ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,კაცმა უნდა ივარგოს ბაბუა, სენთი მუუძებნოს ცხოვრებას, მიხედოს თავის თავს და თავის ოჯახსაც~

,,კაცმა უნდა ივარგოს ბაბუა, სენთი მუუძებნოს ცხოვრებას, მიხედოს თავის თავს და თავის ოჯახსაც~
15-11-2021, 11:55

გენო ვარ მათითაიშვილი, ოთხმო­სდ­აცხრაი წელი შევასრულე გუშ­ინ, მომილოცა ყველამ, ბადიშები იყო ჩამოსული. მამა გიორგი მათ­ითაიშვილი იყო, დედა გოგუაძე რის­იმე აცანიდან. ბებია ჩხაიძის ქალი იყო, იგიც აცანიდან, გაბრიელ გოგუაძე იყო ბაბუაი ნენაის მამა. ყველა მშრომელი და გლეხი ხალხი, გასაბჭოებამდე კერძო მუშ­აობას ეწეოდენ, გაღმა ვიდექით აი აქანაი ჯაყელებიდან ვიყიდეთ მერე. ჯაყელები არ შევიდენ კოლექ­ტ­ივში არც თავდგირიძნები, დათუნა­იშვილი არცეთი არ შევიდა კოლექტივში, წოდებიანი ხალხი იყო მაგინი. სუფსის პირებზე საყანეები ყველა ჩვენია, აკეთისაა. თე­ლი აკეთი კერამიკის კეთებით ვიყ­აით დაკავებული. ამ სოფლის სახელიც კეთებიდან მოდის. მათით­აშვილები, ქურიძნები, ხუხუნ­აიშ­ვილები, სალუქვაძნები, მორჩილ­აძნები, ღლონტები, ზეით ქანთარ­იები ცხოვრობს აკეთში. ჩვენს ეზ­ოში ითხრებოდა ალიზა, ზოგს შორიდან უნდა მიეტანა ურმით ჩვენ შინ გვქონდა. დოქი, ჯამი, ჩაფი, ქოთანი, ჭურჭელი ესეიგი და რაც მთავარი იყო კრამიტი მზადდებოდა თითქმის ყველა ოჯახში.
იმ დროს გურიაში სახლი იხუ­რებოდა ისლით ან ყავარაით, ისლი ჭონჭყოში იცოდა და ვჭრიდით, ყავარს თავსურებიდან ანდა ზოტიდან ჩამეიტანდენ. კრამიტით დახურული სახლი იყო იშვიათი და თუ კი ვინმეს ედგა ამფერი სახლი ითლებოდა მდიდარ კაცათ, ოჯახათ. ჩემი დიდი ბაბუა, იმის მამა, ჩემი მამა და ბოლოს მე ყველაი ვჭრ­იდით და ვწუავდით კრამიტს. ალ­იზას ევიღებდით გამარტებიდან გვ­იან შემოდგომამდე. მიწას მოვზე­ლდით ფეხით, ზოგი ცხენით ზე­ლდა სატრიალებელი ქონდა მოწ­ყობილი. სილას ვურევდით, სხვა­ფერ ფიცხი იქნებოდა და გასკტებოდა, ურმით მევიტანდით სუფსისპირიდან. დაზგაზე ჩავაზელდით, ქობინას უძახოდით, მოღუნულათ მუალამაზებდით, თაროებზე დავაწ­ყობდით და შევაშრობდით, გათე­თრთებოდა. მგვალი ქურა გვედგა, პირი ამიეხოვოდა, სამი დღეი და ღამე უნდა გერთო შეშა, სამი დღის თავზე შუუჭიტინებდით და ხაზი­რიაო იტყოდა მამაი. შეშა მოგვქ­ონდა ურმებით ჟენაურიდან, წიფ­ელა წყავისტოდან, სუფის ფონი იყო ჯიხური და ნაგომარში მელაურში. აი სუფსა მაშინ დიდი იყო, ახლა დაშრა და დიელია სუ­ლი კი ხედავთ, ყველაგან ურმით კვერ გახვიდოდი ზეთ ფონი უნდოდა. ხიდე ფეხით გასავალი იყო თვარა ისე ნავი იყო და მენავე, კაპეიკები ღირდა. ბორანი ქონდა ძიმითს, ურემსაც გეიყვანდა და გამეიყვანდა იმფერი. წყალი შეგუ­ბული ქონდენ. კრამიტი იყიდებოდა ადგილზე, მევიდოდენ ურმებით შემოქმედიდან, ლიხაურიდან, ვაკიჯვარიდან, აქით ლანჩხუთის, ჩოხა­ტაურის სოფლებიდან, გაგირიგდებოდენ, სახს ვხურავო იტყოდენ, ამდენი და ამდენი მჭირიაო და წეიღებდენ, კაღამ ორი მანათი ღირდა ერთი ფთაი კრამიტი, იაფი ნამდბვილათ არ ღირდა, ვინ მოგ­ცემდა ეფათ. ჭურჭელს ნაგომარში კვირადღეობა და ხანდახან პარა­სკევობა იცოდენ და იქინე ვყი­დდით, ურემზე დააფენდენ გვიმბრას და თიბას, ააწყობდენ, წეიღებდენ ფთხილათ ნელათაი და გაყიდდენ, ხიდისთავში, ჩოხატაურში, ოზურ­გეთშიც წეიღებდენ ხან.
