, დარეჯან ბურჭულაძეს, ელისო ჭიჭინაძეს! ... საუბრის დასასრულს შენიშვნის სახით გვითხრა პედაგოგმა, რომ წელს წვიმიანი ზაფხულია დაანონსებული შემოდგომამდე და სარეველებმა სწრაფად იციან ამოსვლაო.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0