ლამარა სვანიძე მიჯაჭვულია საწოლს, ის დამოუკიდებლად საკვებსაც ვერ იღებს, თავისი პენსია მედიკამენტებშიც არ ჰყოფნის. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ოჯახის უფროსი ვალერიან სვანიძეა, მას ყოველკვირეულად 50 ლარის მედიკამენტები სჭირდება, შვილმკვდარ მამას ახლა ავთვისებიანმა სიმსივნემ შეუტია, დაუნიშნეს 7000 ლარიანი დასხივების კურსები, პენსიონერის დაზღვევა მნიშვნელოვნად ეხმარება, მაგრამ თავიანთი გადასახდელი 1000 ლარიც ვერ იშოვეს. ბატონი ვალერიანი შვიდი წელია უმძიმესი დაავადებით იტანჯება. გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათთან სახლში სტუმრად ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი იმყოფებოდა. მას გააცნეს ოჯახის მდგომარეობა, წილოსანის განცხადებით, იმ ეტაპზე სვანიძეების ოჯახისთვის დახმარება მას ჩაეთვლებოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში, ასე რომ, დაჰპირდა მათ არჩევნების დასრულებისთანავე დახმარებას. ისინი ენდნენ ამ დაპირებას და ხმაც ,,კოალიციას“ მისცეს. როგორც სვანიძეები აცხადებენ, ამის შემდეგ მათ არავიან შეხმიანებიათ და მითუმეტეს არ დახმარებიათ. ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ისინი იძულებულნი შეიქნენ ივნისის თვეში კვლავ შეეწუხებინათ დეპუტატი და მისი ადგილობრივი ბიურო, ამჯერად მათ პირდაპირ განუცხადეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფორმა ასების მიხედვით არანაირ დახმარებას არ იმსახურებდნენ და ვერაფრით დაეხმარებოდნენ. ნანახი და მოსმენილი მართლაც მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის, ეს ოჯახი არ ითხოვს საკვებს, ან ტანისამოსს. მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ამაზე პასუხისმგებელი კი პირველ რიგში ის ხალხია, ვისაც არჩევნებში მისცეს ხმა. ეს არის წარმოუდგენელად მძიმე ამბავი, მძიმე ავადმყოფ ბაბუას - შვილს – შვილიშვილს და ლოგინად ჩავარდნილ, შეკედლებულ, უმწეო მოხუცს არც სოციალური დახმარება აქვთ და არც ჯანმრთელობის სადაზღვევო ბარათი. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0