მეკრამიტობა გაგძელდა 1947, 1950 წლებამდე. მერე შემევიდა შიფერი იი, აი, ათასი რაცხა საშვალება, არ გვიშობდენ, არ გვა­ძლევდენ უფლებას, არ გვანებებდენ, კოლექტივში უნდა გვემუშავა. წევიდა ჩაის და ციტრუსის გაშენება, კრამიტის ქარხანა ააშენა თავრ­ობამ და აწარმოებდენ კრამიტს თვითან.
მამა გლეხი იყო მარა ინტერესიანი და განათლებული, მიხაკო ღლონტი იყო აგერ იგიც ისე და მეგობრობდენ, ჩვენც ვმეგობრობდით მიხაკოის შვილებთან. ჩემი ძმაი ნიჭიერი იყო და მიხაკოის შვილ­თან ერთად დაამთავრა ოზრუგეთში ათწლედი. მასწავლებელმა უთხრა მიხაკოს და მამას, ასწავლეთ ამ ბაღნებს, ნიჭიერები არიენ და ნუ დაკარქავთო. დიმიტრი მგელაძე, ჩვენი თანასოფლელი მიხაკოის და მამაის მეგობარი იყო ბაღნობი­სდროინდელი, პროფესორი იყო უნ­ივ­ერსიტეტში თფილიში, იალტაში ასწავლა იმან მის შვილებს, კავ­შირგამბულობის მინისტრათ იყო ნამუშიერი. შუუწყო იმან ხელი მამას, მიხაკოს და მოაწყო აი ბაღნები ლენინგრადში კავში­რგა­მბულობის სასწავლებელში. ლენი­ნგრადში კარა თბილიში ვერ მივიდოდა ხალხი მაშინ იმფერი დროი იყო, ფეხსაცმელი არ გვეცუა წესიერათ წუღით ვიარებოდით. იმან გუუპირდა, შეასახელა და ასე გუუშუეს აი ბაღნები დიდი გაჭ­ივრებით, გაბედეს მოკლეთ ერთი სიტყვით და გუუშუეს, გაატანეს რაცხა საშუალება ქონდენ. უბე­დური დროი იყო, ხარი და ურემი წეიყვანა კოლექტივმა, ძროხა წეიყვანა კოლექტივმა, ახალ ჩამო­ყალიბებულია და შენდება ახალი ცხოვრება. 
მევიდოდა დეპეშა, დამელია მამა ფული.. შეიქნებოდა ამბავი, ეტყოდა დედა გეიქეცი ლევან საცხა იშონე ბაღანაიზა გასაგზანათ ფულიო, სთხუე ვინცხასო. კი გეიქეცი მარა სა გეიქცევი ვისააქ? კრამიტის კეთებას ჩუმათაი კიდომ ვეწეოდით მაშინ, მარა ასე შენ გემოზე ამ კრამიტს კვერ გაყიდდი. კი გით­ხარით ურემი აღარ გვაქ წეიყვანა კოლექტივმა. ჯაყელებს ყავდა ჯე­რემ კიდომ ხარები, იგინი ინდი­ვიდათ არიენ და შესთავაზა მიხაკო ჯაყელმა მამას, მოგცემ ხრებს, წეიყვანე, წეიღე კრამიტი, გაყიდე და ბაღანას ფული გუუგზანოთო. მახსოვს სანაფთიე მე მეჭირა, ვუნ­ათებდი, დაჭვირთეს, ააწყვეს. ჩეი­ტანა მამამ ამ ნათხუარი ხარებით აი კრამიტი ოზურგეთში, გამუუხსნა ხარებს, ისთის არიკაცი არ ჩანა, ღამდება ვერ გაყიდა.
