ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ლანჩხუთის ბაღებში ბავშვები იძახიენ უკვე: მე ცანცუა ვარ!~

`ლანჩხუთის ბაღებში ბავშვები იძახიენ უკვე: მე ცანცუა ვარ!~
29-10-2015, 00:00

რომელსაც მისივე თავკაცი ბესო ტაბიძე ხელმძღვანელობდა. კომისიაზე სულ ორიოდე საკითხი განიხილეს, მაგრამ სხვადასხვაზე ისეთი ბრალდებები გაისმა დეპუტატებს შორის, რომ განხილული საკითხები `გადაფარა~. ბესო ტაბიძემ შეკრებილებს ის განცხადება გააცნო, რომელიც თავისუფლების პირველი ჩიხის 14 მაცხოვრებლის მიერ შემოვიდა კომისიის სახელზე. როგორ გაირკვა, იქ მცხოვრებლები ზამთრის მოახლოებას უფრთხიან და ამის მიზეზი სანიაღვრე არხების არ არსებობა და სავალი გზის ცუდი მდგომარეობა ყოფილა. `აღნიშნული საკითხი მე დავაწერე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს, იქედან მივიღე პასუხი, რომ მოსახლეობა მართლაც საფრთხის ქვეშ არის. მე ეს კი მივიღე, მაგრამ საქმე როდის გაკეთდება. საერთოდ, მგონია, რომ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არის~ _ განაცხადა ტაბიძემ.კომისიის წევრმა ელგუჯა ჩხაიძემ ქალაქის მინი-სტადიონები გაიხსენა: `ფეხბურთის განვითარება მარტო `გურია~ არ არის. რა დღეშია ქალაქში არსებული სტადიონები. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამას წინათ ერთ ბავშვი დაიმტვრა და 8 ნაკერი აქვს. ხომ შეიძლება ამისი შემოღობვა მოხდეს და მერე მიეხედოს მინდორს. კარგია ბესოს შრომა, მაგრამ შედეგი რა იქნება. გვითხრა, სამსახურმა, რომ მოსახლოებას დახმარება სჭირდება, მაგრამ როდის?!~ სუფსის მაჯორიტარმა ჯუმბერ ბლაგიძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება მაჟორიტარების მეტი ჩართულობა თუ მოხდება საქმეშიო. `როცა ინფრასტრუქტურის სამსახურს ვეკითხები, რომ რაიმე კორექტირება შევიდეს საკითხში ან სხვა რამ. მეუბნება, არ შეიძლება, ეს ვერ მოხდება, მე არ შემიძლია. ყველაფერზე არას მეუბნებიან. ცოტა მეტი აქტიურობა არის საჭირო მათი მხრიდან. მე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღირად ვმართავ, ვიცი სად არ პრობლემაა. ჩამოდიას ამ სამსახურის მესვეურები და ერთს არ შეგეხმიანებიან. ეგებ, უფრო საინტერესო რამის შემოთავაზება შემიძლია, აზრი მაინც შეგვეკითხე.~უმრავლესობის ლიდერმა, კახა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის მუშაობა გაიხსენა სტიქიის დროს: `ახლა ისე ნუ იტყვით, თითქოს არაფერი არ კეთდება. კარგად მახსოვს სტიქია რომ იყო, ეს ხალხი დღედაღამ მუშაობდა და ამისთვის მადლობაც ეკუთვნით ამ ადამიანებს.~სხდომაზე წამოჭრილი ფეხბურთის თემა ბესო ტაბიძემაც გააგრძელა: `ჩემი შვილი 2001-იანია და ბათუმში თამაშობდა. იქ 4 ფორმა ჰქონდათ გამოსაცვლელი. ჩვენთან კი რა ხდება. ერთი ყვითელი ფორმა აქვთ და ეგ არის სულ. მილიონს რომ ვხარჯავთ ფეხბურთზე, მე ძალიან მიყვარს ლანჩხუთის `გურია~ და ალბათ თითოეულ თქვენთაგანს, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთზე 300 ლარის ფორმა რომ იყიდონ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ამას წინათ ასეთი ფაქტი იყო, საჩხერის გუნდი ჩამოდიოდა სათამაშოთ, მათაც ყვითელი ფორმები ჰქონიათ და გენახათ ჩვენების ფაცი-ფუცი, რა ექნათ აღარ იცოდნენ.~გია გოგუაძემ ქალაქის ინფრასტურისთვის გამოყოფილი 700 ათასი ლარი გაიხსენა. `როგორც ვიცი, ტენდერი ჩავარდა, ეს თანხა დავშალოთ და პატარ-პატარა პრობლემებს მოვახმაროთ. შეიძლებოდა საყანე ფართობებთან მისასვლელი გზის მოწყობა. ბევრი ოჯახის სარგებლობს ამ გზით და კარგი საქმე გაკეთდებოდა. ასევე შეიძლებოდა თავისუფლების ქუჩის მაცხოვრებთა პრობლების მოგვარება. დიდი ხანია ვსაუბრობთ 6 ქუჩაზე, რომელიც შეიძლება დაიტბოროს. ვინმემ დაიწყო ამაზე ზრუნვა. მეტი აქტიურობაა საჭირო.~თემურ მარშანიშვილმა ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის დაჯილდოება გაიხსენა 400 ლარით. `საერთაშორისო ტურნირზე ვიყავით, როცა მკითხეს წარმატებულ სპორტსმენს თუ დაეხმარენ-თქო, შემრცხვა 400 ლარის თქმა. წარმატებულების დაჯილდოება ყველა სახეობაში უნდა მოხდეს. მარტო ფეხბურთი არ უნდა იყო პრიორიტეტი. როცა ბიუჯეტი დგება, ასეთი საკიტხებიც თუ იქნება გათვალისწინებული, ამას რა აჯობებს.~ნონა მურვანიძემ მის ოპოზიციონერობას გაუსვა ხაზი და თქვა, ეტყობა ჩემი თანასოფლელები ამიტომაც იჩაგრებიანო. `უკვე დიდი ხანია ვითხოვ 70 მეორად შპალს. ეს სახლში კი არ მიმაქვს, სოფელს მოხმარდება, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე.~ქალბატონ ნონას კომისიის თავკაცმა მიუგო: `არ მეგონა ეს საკითხი მოუგვარებელი თუ იყო. ჩემს სოფელში რაც ინფრასრუქტურული პროექტი ხორციელდება ბოლომდე ვარ ჩართული. ვიცი სად რა ხიდია შესაკეთებელი თუ სხვა რამ.~დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებაც გააკეთეს განცხადება. მათი თქმით, ა(ა)იპ-ებიდან ისეთი შტატები არ უნდა წარმოგვიდგინონ, რომლებიც ზედმეტია.გია გოგუაძემ კულტურის ცენტრის რეორგანიზაცია შეახსენა კოლეგებს: `თქვენმა უმრავლესობამ მიეცით გამგებელს თანხმობა მის რეორგანიზაციაზე, რომ ამით უფრო ადვილი იქნება მისი მართვა და კულტურის სამინისტრო უფრო დაეხმარებოდა. რა მივიღეთ, 15 დირექტორი, რომელთაც 800-800 ლარი აქვთ ხელფასი. 22 კაცს უშვებენ ისეთს, რომელთაც ანაზღაურება 150 ლარია. წლის დასაწყისში ეს ხალხი საჭირო იყო, ახლა აღმოაჩინეს, რომ ასე არ ყოფილა. ყოველთვიურად კულტურა გვიჯდება 12 ათასი ლარით მეტი. ყველა ა(ა)პი-ში ინიშნება ადამიანი, რომელიც გამგებელთან არის შეთანხმებული. ვერც ერთი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ვერ დანიშნავს კადრს მისით. მითხარით ახლა, რომ ასე არ არის?! შემდეგ ეს ხალხი ასრულებელ გამგებლის დავალებას და მოვარდებიან ჩვენთან.~გოგუაძეს კახა ურუშაძემ გააწვეტინა და მათ შორის საკმაო კამათი გაიმართა:კახა ურუშაძე: `სად არის 15 დირექტორი დამისახელე ერთი. რას ლაპარაკობ~. გია გოგუაძე: `სად არის და კულტურაში. შეგიძლიათ საშტატო განრიგი ნახოთ. შემდეგ ეს დირექტორები თუ მოადგილეები `სვარკის~ აპარატით გვივარდებიან ოფისში~. კახა ურუშაძე: `სირცხვილია, გია, იმ ხალხის გვერდით რომ ხარ, ვინც ეს ჩაიდინა, ხალხს როგორ აწამებენ. ამ ყველაფერს რომ ნახავს ადამიანი, მოვარდება, აბა რა იქნება.~გია გოგუაძე: `თუ ვინმემ კანონი დაარღვია, დაიჭირონ, ხომ არ ვამბობ არ დაიჭირონ-მეთქი. მე წლების წინ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღე მომხდარზე და წავედი.~კახა ურუშაძე: `სად წახვედი. ხალხმა წაგიყვანა.~გია გოგუაძე: `არჩევნებში როცა დავმარცხდი, შემეძლო გამგებლად დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. დააშავა ვინმემ, გამოიძიეთ, არა-მეთქი, ხომ არ ვამბობ. შენ წინა ხელისუფლებაზე რა გაქვს სათქმელი. შენმა ოჯახმა ჩაის ფაბრიკა დაიბრუნა. მიშა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია მოგეხმარა მაგაში. რამაზ ნიკოლაიშვილიც იქ იყო. ეს იყო შენი ოჯახის ბიზნესი~. კახა ურუშაძე: `ტყუილია ეს. შენ მაშინ ამბობდი, გეყოფათ, რა ფულებიც იშოვეთო. შენ აკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს. საკრებულო ჩრდილოეთ კორეას შეადარე. დაიწყე პოლიტიკაზე საუბარი. ძალიან კარგი~. გია გოგუაძე: `თქვენ არ იყავით ბიულეტინის შემოხაზვას რომ ასწავლიდით კოლეგებს, რამეთუ თქვენი კანდიდატის გამარჯვებაში ხელი არ შეგშლოდათ~. კახა ურუშაძე: `რას ლაპარაკობ, მიშას გარეშე შენობის ფერს ვერ წყვეტდით. ვერსად წაუხვალ იმ ფაქტებს, რაც დევს.~გია გოგუაძე: `მერე გამოიძიე, 3 წელია ამას გეხვეწები. ვინც დაგვარბია იმ დღეს, მერე ყველა გუბერნატორთან იჯდა და პედაგოგებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ბაღში იძახიენ ბავშვები უკვე, მე ცანცუა ვარო. გმირი გახადეთ ის. ია ჩხაიძე თქვენი უმრავლესობის წევრი დამდგარი იყო და იძახდა, ამ სიამოვნებას როგორ მოვიკლებო. ჩემი გამგებლობის დროს მისი ძმის ბიზნესი კარგად მახსოვს, ხელი შევუშალე?! პირიქით, ყველას ხელს ვუწყობდი. როცა იას ვუთხარი, რა სიამოვნებას იკლებდა ამით, მითხრა, საიდან იცი, მისმენდიო. ლანჩხუთში მოხდა მსგავსი რამ, ანუ ვინმეს არადამიანურად მოექცნენ, დაიჭირონ, ბატონო, პასუხი აგებონონ, მაგრამ ჩვენთან რა უნდათ~. კახა ურუშაძე: `თქეენ არ გაქვთ მორალური უფლება ამაზე გვესაუბროთ. პოლიტიკური განცხადების კეთება დაიწყეთ უკვე არა, ძალიან კარგი. ვისაუბროთ. არ არის პრობლემა.~ნონა მურვანიძე:L`ერთი წუთით, ასე გაგრძლება როგორ შეიძლება. `ნაციონალური მოძრაობის~ რეპრესიები ჩემმა ოჯახმა გამოსცადა საკუთარ თავზე და პირველი ვიყავი, ვინც ხალხს მოვუწოდებდი, რომ მათთვის მხარი არ დაეჭირად. 10 ადამიანი მაინც ხომ განვაწყვე მათ საწინააღმდეგოდ. მაგრამ 3 წლის შემდეგ რომ იგივე მეთოდებით ვიბრძვით ეს ბატონებო მიუღებელია. დამნაშავეა გია გოგუაძე?! გამოიძიონ და დააკავონ, მაშინ თქვენს გვერდით კი არ უნდა იყოს. ასე როგორ შეიძლება. როგორც მოგესურვებათ, ისე იქცევით. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. კი ბატონო, ხალხმა გამოიტანა განაჩენი 2012 წლის პირველ ოქტომბერს და ეს ხალხი ჩამოშორდა მმართველობას. თუ დანაშაული მიუძღვოდა, სად იყო სასამართლო. კარების აჭედვაა სასამართლო?~საკმაოდ ხმაურიანი კომისიის სხდომა იმ იმედით დასრულდა, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით არსებული კითხვები 9 თვის შედეგების განხილვისას პასუხგაცემული იქნება, ხოლო პოლიტიკური დაპირისპირება ხალხის საკეთილდღეოდ დასრულდება.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები