უბრალოდ მინდა მარადისობის იდუმალ სამყაროში მოკრძალებით ჩაგჩურჩულოთ, რა უნდა იყოს იმაზე კარგი, რომ ადამიანი, რომელიც ამ წუთისოფლიდან წასულია და მას იგონებ მისთვის ჩვეული ღირსებებით: სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა, გერმანული პუნქტუალობა, ოპერატიულობა და საქმიანობა, პირდაპირობა და შეუპოვრობა... ვფიქრობ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამიტომ ვიტყვი: ადამიანური თვისებები, რაც რომ რჩეულთა ხვედრია,
უხვად მოგმადლა ბუნებამ
და თქვენთვის დაუბერტყია.
მქონდა ბედნიერება განსაკუთრებული მორიდებით და დიდი განცდებით თქვენი კაბინეტის ორმაგი კარები შემომეღო. ზუსტად შუა ადგილზე ხელგამოწვდილი ჩუმი ღიმილით მომესალმეთ, სკამიც გამოვწიე და ამ თავაზიანობამ ჩემი განცდებიც გააქრო და ხალისიანი განწყობა დამეუფლა. მოსვლის მიზეზი გითხარით. ღირსეულ ოჯახში ღირსეულად აღზრდილმა და ღირსეული ოჯახის თავკაცმა კარებამდე თავაზიანად მომაცილეთ და დაბალი ტონალობით დასძინეთ: ,,თქვენს სახლში მისვლამდე თქვენი თხოვნა შესრულებული იქნება.“ მართლაც ასე მოხდა. სიტყვის კაცი იყო ალბერტ ლომაძე, დიახაც სიტყვის _ სიტყვა, რომელიც ღმერთთან ასოცირდება, ,,პირველად იყო სიტყვა, რამეთუ იგი სიტყვა იყო ღმერთი.“
ამ წიგნიერმა და ერუდირემულმა პიროვნებამ დატოვა სამაგალითო ოჯახი, ფილოლოგ ნუნუკა ჩხაიძის თაოსნობით, რომელიც სანიმუშოდ აგრძელებს ოჯახურ ტრადიციებს. არის შრომისმოყვარე, ჩინებული დიასახლისი, კეთილი და პურადი მასპინძელი.
ნათელი ედგეს ალბერტ ლომაძის სულს!
ია კვასხვაძე
სიტყვის კაცი ალბერტ ლომაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 793