რა არის ნუმეროლოგია?
ნუმეროლოგია არის ფსევდოსამეცნიერო სისტემა, რომელიც იკვლევს რიცხვების ენერგიას და მათ გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე. ეს მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ რიცხვები ატარებენ სპეციფიკურ ვიბრაციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ პიროვნულ თვისებებზე, მოვლენებზე და ცხოვრების გზებზე. ნუმეროლოგიაში ყურადღება ექცევა ისეთ ელემენტებს, როგორიცაა:- დაბადების თარიღი (სიცოცხლის რიცხვი).
- სახელის ანბანური მნიშვნელობა (ბედის და სულის რიცხვები).
- რიცხვების კომბინაციები და მათთან დაკავშირებული ენერგია.
ნუმეროლოგია გვეხმარება რიცხვების სიმბოლიზმში და მათ გავლენაში ჩვენი ცხოვრების, ჩვენი იდეების და მთლიანად სამყაროს შესახებ. იგი მჭიდროდ დაკავშირებულია ასტროლოგიასა და სხვა ალტერნატიულ სისტემებთან, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს უკეთ გაიგონ საკუთარი თავი და იპოვნონ ჰარმონია.
ნუმეროლოგიის,როგორც მეცნიერების შესახებ თუ არ გსმენიათ,ცხოვრების რაღაც პერიოდში ერთხელ მაინც აუცილებლად მიიქცევდნენ ციფრები და რიცხვები თქვენს ყურადღებას,თუნდაც მობილურზე,საათზე,ქუჩაში-ისინი ზოგჯერ უცნაურად მეორდებიან.თუ ასეა,თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ნუმეროლოგიის შესახებ.
ნუმეროლოგია შეისწავლის რიცხვებს და მათ გავლენას ადამიანებზე.ნუმეროლოგია არის უნივერსალური რიცხვების ენა.სამყარო სავსეა მინიშნებებით,კოდებით,რომელიც ჩვენი ცხოვრებით და არსებობით არის გამოწვეული და პირიქით,ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება გამოვიწვიოთ რიცხვების დახმარებით-ნუმეროლოგიური კოდებით.
ნუმეროლოგიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაერკვეთ საკუთარ თავში და სხვა მხრიდან შეხედოთ საკუთარ პიროვნებას,როგორც ერთ ინდივიდს უკიდეგანო სამყაროში. მაგ: თქვენი დაბადების ნუმეროლოგიური რიცხვი,პიროვნების გამომხატველობითი რიცხვი,სურვილის რიცხვი და ა.შ…
ნუმეროლოგიის ისტორია
რიცხვების ისტორია ანტიკური ხანიდან მოდის. ეგვიპტე და ბაბილონი არის ადრეული ნუმეროლოგიის სამშობლო. რიცხვების მისტიკური გამოყენება ასევე ფიქსირდება ათასობით წლის წინ რომში,ჩინეთში,საბერძნეთსა და იაპონიაში.
თანამედროვე ნუმეროლოგია ბერძენ ფილოსოფოსს – პითაგორას უკავშირდება. არ გვაქვს ფაქტები,იყო თუ არა პითაგორა ნუმეროლოგიის ფუძემდებელი,თუმცა არსებობს მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით,რადგან პითაგორას მათემატიკური თეორიების მიღმა ბევრად ღრმა და ამოუხსნელი თეორიები ჰქონდა,რომელიც მათემატიკისგან განსხვავებით აბსულუტურად სხვა სამყაროა. თუმცა ჩავთვალოთ,რომ კლასიკური ნუმეროლოგია პითაგორას მოღვაწეობის პერიოდიდან იწყება.XX საუკუნის მეორე ნახევარში დოქტორ ჯულიან სტენტონი იყო რეალურად ის პიროვნება,ვინც ჩამოაყალიბა ‘’ნუმეროლოგია’’,როგორც მიმდინარეობა. ეს პიროვნება თანამედროვე ნუმეროლოგიის სამყაროში საკმაოდ ცნობილია თავისი ნაშრომებით და შემოქმედებით.

ნუმეროლოგიის იდეა ასეთია: კოსმოსი და თქვენი ცხოვრება გარკვეულ კოდს დებს თქვენს დაბდების რიცხვებში,სახელში,მშობლების სახელში და სხვა მრავალ განსაზღვრულ დეტალში,რაც ინდივიდუალურია. ნუმეროლოგიის იდეა ყველაზე ახლოს ასტროლოგიასთან არის(არ გიფიქრიათ,რომ ხშირად ერთი სახელის მქონე ადამიანებს ბევრი მსგავსება აქვთ ბედისწერაში?)








შეავსე კითხვარი

ავტორი: ლაშა ქედელი