,,ონკოქეა ჯორჯიას”, ერთი ფრიად საჭირო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის წევრ ქალბატონებს ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური კონსულტაცია და ტესტირება. მათ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ გოგუაძე უკვე მეორედ შეხვდა.
,,ჩვენ ,,ონკოქეა ჯეორჯიაში” ვმართავთ ფსიქოთერაპიულ ჯგუფურ შეხვედრებს, ვმუშაობთ ისეთ აქტუალურ თემებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დაავადებასთან, ვცდილობთ ამ პრობლემების აღმოფხვრას დროთა განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით. დღეს ჩავატარეთ ტესტირება, როდესაც გავეცნობით შედეგებს და გავაკეთებთ ანალიზს, იმის მიხედვით თუ ვის აწუხებს: დეპრესია, ან შფოთვითი დარღვევები, საჭიროების მიხედვით, იქნება ჯგუფური თუ ინდივიდუალური შეხვედრები“ გვითხრა მან და ასევე აღნიშნა ისიც, რომ პირველი შეხვედრა ჩატარდა სტრესის მართვასთან დაკავშირებით, იმ პრობლემებზე რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით, ეს იქნება სტრესი თუ ნევროზი რაც აწუხებს ამ ადამინებს. მათ დაავადებასთან მიმართებაში, განხილული იქნა აღნიშნული ფსიქიკური დარღვევები და ამ ყველაფერზე იმუშავებენ დროთა განმავლობაში. შეხვდერების რაოდენობა იქნება ჯგუფზე დამოკიდებული და ეს იქნება თვეში ერთხელ ან ორჯერ, კვირაში ერთხელაც. როგორ მოითხოვს მუშაობის სპეციფიკა.
ასევე გავესაუბრეთ, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობს შემსრულებელს ირმა გრძელიძეს, მან გვითხრა, რომ ონკოქეა ჯეორჯია შეიქმნა იანვარში, რაც ნიშნავს, ონკოპრევენციისა და ონკორიაბილიტაციის მხარდამჭერ ორგანიზაციას, თებერვალში მას იურიდიულად ჩაეყარა საფუძველი. ორგანიზაციის დამფუძვნებლები არიან: მზია კვირკველია, ირმა გრძელიძე და ქეთებან ხოფერია. მასში გაწევრიანებულია სულ 45 ქალბატონი, ეს ორგანიზაცია მოიცავს ზოგადად ონკოლოგიურ დაავადებებს და არა მხოლოდ ძუძუსა და საშვილოსნოს ონკოლოგიას.
,,ჩვენი მთავარი არსი არის ის, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს, როგორ გადავლახოთ ეს სირთულეები და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. ჩვენ, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს ძალიან ბევრის მიცემა შეგვიძლია ერთმანეთისთვის გამოცდილების მხვრივ, განსაკუთრებული ეფექტი გააჩნია ჩვენს შეხვედრებს, ვუზიარეთბთ ერთმანეთს გულისტკივილს, ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც არ ესმის ჩვენი, როგორც ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ამ ხნის განმავლობაში, 8 გასვლა გვქონდა ზუგდიდში აქედან, 5 უკვე ამოვიდა ავთვისებიანი სიმსივნე, 4-ფიბროადენომა და სამჯერ ვიყავით წასული თბილისში. გარდა ამისა არაჩვეულებრივი პროგრამა შემოგვთავაზა, ექიმმა მამოლოგმა ბექა სამხარაძემ, რომელმაც სულ მინიმალური თანხის საფასურით გაგვიკეთა პროგრამა, რომელშიც შედის 16 კვლევა, ,,ქალთა პერსონალიზირებული ჯანმრთელობის ცენტრი“- ასეთი კვლევა აქვს გაკეთებული. ასევე მხარდაჭერა გვაქვს პარლამენტის წევრ ნინო წილოსანგან, რომლის დახმარებითც გავიკეთეთ ეს კვლევები. ჩვენი დიდი მხარდამჭერია პიარის კუთხით ნინია ბარამიძე, ფსიქოლოგი მარიამ გოგუაძეც ასევე უანგაროდ გვეხმარება. ამ ბოლო კონცერტის შემდეგ, საუბარი გვქონდა ხათუნა ჟორდანიასთან, რომელმაც ასევე აღგვითქვა დიდი მხარდაჭერა, რამაც განსაკუთრებული მოტივაცია მოგვცა ცხოვრების გასაგრძელებლად.“ გვითხრა მან. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია ონკოქეა ჯორჯიას ოფისი მდებარეობს ყოფილი სასტუმროს შენობაში მესამე სართულზე ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ოფისის მეზობლად.
მნიშვნელოვანი შეხვედრა ,,ონკოქეა ჯეორჯიაში"
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 586