ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რომელი პროექტები განხორციელდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში ლანჩხუთში?!

რომელი პროექტები განხორციელდება, სოფლის მხარდაჭერის  პროგრამების ფარგლებში ლანჩხუთში?!
28-05-2021, 11:31


 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდანრომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებალანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წლისთვის განკუთვნილ თანხაწინა წლების მსგავსად, 748 ათასი ლარით განისაზღვრაეს თანხა წილობრივად ყველა ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდებასადაც სოფლის კრებებზე მოსახლეობამ პრიორიტეტებიც განსაზღვრა.

მოსახლეობამ სოფლი კრებებზე მიიღო გადაწყვეტილება , რომლის მიხედვითაც

შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც  პროგრამის ფარგლებში 32 ათასი ლარი ერგოოთხი პროექტი გახორციელდებაქვემო შუხუთში კრების მონაწილეთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებითსოფლის ცენტრში სკვერი მოეწყობა და წლის მაგისტრალის რეაბილიტაცია გახორციელდებარისთვისაც ჯამში 20 ათასი ლარი გაიხარჯებარაც შეეხება ზემო შუხუთსსოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან წლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და სპორტულ-გამაჯანსარებელი ტრენაჟორების შესაძენად 12 ათასი ლარია განკუთვნილი.

ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში 86 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდესსოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითსოფელ ნიგოითში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მობეტონებაა გათვალისწინებული და ამისთვის 16 ათასი ლარია განკუთვნილი.

სოფლის ცენტრში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და ღია არხების ამოწმენდის გადაწყვეტილება მიიღო სოფელ ჩოლობარგის მოსახლეობამსადაც პროგრამის ფარგლებში, 16 ათასი ლარია გასახარჯი.

ამავე ოდენობის თანხით სოფელ ჭყონაგორაში ორმოცაძის უბანში გზის მობეტონებაგარე განათების მოწყობა და უკვე არსებულ ქსელზე ნათურების დამატება გადაწყდაჯიხეთში კისოფლის პროგრამის თანხიდან ღია სანიაღვრე არხის ამოსაწმენდად და ჯიხეთის გზაზე დამცავი ჯებირის მოსაწყობად 10 ათასი ლარია გათვალისწინებული

სოფელ ჯაპანაში კრების მონაწილეებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილებარომ სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი თანხარაც 12 ათასი ლარითაა განსაზღვრულიგარე განათებისა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასწყლის შემკრების მოწყობას მოხმარდესქვიანის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 16 ათასი ლარი ფიჩორისა და დიანოსე წულაძის უბნებში სასაფლაოსთან მისასვლელ  გზებზე რკინა-ბეტონის საფარის დაგებას მოხმარდებაასევე სოფლის ცენტრში არსებული საპირფარეშოს გადახურვასა და კეთილმოწყობას.

სოფლის საერთო კრება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულშიც ჩატარდასადაც 92 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებია ჩასატარებელი.  სოფელ სუფსაში მოსახლეობამ სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო და ამისთვის 12 ათასი ლარია გასახარჯი.

ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის ხიდმაღალას მოსახლეობამ, 16 ათასი ლარის ფარგლებში,   პრიორიტეტად სანიაღვრე არხების გაწმენდა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიიჩნია.

რაც შეეხება ახალსოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებასაქ გარე განათების მოწყობა  და შიდა გზების რეაბილიტაცია გადაწყდასაამისოდ 16 ათასი ლარია განკუთვნილი.

ტაბანათელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებითსოფლის პროგრამიდან გამოყოფილი 16 ათასი ლარი  განათების მოწყობისთვისგზების მოხრეშვისა და სანიაღვრე არხების გაწმენდისთვის  გაიხარჯებაჩქუნში 10 ათას ლარად წყლისა და გარე განათების სისტემები უნდა მოეწყოს.

