ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,საფერავი ტვ.”~ ლანჩხუთელ ფერმერებს შეხვდა

23-09-2020, 15:12

21 სექტემბერს გაზეთ ,,ჰო და არას“ რედაქციასთან  არსებულ თავისუფალ სახლში, სტუმრად იმყოფებოდა  ტელეკომპანია ,,საფერავი ტვ“-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი  დიმიტრი კოსტაროვი, ეს არხი არის  ერთადერთი სასოფლო-სამეურნეო ტელეარხი საქართველოში. მისი  სამიზნე აუდიტორია არის ფერმერი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით.შეხვედრას ესწრებოდა  ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე. მან აღნიშნა, რომ შეხვედრა დაიგეგმა იმ მიზნით, რომ უახლოეს დღეებში  გურიაში ველოდებით ციტრუსის რთველს, იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ და შესაბამისად მოვახერხოთ მისი დაბინავება და რეალიზაცია. საჭიროა ვიცოდეთ რა ღონისძიებები გავატაროთ.
ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, შეხვედრა ჩატარდა შედარებით მცირე ფორმატით. მას ესწრებოდნენ: გელა ზენაიშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ა(ა)იპ ინოვაციების ცენტრის უფროსის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში- კონსტანტინე ურუშაძე, ოთარ ჩხაიძე, რომელიც ამავე სამსახურში სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების კუთხით მუშაობს, სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელი ეთერ ჭყონია, პროექტირებისა და ინოვაციების კუთხით - მერაბ ჩხაიძე, ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელი- გია ნაჭყეპია, ამავე სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი - ვახტანგ შალიკაშვილი.
ასევე ესწრებოდნენ: ფერმერები სამი დიდი სოფლიდან, რომელიც გახლავთ ციტრუსის მწარმოებელი: გურამ რუსიძე( აგრონომი) და მისი ჯგუფი პრაქტიკოსი მეციტრუსეები სოფელ ორმეთიდან (ღრმაღელის ტერიტორიული ერთეული).
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და შეეხო მეციტრუსეობას, შემდეგი ეტაპისათვის რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ სრულფასოვანი მოსავალი იქნას მიღებული, ეს იქნება ბაღის შხამ-ქიმიკატებით დამუშავება თუ სხვა. როგორი სახის პროდუქტი უნდა იყოს წარმოებული, რომ იგი მოხვდეს უცხოურ ბაზარზე და რა მოთხოვნები აქვს ამ ბაზარს?
დიმიტრი კოსტაროვი: ,,20 წელი ვარ ამ ბიზნესში და ჩვენმა კომპანიამ მრავალი სიახლე შემოიტანა საქართველოში, დაწყებული მცენარეთა დაცვის საშუალებებით, სასუქებით,  მაგალითისათვის ჩვენ შემოვიტანეთ წყალში ხსნადი სასუქები მაშინ როცა არ იყო წვეთოვანი სისტემები, ასევე ამინომჟავები, როცა შემოვიტანეთ, არავინ არ იცოდა რა იყო ეს და კიდევ მრავალი სხვა. 
როცა გავაკეთეთ ანალიზი შედეგი მაინც არ იყო და მივედით იქამდე რომ ჩვენი პროდუქტი არ იყიდებოდა საზღვარგარეთ, ჩვენი პროდუქტი გადის მხოლოდ შიდა ბაზარზე, შიდა პაზარი კი არის ძალიან პატარა, დასკვნა იყო ასეთი, რომ პროდუქტი თუ არ გავა საქართველოდან იქნება ჭარბწარმოება, პროდუქტი არა მარტო გაფუჭდება, მისი ფასი დავარდება, ორი წლის წინ დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, როგორ გავიტანოთ ჩვენი საქონელი საზღვარგარეთ, დავიწყეთ ამ გზების შესწავლა რუსეთიდან, სადაც ისტრიულად გადიოდა ჩვენი საქონელი, შევისწავლეთ როგორ მუშაობს ეს ბაზარი, მისი ქსელები, სადაც მუშავდება პროდუქციის ძალიან დიდი მოცულობა, მათ ჭირდებათ დიდი მასის ერთგვაროვანი ხარისხის პროდუქტი. 5-7 დღე გასათვალისწინებელია შეკვეთიდან ბაზრამდე, რომელიც არის ძალიან დიდი პერიოდი, ამ დროში შეიძლება ფასის მკვეთრი ცვლილება მოხდეს, ეს გახლავთ ძალიან რისკიანი მიდგომა  და ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია  როგორ შეიძლება დალაგდეს ეს ყველაფერი? ამაზე ვიმუშავეთ კიდევ ერთი წელი და ბოლოს მივედით იქამდე, რომ გვაქვს ძირითადი კონტრაქტი ორ მსხვილ დისტრიბუტორთან, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი მუშაობით. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ყველას აინტერესებს ქართული საქონელი, ყველას ახსოვს მისი გემო, არომატი და ხარისხი, იციან როგორია ქართული ციტრუსი, ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი და ა.შ“ _ თქვა მან.           

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 205
FACEBOOK კომენტარები