ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვალიკო მგელაძე - ,,გახარია საქართველოსთვის~ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

3-09-2025, 14:38

ხალხი მეკითხება რა ამბიციები გამაჩნია და რა დაპირებებით წარსდგები ამომრჩეველის  წინაშეო.
ამბიცია მართლაც დიდია, ყოველივე ეს ჩემი ქალაქის კეთილმოწყობას, თანამოქალაქეების გვერდით დგომას, უსამართლობასთან ბრძოლაში და რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, ახალგაზრდა თაობის კეთილდღეობაა. განსაკუთრებით ავადმყოფი ბავშვების, მოხუცების თუ ნებისმიერი ასაკის ეკონომიკურად გაჭირვებულ ოჯახებზე ზრუნვაა.რაც შეეხება მაჟორიტარობას, მეტი რეალური შანსი გამიჩნდება ამ მიზნების განსახორციელებლად. ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში მე არ გავცემ არანაირ დაპირებას, მხოლოდ ვიქნები მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ერთი რიგითი მოქალაქე, დეპუტატი, რომელიც იბრძოლებს ყოველი მოქალაქის სამართლიანობისთვის, რასაც 12 წლის განმავლობაში ლანჩხუთის ქართული ოცნების პირობებში ვერ მივაღწიე. არა ერთხელ მითქვამს, ლანჩხუთის ქართულმა ოცნებამ ქალაქის ცენტრი საპირფარეშოდ გადააქცია; მიუსაფარი ძაღლების გამო ღამით ქუჩაში გავლა შეუძლებელია, ქალაქში არ არის სასმელი წყალი და ქუჩაში ,,სოკოები&ქუოტ;  სატყუარად დგანან.
მწვავე საკითხია და გადასახედია დახმარების პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ წინა მთავრობების დროსაც მოქმედებდა. იმ დროს პენსიონერი თუ სხვა პირი 100 ლარად თამამად შედიოდა აფთიაქსა თუ ბაზარში. წინა ხელისუფლების ხელში ეკომიგრანტები 30 000 ლარად ორ-სამ ოთახიან ბინას ყიდულობდნენ. დღეს ეს თანხა მიუხედავად ქართული ოცნების ,,ეკონომიკური ზრდის&ქუოტ; პირობებისა გაცილებით ნაკლებია დღევანდელი ყიდვის უნარიანობის ფარგლებში. ამ და სხვა პრობლემებზე ჯერ კიდევ 2013 წლიდან ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების&ქუოტ; უნიათობაზე, ნეპოტიზმსა და შერჩევით სამართალზე ვსაუბრობდი. 
2022 წლის 26 ივნისს ღია წერილი მივწერე ბატონ ბიძინა ივანიშვილს ლანჩხუთში შექმნილი პრობლემების გამო.  თუმცა ყოველივე ამის შემდეგ ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების&ქუოტ; ვოიაჟები  მეტად გაღვივდა, ვიდრე გაჭირვებული ხალხზე ზრუნვა. ადგილობრივი ხელისუფლება თავდაყირა გადაერთო ნეპოტიზმსა და უსამართლობაში. მათში ნათლად ჩანს შერჩევითი სამართალი და კორუფციის ნიშნები, რაც შეეხება დეპუტატის ვალდებულებას, ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ დეპუტატობა არ არის თანამდებობა. ეს არის ვალდებულება ხალხზე ზრუნვისა და მათი ყოველი კანონიერი მოთხოვნლებისთვის კბილებით ბრძოლაა.
2013 წლიდან მქონდა ჩანაფიქრი შემექმნა ფონდი, რომლითაც დავეხმარებოდი ავადმყოფ ბავშვებს და ეკონომიკურად გაჭირვებულებს, რაც ,,ქართული ოცნების&ქუოტ; პირობებში,  ჩემთვის მიუღწეველი დარჩა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, გავწმინდე და ჩემივე ძალებით ქალაქის ერთ პატარა კუთხეში კეთილმოწყობილი სკვერი  გავაკეთე,  რაც ბავშვებსა და საზოგადოების დიდ ნაწილს სიამოვნებას გვრის. სამწუხაროდ, მეტი ვერ შევძელი, რადგან ყოველი კვადრატი მიწის გაწმენდისას ლანჩხუთის ქართული ოცნების მუნიციპალიტეტთან არსებული ზედამხედველობის სამსახური ყოველივე ამ სიკეთისთვის 8.000 ლარიანი ჯარიმით მემუქრებოდა. უფრო მეტიც, გადამახსნევინეს წყლის მილი, რომლის ონკანიდან ბავშვები სკვერში წყალს სვამდნენ. ახლა კი ჩემი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, მომეცემა შესაძლებლობა ვიბრძოლო ქალაქისა და უბნების კეთილმოწყობისთვის და ვიდგე ნებისმიერ ადამიანთან ერთად ბრძოლაში სამართლიანობისთვის.
ვამბობ ხმამაღლა და საყურადღებოდ _ ჩემი მაჟორიტარად არჩევისას მაქვს ჩანაფიქრი, ყოველგვარი კანონზომიერებისა და მის ფარგლებში გუნდთან და თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვაყალიბო მოძრაობა _  ,,ლანჩხუთი, ქველმოქმედების ქალაქი&ქუოტ; და შევქმნა ფონდი ,,მეგობარი&ქუოტ;. ჩემი კუთვნილი სახელფასო ბიუჯეტიდან, ამ ან სხვა დამხმარე ფონდში, ჩავრიცხო 20 პროცენტი  თანხა  ავადმყოფი ბავშვების თუ ეკონომიკად გაჭირვებულების საკეთილდღეოდ. 
ჩემო ლანჩხუთელებო, იმედია, ყოველივე ამ საკეთილდღეო საქმის განსახორციელებლად მხარს დამიჭერთ, რათა თქვენთან ერთად ქალაქის და ხალხისთვის ვაკეთოთ სასიკეთო საქმეები.
                                                  პატივისცემით ვალიკო მგელაძე
                                                     ფართი დაფინანსებულია

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 196
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა