არჩილ ტატუნაშვილი აგვისტოს ომის მონაწილე გახლდათ, კაცი რომელმაც არ იცოდა რა იყო შიში, იგი ასევე გამოირჩეოდა ფიზიკური ძალით. როგორც ამბობენ, ადრე მას რამდენიმე შეიარეღებული სეპარატისტი განუიარაღებია, ისე რომ თავად იარაღი არ უხმარია. არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს დაიბადა და მისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას მიუძღვნა. ტატუნაშვილი უდიდესი ალბათობით წამებით მოკლეს, სეპარატისტული მხარიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ახალგორელის ვაჟკაცობით და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით გაცოფებულმა დეფაქტო ცხინვალის მილიის უფროსმა ლუდვიგ ხაჩიროვმა პირადად სცემა ტატუნაშვილს(რა თმა უნდა გაკავებულს) და სიკვდილის პირამდე მიიყვანა. სავარაუდოდ, სწორედ ტატუნაშვილის ნაწამები სხეულის გამო არ იძლევა დეფაქტო ცხინვალი აგერ უკვე ორი კვირაა გარდაცვლილის(სავარაუდოდ მოკლულის) ცხედარს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა დროულად(!) მოხდეს ცხედრის გადმოსვენება და ამავდროულად გამოძიების ჩატარება. თავის მხრივ, ,,ძლიერ აღშფოთებულია“ საერთაშორისო თანამეგობრობები. ახალგორში იმყოფებოდა სოზარ სუბარი, რომლის ფიზიოლოგიურმა მდგომარეობამ და სიტყვით გამოსვლამ მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი მოსახლეობა, ის აშკარად ნასვამი(უფრო მთვრალი) ჩავიდა ახალგორში და განაცხადა: ,,ეს ყველაფერი რაც ხდება და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ახალგორის ცხინვალთან შეერთებას და პასუხი იმას მოვთხოვოთ“-ო. გინების კორიანტელში როგორც იქნა სუბარი გაარიდეს სიტუაციას, მაგრამ ტატუნაშვილის ოჯახისთვის ტრაგედია ასმაგად მძიმე ხდება, ისინი მიცვალებულის დატირებასაც ვერ ახერხებენ. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ეთნიკური ოსების მიერ გაკეთბული კომენტარები არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასტან დაკავშირებით: ისინი გარდაცვლილ ტატუნაშვილს ძაღლად(მოგვიტევოს მისმა სულმა) მოიხსენიებენ და წერენ, რომ ,,ძაღლი ძაღლურად მოკვდა“ და იმედს გამოტქვამენ, ველა ქართველს იგივე ბედი მოელის. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს შედარებით რბილ ტონს და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად რჩება. ისინი კია მბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ცხედრის გადმოცემა მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერაფერს აკეთებენ. თუმც, საქარტველოს დღევანდელ ხელისუფლებას საკმაოდ მაამებლური ტონი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაინც ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება. დავუშვათ, რომ სეპარატისტებმა გადმოგვცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ჩაუტარდა ექსპერტიზა და დაგინდა, რომ ის წამებით არის მოკლული. რა მოხდება შემდეგ? რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება, რომელიც მიცვალებულს ვერ იბრუნებს? ვის მოეთხოვება პასუხი ახალგაზრდა კაცის მკვლელობისთვის? ტყუილად ვიტყუებთ თავს, ჩვენ ჩვეულებრივად შევდივართ რუსეთი9ს იმპერიის შემადგენლობაში, უბრალოდ ოფიციალურად არ ვაღიარებთ ამას, გვიკეთებენ რასაც უნდათ და როგორც უნდათ. იმედს ვიტოვებთ, რომ დეფაქტო ცხინვალი გადმოსცემს ცხედარს და ოჯახს მისი დატირების საშუალება მიეცემა. გარდაცვლილ ტატუნაშვილს ჯიბეში წერილი უპოვნეს, რომელსაც უცვლელად ვბეჭდავთ:სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზეწვიმის წვეთები თითებს დაჰყვებაჩამორეცხილი სისხლის წვეთებიქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმადა ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელითვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდესიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველაახალგორს მაინც არავის მივცემთდავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურადრადგან მომავალს ერთობა მივცეთ გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებსგადაეკვრება როდესაც ბინდიძმათა საფლავთან ნაომარ მხარესდარჩება გვამი, უცნობი ბევრის ცინკის კუბოსთან როდესაც მოვათვალცრემლიანი მშობელი დედავთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებსრადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება! თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0