მოაწყო აი ბაღნები ლენინგრ­ადში კავშირგამბულობის სასწავ­ლე­ბელში. ლენინგრადში კარა თბი­ლიში ვერ მივიდოდა ხალხი მაშინ იმფერი დროი იყო, ფეხსაცმელი არ გვეცუა წესიერათ წუღით ვიარ­ებოდით. იმან გუუპირდა, შეასა­ხელა და ასე გუუშუეს აი ბაღნები დიდი გაჭივრებით, გაბედეს მოკ­ლეთ ერთი სიტყვით და გუუშუეს, გაატანეს რაცხა საშუალება ქონდენ. უბედური დროი იყო, ხარი და ურემი წეიყვანა კოლექტივმა, ძრ­ოხა წეიყვანა კოლექტივმა, ახალ ჩამოყალიბებულია და შენდება ახალი ცხოვრება. მევიდოდა დეპ­ეშა, დამელია მამა ფული.. შეიქ­ნებოდა ამბავი, ეტყოდა დედა გეი­ქეცი ლევან საცხა იშონე ბაღა­ნაიზა გასაგზანათ ფულიო, სთხუე ვინცხასო. კი გეიქეცი მარა სა გე­იქცევი ვისააქ? კრამიტის კეთებას ჩუმათაი კიდომ ვეწეოდით მაშინ, მარა ასე შენ გემოზე ამ კრამიტს კვერ გაყიდდი. კი გითხარით ურ­ემი აღარ გვაქ წეიყვანა კოლექტივმა. ჯაყელებს ყავდა ჯერემ კიდომ ხარები, იგინი ინდივიდათ არიენ და შესთავაზა მიხაკო ჯაყელმა მამას, მოგცემ ხრებს, წეიყვანე, წეიღე კრამიტი, გაყიდე და ბაღანას ფული გუუგზანოთო. მახსოვს სანაფთიე მე მეჭირა, ვუნათებდი, დაჭვირთეს, ააწყვეს. ჩეიტანა მამამ ამ ნათხუარი ხარ­ებით აი კრამიტი ოზურგეთში, გამ­უუხსნა ხარებს, ისთის არიკაცი არ ჩანა, ღამდება ვერ გაყიდა. 
რაღაქნას ახლა? მევიდა ვინცხა აჭარელი ქაქუთიდან, უთხრა თუ ჩამიტან ქაქუთში ვიყიდიო. აქიდან ოზურგეთამდე რომ გზაია ერთი იმდენია ოზურგეთიდან ქაქუთამდე კიდომ. რაექნა, წუუღო აი კრამიტი ამ აჭარელს. დუუღამდა, წამევიდა დაათენდა გზაში, მშიერს ხომ ვერ მუუყვანდა მიხაკოს ხარებს, აბალახო გააძღო უნდა საყოლი და მესამე დღეს დილას მუუყვანა, სცხვენია, კტება ერ სიკვტილს ერთი დღეი ვსთხუე და სამი დღეი გამომივიდაო, მარა რაქნას. მიხაკოს უთქუამს ნუ დარდოფ თუ კაცი ხარო, მთავარი იგია რომე გაგ­იყიდია და ბაღანას ფულს გუუგ­ზანითო, მე აფერი არ მიჭირს, არ მოვკტებიო. ააა ასე ჯახირობით, ძვილა დაამთავრებიეს ჩემ ძმას სასწავლეელი, მაგიორში კავშირგა­მბულობაში პენსიაზე გასლამდე მთავარი ინჟინერი იყო და კაი ცხოვრება ქონდა სულ.
მე ნაბოლარაი ვიყაი, კავშირგა­მბულობა არ მაინტერესებდა. დეპუტატი იყო სარიშვილი აგერ ჩვენ­თან, იმან გამიპირდა და სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი დავამთ­ავრე, ჯერემ ინსტრუქტორათ, მერე ლანჩხუთის მეურნეობაში ოცდარვაი წელი აგრანომათ, მერე ჩაის ფაბრიკების გაერთიანებაში, მერე მეცხოველეობის სანაშენე ფერმა გვქონდა ველის წითელი გვყავდა რიონის პირას და იქინე, მერე აგერ აკეთში ბრიგადირობა მომიწია და ასე კაღამ ორმოსდაათი წელი ვიმუშავე.
