ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხმა მიეცით გიორგი ჩახვაძეს! შემოხაზეთ #41

22-09-2021, 12:14

გიორგი ჩახვაძე გახლდათ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი. 2006 წლიდან დღემდე ყველა მოწვევის საკრებულოს წევრი რომ­ელსაც შესაბამისად აქვს ძალ­იან დიდი გამოცდილება წარმ­ომადგენლობით და აღმასრ­ულებელ ორგანოში მუშაობის . ის სინამდვილეში გახლავთ ძალიან უბრალო, შრომისმ­ოყვარე,კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და პასუხისმგებლიანი პიროვნება. მისთვის მთავარი ადამიანური ურთი­ერ­თობები, მეგობრები, საკუთარი ქვეყანა, სოფელი და ოჯახია. გიორგის 16 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში არაერთ საპასუხისმგებლო თანამდე­ბობაზე უმუშავია და ყველგან აქტიურობითა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით გამ­ო­ირჩეოდა. ჩიბათელებს რომ ჰკითხოთ, გიორგი ის ადამიანია, ვინც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საკუთარი სოფლისთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა.

განსა­კ­უთრებული როლი მას მუნი­ციპალიტეტის საკრებულოში დაეკისრა, როცა ჩიბათის ადმ­ინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი იყო. წლების მანძილზე ჩიბათში არაერთი ინფრასტრუქტურული, სოცია­ლური თუ კულტურული პრ­ოექტი განხორციელდა, მაგალ­ითად, ჩიბათის საჯარო სკო­ლისა და ბაღის რეაბილიტაცია, სანი­აღვრე არხები, შიდა გზების რეა­ბილიტაცია. მისი ინიციატივით ჩიბათში შეიქმნა საფეხბურთო კლუ­ბი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ან­ა­ლ­ოგი არა აქვს. ჩიბათის „ჩიბათი“ ეროვნულ ლიგაში იღებს მონაწილ­ეობას და მეტოქეობას უწევს საკმაოდ დიდი ქალაქების გუნდ­ებს. სახალხო დღესასწაული ჩიბათობაც, რომელიც 10 წე­ლია არსებობს, გიორგის ინიც­იატივითა და ორგანიზებით დაარსდა და ტარდება კიდეც (რომ არა პანდემია, დღესა­სწაული წელსაც ჩატარდ­ებ­ოდა). გიორგი ჩახვ­აძე აქტიურად იყო ჩართული შემდეგი პროექტების შემუშ­ავებაში, რო­გორიცაა ჩიბათში კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი 9 კილომეტრიანი გზ­ის რეაბილიტაცია, ორაგვეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გვიმბალა­უ­რში საფეხბურთო აკადემია და სხვა. ხის სიმაღლე ფესვებ­იდან იზომებაო და გიორგის ფესვები აქვს სწორედ ისეთი მყარი და ძლიერი, გასაკვირი არცაა მისი სიძლიერე და სიკარგე. მამა, თამაზ ჩახვაძე 25 წლის მანძილზე ჩიბათში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. არამარტო ჩიბათელებს, არამედ მთელ ლანჩხუთს კარგად ახსოვთ ეს გამორჩეული პიროვნება და მის ხსოვნას დღემდე უდიდეს პატივს სცემენ. დედა, ნანი ფაცურია, წლების მანძილზე განათლების სისტემაში წამყვან თანამ­დე­ბო­ბებზე მუშაობდა, იყო ჩიბათის სკოლის დირექტორიც. ამჟამ­ად ბებიობას ითვისებს და თა­ვის ორ შვილიშვილს გადას­ცემს დაგროვილ ცოდნას. გიო­რგის ჰყავს მეუღლე ანა ჩხა­იძე, რომელიც ამჟამად ა(ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშ­რ­ომელია. ანა თანამშრომელთა შორის განსაკუთრებული სით­ბოთი და სიყვარულით სარგებლობს. ჩახვაძეების დიდ ოჯ­ახში, რომელიც განსაკ­უთ­რებული სტუმარ-მასპინძ­ლო­ბით გამოირჩევა, დიასახლისობა პატარა ამბავი ნამდვილად არაა, მაგრამ ორი ლამაზი ქალბატონი ამ მნიშვნელოვან მისიას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. ამ ოჯახის ყველაზე დიდი სიმდიდრე მაინც 12 წლის ლიზი და 5 წლის თომა ჩახვაძეები არიან, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვართ ლამის მუდამ მონატრებული მამა. „ამქვეყნად ყველაზე დიდ სიამოვნებას სიკეთის კეთება მანიჭებს. ასეთ დროს ვთვლი, რომ დღეს უქმად არ ჩაუვლია. ისედაც, ჩემი აზრით, ადამიანის უპირველესი დანიშნულება მხ­ოლოდ სიკეთის კეთებაა და მეტი არაფერი“ - გვითხრა გიორგიმ და პრინციპში, მთელი მისი და თავისი ოჯახის ცხოვრებაც სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის კეთება და ადამიანების დახმარება.
ჩიბათი, გვიმბალაური, მაჩხვარეთი ირჩევს 
გიორგი ჩახვაძეს! 
სამივე ბიულეტენში შემოხაზეთ N41 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“!
                               d

განყოფილება: რეკლამა
გადასვლები: 1 161
FACEBOOK კომენტარები