ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხმა მიეცით ამირან გიგინეიშვილს!

22-09-2021, 11:32

მოკლე ბიოგრაფია
დაიბადა 1962 წლის 25 მაისს. წარ­ჩინებით დაამთავრა ჯურუყვეთის საშუ­ალო სკოლა, ასევე წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რადიო ინჟინრის სპეციალობით და ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. სტაჟირება გაიარა აშშ-ს ფიჩბურგის უნივერსიტეტში. 
ამჟამად არის საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი. 2013-14 წწ იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2015-16 წწ -კავკასიის  უნივერსიტეტის ექ­სპერტი თვითმმართველობის საკითხებ­ში, 2010-17 წწ - შავი ზღვის საერთაშო­რისო კომისიის (სტამბოლი) მრჩეველთა საბჭოს წევრი, 2004 წლიდან არის საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ ტრენერი თვითმმართველობის საკითხებში.


2001  წლიდან  დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული 45-ზე მეტი პროექტის განხორციელებაში, ამათგან როგორც პროექტის მენეჯერი/დირექტორი, მუშ­აობდა  44 პროექტში. ჩატარებული აქვს 900 - საათზე მეტი ტრენინგი, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. 
2002 წლიდან  მონაწილეობდა 40 საე­რ­თაშორისო ტრენინგსა და კონფე­რე­ნციაში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის უნგრეთში, თურქეთში, ჩეხეთში, საფრან­გეთში, იტალიაში, პოლონეთში, ნორ­ვეგიაში, ლიტვაში, ლატვიაში, სლოვა­კე­თში, რუმი­ნეთში, აშშ-ში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ბელგიაში, ბულგარეთში
არის პროგრამისტი, ავტორი პროგრამული აპლიკაციებისა „მუნიციპალიტეტის ელექტრონული კომუნიკატორი“, „მონაწი­ლეობითი ბიუჯეტირება“, “ადგილობრივი თვითმმართველობის დოკუმენტაციის მარ­თვის ელექტრონული სისიტემა“, „სან­აპიროს მართვის პროგრესის ინდიკატორების მართვის სისტემა“ (დაიმსახურა 2013 წლის შავი ზღვის მედალი).
ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციები და ნაშრომები: 
• შავი ზღვის კომისია - Eასყ ტო უსე ტოოლს ფორ IჩძM პროგრესს რეპორტინგ ანდ ცოასტალ ინდიცატორს.
ევროკომისია: „შავი ზღვის მდგრადი განვითარების ინტეგრირებული გეგმა წყალწმინდის თემისთვის“.
• ღია საზოგადოების ფონდი - მო­ქალაქეთა მომსახურების ახალი ფორმების დანერგვა მუნიციპალიტეტებში ლანჩხუ­თის მუნიციპალიტეტის მაგალი­თზე.
• კავკასიის უნივერსიტეტი - სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები მუნიციპალიტეტის საკუ­თარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში.
ენები: ინგლისური, რუსული

განყოფილება: რეკლამა
გადასვლები: 838
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა