ხუთშაბათს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს 33 მილიარდ დოლარს უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე ახალ სამართლებრივ ინსტრუმენტებს სანქციების გამკაცრებისთვის და რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევად.
აღნიშნული თანხიდან 20 მილიარდ დოლარზე მეტი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო დახმარებისთვისაა განკუთვნილი, 8,5 მილიარდი დოლარი კი პირდაპირ ეკონომიკური დახმარებისთვის, ხოლო 3 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული და სასურსათო დახმარებისთვის.
ეს ზომები აშშ-ს ძალისხმევის ნაწილია რუსეთის იზოლირებისთვის. რუსეთის აგრესიის შედეგად ქალაქები ნანგრევებად იქცა და 5 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებულია სახლ-კარი მიატოვოს და თავშესაფარი უცხო ქალაქებსა თუ ქვეყნებში ეძებოს.
კონგრესი გადაწყვეტილებას სექტემბრის ბოლომდე მიიღებს.
ავტორი: ლ.ქ
ინფრომაციის: წყარო