გრიგოლეთის მოსახლეობამ არჩევანი სოფლებში არსებულ სანიაღვრე არხების გაწმენდასა და მგზავრთათვის მოსაცდელი ჯიხურის გაკეთებაზე შეაჩერააღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად 12 ათასი ლარია განკუთვნილი.

სოფელ მალთაყვაში, 10 ათასი ლარის ფარგლებშიგარე განათების მოწყობა და გზის საფარის რეაბილიტაცია გადაწყდა.

რაც შეეხება ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულსაქ ზემოთ ნახსენები პროგრამიდანჯამში, 24 ათასი ლარია გასახარჯიკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 12-12 ათასი ლარი სოფლებშიყელასა და ნინოშვილში გარე განათებების მოსაწყობად დაიხარჯება.

ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც შვიდ სოფელს მოიცავს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 74 ათასი ლარი ერგოპრიორიტეტები ასე გადანაწილდასოფელ მოედანში 12 ათას ლარად სკვერი მოეწყობა სპორტული ინვენტარითასევე რამდენიმე ადგილას ცხაური გაკეთდებასოფელ ჩოჩხათში 16 ათასი ლარი გაიხარჯება არსებული  გარე განათების მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია გადაწყდა.

12 ათასი ლარი ერგო  სოფელ შრომისუბანსაც, სადაც ამ თანხით  არსებული გარე განათების დასრულება და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება გადაწყდაიმავე ოდენობის თანხით იგივე სამუშაოები გახორციელდება  სოფელ ჯიხანჯირსა და ხორეთშიც.

სოფელ გულიანშ მოსახლეობამ არჩევანი  არსებული გარე განათების დასრულებასა და  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გააკეთაკოკათში კი შიდა გზების მოწესრიგება გადაწყდარისთვისაც 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობის ჩართულობითასევესოფლის კრებები ჩატარდა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებშიშეირჩა პრიორიტეტებიაკეთში ჯამურად 54 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა გახორციელდეს.

ზემო აკეთის მოსახლეობამ არჩევანი სტადიონის რეაბილიტაციასა  და გარე განათების მოწყობაზე გააკეთარისთვისაც 12 ათასი ლარია გასახარჯი.  ქვემო აკეთში ადგილობრივებმა სკვერისა და უბნების მიხედვით გარე განათებისა მოწყობის  გადაწყვეტილება მიიღესსაამისოდ კი 16 ათასი ლარია გამოყოფილიგარე განათებების მოწყობა გადაწყდაასევეგაგურსა და ჭანჭათშირისთვისაცშესაბამისად, 10 ათასი და 16 ათასი ლარია გათვალისწინებული.

44 ათასი ლარი ერგო სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან მამათის ადმინისტრაციულ ერთეულსსოფელ მამათში 12 ათასი ლარია განკუთვნილი გარე განათებისა და რკინა-ბეტონისასევეღია სანიაღვრე არხების მოსაწყობადქვემო მამათის მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღორომ 10 ათასი ლარი რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხისა და მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას მოხმარდეს.

სოფელ კონჭკათში გამართულ კრებაზეადგილობრივებმა არჩევანი გარე განათებისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობაზე გააკეთესრისთვისაც 12 ათასი ლარია გათვალისწინებულიშათირშირომელსაც 10 ათასი ლარი ერგო,  მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებითპრიორიტეტი მიენიჭა  სანიაღვრე არხების მოწყობასა და წყლის ავზის შეძენას.

რაც შეეხება აცანას, აქ 28 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებია შესასრულებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებითაცანისა და ტელმანის  მოსახლეობა შეთანხმდარომ გამოყოფილი თანხით მოხდეს  წისქვილის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით მოწყობასასმელი წყლის სათავე ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაცია და კანიონში ჩასასვლელის რეაბილიტაცია.

შეხვედრები შედგა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულშ შემავალ სოფლებშისადაც ჯამურად 64 ათასი ლარის სამუშაოებია შესასრულებელი

სოფელ წყალწმინდაში მოსახლეობამ გზისპირა მოსაცდელისა და გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღორასაც 20 ათასი ლარი მოხმარდება.  ხოლო სოფელ ღრმაღელეში, 16 ათასი ლარი _ გარე განათებისა და სოფლის სასაფლაოსთან ელექტრო მრიცხველის გაკეთებასომფარეთში 16 ათას ლარად  გარე განათებისა და სპორტული მოედნის მოწყობაა გადაწყვეტილიორმეთში 12 ათას ლარად  გარე განათებისა და სანიაღვრე არხის მოწყობა განისაზღვრა პრიორიტეტად.

ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც სამ სოფელს აერთიანებსსოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 ათასი ლარი ერგო.  ამ თანხიდან სოფელ ჭალაში 12 ათას ლარად მილხიდისა და  ცენტრალურ მაგისტრალზე გარე განათების მოწყობაასევე მინი სტადიონის შეღობვა გადაწყდა.  ქვემო ჩიბათში 16 ათასი ლარი დაიხარჯება  . "ჭაჭახუნასუბანში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობისთვისსოფლის სასაფლაოზე სველი წერტილისა და განათების გასაკეთებლადასევესულაბერიძეების უბანში მოსაცდელის მოსაწყობადრაც შეეხება ზემო ჩიბათს, აქ 12 ათასი ლარის ფარგლებში უნდა გახორციელდეს  ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის შეღობვაცენტრალურ მაგისტრალზე განათების მოწყობა და მდინარის კალაპოტის გადაღობვა.

გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულშისადაც 28 ათასი ლარია გასახარჯი,  პრიორიტეტები ასე გადანაწილდა _ ჯუნეწერის მოსახლეობამ 12 ათასი ლარი ბავშვთა გასართობი სკვერის მოწყობისა და სოფლის კლუბის რეაბილიტაციისთვის მიმართა.  სოფელ გვიმბალაურში 16 ათას ლარად ჭაბურღილისა და   სპორტული კომპლექსის კეთილმოწყობა გადაწყდა.

რაც შეეხება ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებასსოფელ არჩეულის მოსახლეობასთან გამართული საერთო კრების ოქმის მიხედვითმოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილებარომ 12 ათას ლარად წყლის ავზი შეიძინონგარე განათება და სანიაღვრე არხებიც მოაწყონსოფელ ნიგვზიანში 20 ათასი ლარი მოხმარდება:  წყლის რეზერვუარის ანძისორი მილხიდისცხაურისგარე განათების  მოწყობებს და შინმოუსვლელთა მემორიალის რემონტსამავე ოდენობის თანხა გაიხარჯება სოფელ ხაჯალიაში სკვერისგარე განათებისა და ცხაურის მოსაწყობად. 10 ათასი ლარი კი ჩანჩეთში ცხაურის გასაკეთებლად დაიხარჯებარაც ჯამში 62 ათას ლარს შეადგენს.  

ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულშიეწერსა და ბაღლეფში გამართულ კრებებზე დადგინდარომ ზემოთ ნახსენები პროგრამიდან კუთვნილი 40 ათასი ლარიდან ეწერსა და ბაღლეფში 12-12 ათას ლარად  გარე განათებები  დამონტაჟდებახოლო   16 ათასი ლარით  სოფელ ჯურუყვეთში  გზები მოიხრეშება და გარე განათება  მოეწყობა.

მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულშირომელიც სამი სოფლისგან შედგებაორაგვეში მოსახლეობამ პრიორიტეტად კვაჭაძეების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიიჩნია და ამისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება სოფელ მაჩხვარეთს, აქ ადგილობრივები 16 ათას ლარად კვირკველიების უბანში  გარე განათებისა და გზის მოხრეშვით სამუშაოებზე შეჯერდნენსოფელ ჯუნმერეს მოსახლეობის გადაწყვეტილებით კი 10 ათასი ლარი ხიდის გამაგრებით სამუშაოებსწყალსაცავის ტერიტორიაზე განათებისა და სოფლის ამბულატორიაში სველი წერტილის  მოწყობას მოხმარდება.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 634
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა