ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საფუტკრეების დეზინფექცია - ფუტკრის გადამდები დავადების აცილების საფუძველია

26-07-2021, 11:24

საფუტკრეების დეზიფენქციის ძირი­თადი დანიშნულებაა გადამდებ დაავა­დებათა გამომწვევი მიზეზების გაუვნებლობა მეფუტკრეების ობიექტებზე.
დეზინფექცია ტარდება როგორც ცა­ლ­კ­ეული მეურნეობის, ისე კერძო პირთა საფუტკრეებში. სადეზინფექციო ობიე­ქტ­ებია: სკები, ფიჭები, ინვეტარი, მეფუ­ტკრის ტანსაცმელი, ფიჭების საცავი, მეფუტკრის სახლი, საფუტკრის ტერიტორია. დეზინფექციის დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს დეზინფექციისათვის გათვალისწ­ინებ­ული ობიექტის თვისებები. პათოლოგ­იური მიკრობების მდგომარეობის საკი­თხი. ფუტკრის ინფექციური დაავადების ლიკ­ვ­იდაციის მიზნით დეზინფექცია ტარდება, როგორც იძულებით, ასევე პროფილაქტიკური დეზინფექცია, როგ­ორც აუცილებელიტარდება წელიწადში ერთხელ, იძულებითი დეზინფექცია ტარ­დება ფუტკრის ინფექციური დაავა­დების დადგენისა და მისი ლიკვიდაციის დროს. სკებს დეზინფექცია უტარდება 50-70 გრადუსიანი წყლის 2%-იანი მწვავე ნატრიუმის ხსნარით.
ერთი ლიტრი ხსნარი ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე სამი საათის განმავლობაში. თაფლის საწურებს (ციბ­რუტებს) რეცხავენ წყლით და დეზინფექციას უკეთებენ 5%-იანი კალცინირებული სოდიანი ხსნარით. 6 საათის შემდგომ  ციბრუტებს რეცხავენ და აშრობენ ფიჭის შესანახ საცავს. ქოხს საწყობს მექანიკური გაწმენდის შემდეგ შეათეთრებენ 20 %-იანი ახლად გაზავებული კირიანი წყლით, ხელთათ­მანებს, პირსახოცებს, პირბადეებს დეზინფექციას უტარებენ გამოხარშვით 30 წუთის განმავლობაში.
ამერიკული, ევროპული, ცრუ სიდამ­პლის (პარაგლინეცი) დროს საფუტ­კრეს ამუშავებენ ქლორიანი კირით, 5 კგ. ერთ მეტრ კვადრატზე 5სმ სიღრმით მიწის გადაბრუნებით და 10 წუთის შემდეგ წყლის დასხმით.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ფუტ­კრის ოჯახები და არ გამოგვეპაროს რაიმე დაავადება მეფუტკრემ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია დარგის სპეციალისტებთან. საქართ­ვე­ლოს მეფუტკრეთა კავშირში უახლოეს ხანში ფუნქციონირებას იწყებს მეფუ­ტკრეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კურსები. მისამართი: ქ. თბილის, თამ­არაშვილის ქ.# 15(ა). ყველა დაინ­ტ­ე­რესებულ პირს შეუძლია მიიღოს საჭი­რო ინფორმაცია და ცოდნა მეფ­უტკ­რეობის ხელშეწყობის შესახებ.
მეფუტკრეობა საპატიო საქმიანობაა, რომელიც უფლის მიერ ნაბოძები დიდი ნიჭი და ჯილდოა, რომელსაც ყურად­ღება და პატივისცემა სჭირდება.
გოჩა ცინცაძე
ზოოინჟინერი, აგროქიმიკოსი, მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის თემში

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 000
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა