აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტების თანადასაფინანსებლად „შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების შესახებ, საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდისა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების მიზნით.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (UშDA) მიერ დაფინანსებული და Lანდ O’Lაკეს Iნტერნატიონალ Dეველოპმენტ Gეორგია (Vენტურე37)-ის მიერ განხორციელებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ - შემდგომში შQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში. პროექტის დაფინანსება ხორციელდება #Fჩჩ-114-2018/004-00 ხელშეკრულების თანახმად.
შერჩევის პროცესის მიზანი: თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ მოგებაზე ორიენტირებულ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების სექტორში, როგორც მომსახურების ან საწარმოო საშუალებების პროექტებს, რომელთა განხორციელების პერიოდი არ აღემატება 18 თვე.
1.შQIL პროექტის აღწერა და მიზნე
•სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების სექტორებში ფერმის მართვის საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების გავრცელების საშუალებით, ასევე, კერძო სექტორის როლის გაფართოება მასტიმულირებელი კაპიტალის მეშვეობით და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით;
• ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება და განვითარება, კერძოდ, საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების სექტორებში. აღნიშნული მიზანი მიღწეული იქნება სურსათის უვნებლობის/ხარისხის, ინოვაციებისა და წარმოების მეთოდების გაუმჯობესების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.
აღნიშნული პროექტით შესაძლებელი იქნება ზემოთ აღწერილი მიზნების მიღწევა, რომელიც განხორციელდება უფრო ინტენსიური, მოგებაზე ორიენტირებული წარმოებისა და საბაზრო ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების გზით. გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის აღიარებული სტანდარტების შემოღებითა და მეცხოველეობის პირველად წარმოებაში (მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის წარმოება)პროდუქტიულობის გაზრდაზე ორიენტირებული ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვა მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიის ხელშეწყობის გზით.
2.თანადაფინანსების გაცემის მიზანი მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორებში, პროდუქტიულობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროექტი თანადაფინანსების კომპონენტის საშუალებით შესაძლებლობას აძლევს მომსახურების და საწარმოო საშუალებების მწარმოებლებს/მიმწოდებლებს გააფართოვონ თავიანთი წვდომა ხორცისა და რძის მწარმოებელ ფერმერებზე/გადამამუშავებლებზე, მათი ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით. კონკურსში მონაწილეობაზე უფლებამოსილნი არიან ის საწარმოები/ორგანიზაციები, რომლებიც შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩართულნი არიან გარემოს დაცვით პრინციპებით გათვალისწინებით ფერმერულ წარმოებასთან და შესაბამისი რძის და ხორცის პროდუქტების გადამუშავებასთან. ეს კომპანიები/ორგანიზაციები, ასევე შეიძლება ჩართულნი იყვნენ შემდეგ აქტივობებში:
•ვეტერინალური მომსახურების მიწოდება
•ვეტ-პრეპარატებისა და სხვადასხვა ინვენტარის მიწოდება
•საკვებმწარმოებლები ან შესაბამის გაყიდვებში მომუშავე საწარმოები.
პროექტი: „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL)
განყოფილება: kategoria 0 / ბიზნესი
გადასვლები: 927