მამაჩემი ინტერესიანი იყო, გუ­უნათლეელი რძალი არ უნდოდა, რეთ ვინცხასან დავბოდიალობდი მარა არ ქნა, არ შემოგაშობიეფ ეზოშიო მიჩიოდა, დავწუავ ყორფელსო, დაწუავდა კიდოვაც ვიცოდი. გუუნათლებელ ქალს არ მოგაყვანიეფო და გამირიგეს აგერ ესოფი ღლონტის ქალი, მიმინწყტიეს კუთხეში და მომაყვანიეს მასწავლებელი იყო ჩემი ცოლი. აი ოდასახლი, ეზო, ყორიფელი მან დატია მოწყობილი, მომიკტა, დავ­რჩი თქლათ მარტუა. არ ვარ უკმა­ყ­ოფილო, კაი შვილები და შვილი­შვილები მყავს, სანიმუშე მყავს ყველაი. წამოი თფილიშიო მიჩივიენ, მივალ მარა ვერ ვისთი, შინ მირ­ჩონია. ვენახი მაქ, ჩემდენ ციტრუსს კაცი ვერ აბარებს აქანაი, ბახჩა მაქ, ყანა მაქ, საყოლი მყავს.
სადარდებელი ბევრი, ბევრი. ყველა მივა და უკან მოსული და დაბრუნებული კაცი არ მინახავს ჯერემ. სოფელს დიეკარქა იერი, დევიქეცით. დარჩენილს ვუჩივი აგერ, რაშობი ბიჯო ყანას რეიზა არ თესავ მეთქი, ყანა თვარ გექნება ქათამი არ გეყოლება, ძროხა არ გეყოლება, ღორს რომ ვერ გაზდი აია საქმე? ვიზამ რაცხასო, რას იზამ რაია აი რაცხა? წავა წაბოდიალდება, მუა და დახთება ოჯახი დაქცეული, ოჯახი სახლი ხომ არაა მარტუა? ქალი გაშობილი საცხა თურქეთში, კაცი საცხა გად­ავარდნილი დასაკარქავში, ბაღნები დაყრილი ბებიაბთან აია ცხოვრება და აია საქმე? ამფერ ნაშონ ფულს ფული ქვია და ამფერ ცხოვრებას ცხოვრება ქვია? ამფერი გაგონილა? გადვირიე კაცი, ნამდვილათ გადვირიე მგონია.
სულ არ იყო აფერი, კაცი რომ ავათ გახთებოდა წევიდოდით სუ­რებში მოვკონავდით თოლს, მევი­ტანდით ვადობდით შუბზე და ვუთ­ევდით ღამეს..
კაცი რომ მოკტებოდა ტირილში პური თუ იყო მდიდრულათ გავა­სვენეთო იტყოდენ. ქორწილში სამკ­ედლავი, საშალი გამეიღეს იმხელა ქორწილი იყოო იტყოდენ, წარმეიდგინე ახლა ამას ეთქუა დიდი ქორწილი ორმოცი სული თუ დაჯდებოდა, კი ვიყაით აგერ, არსან არ გავქცეულვართ , ვშრ­ომობდით რაფერც შეგვეძლო და ღირსებით, ერთიმორეს სიყვარუ­ლით, გატანით, პტივცემით ვცხო­ვრობდით.
ხომ წამხთარი დროა ახლა, მოხუცი და დაგლახებული არ ვიყო თვარა ვივარგებდი ახლაც. კი შემეძლოს თვარა, ავდგებოდი და გევინკლოვდი მშვენიერათ, ამ ბოლოს ბეურს ვფიქროფ, იმ კრამიტის საქმეს ავაწყობდი ისოუვლე. რეთი რამე გამეიგონეს და კერამიკა ვეფერმა ვერ შესცვალა, დღესაც ძვირია კრამიტი და იი მარსელიე რომ გამეიგონეს მითუმეტეს. 
კაცმა უნდა ივარგოს ბაბუა, სენთი მუუძებნოს ცხოვრებას მიხედოს თავის თავს და თავის ოჯახსაც. სამე გაქცევა არაა საშველი, ასე მგონია. ეჰჰ რაღა ვიცი, მოვხუცთი ამასობაში.
 გენო მათითაიშვილი
89 წლის. გურია, ლანჩხუთი, სოფელი აკეთი.
გარდენია შევარდნაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 902
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა