ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პროექტი „ჭადრაკი ყველგან” და მისი აქტივობები

16-06-2021, 13:22

,,ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბი, დაარსდა 18/02/2019 .დამფუძნებელი თენგიზ ხუხუნაიშვილი. მისი მიზანი გახლავთ რეგიონში ჭადრაკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა, თანამედროვე ხედვების და პროექტების განხორციელება.
ამასთან ერთად ვახორციელებთ საქველმოქმედო აქტივობებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 35 სოციალურად დაუცველ  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშებს გადავეცით წიგნები და ტკბილეული(კომპანია,, ბარამბოსთა’’ ნთანამშრომლობით) იგეგმება კიდევ 33 ბავშვის დახმარება. ჩვენი უმთავრესი მიზანი გახლავთ, ხელი შევუწყოთ ბავშვების განათლებას და მათ გავაცნოთ ამ სპორტის სახეობის დადებითი თვისებები.
პროექტ „ჭადრაკი ყველგან“ ფარგლებში ,სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრ ,, იავნანაში’’ სრულიად უსასყიდლოდ დავიწყეთ ჭადრაკის სწავლება, ბავშებს ძალიან მოეწონათ და სწრაფად აითვისეს. კეთილი ადამიანების დახმარებით მათ საჩუქრად გადავეცით ჰუდები, ჭადრაკის დაფა და საჭადრაკო ლიტერატუტა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოვაწყვეთ შეხვედრა ხალხთან და გავმართეთ დისკუსია თემაზე „ჭადრაკის როლი მოზარდის განვითარებაში“. სისტემატიურად ვატარებთ საერთაშორისო ტურნირებს ,რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ,როგორც საქართველოს ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ძლიერი მოჭადრაკეები.
და ყველაზე მთავარი ჩვენი კლუბი მონაწილეობს მსოფლიო ლიგაზე. კლუბმა როგორც დებიუტანტმა დაიწყო მე-19 ლიგიდან თუმცა გააგრძელა შთამბეჭდავი სვლა და ახლა იმყოფება მე-4 ლიგაში . გუნდს ხელმძღავნელობს იაკობ თარაევი.
ჩვენ მრავალი ტურნირი ჩავატარეთ ,რომელიც მივუძღვენით ჩვენს გენიალურ ქართველ მოჭადრაკეებს. კლუბის მუშაობა შეუმჩნეველი არ არის ქართველი და უცხოელი ჭადრაკის მოყვარულთათვის. განსაკუთრებული სიხარული მოუტანა კლუბის წევრებს, მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის (FIDE) ვიცე პრეზიდენტის ბატონი აკაკი იაშვილის ყურადღებამ, რომელმაც ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის გაწეულ ჩვენ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა და კლუბი დააჯილდოვა ტექნიკური საშვალებებით. მუდამ ვგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი გიორგი გიორგაძის ყურადღებას და დახმარებას.ამაღელვებელია ქალბატონ ნანა იოსელიანის, მსოფლიოს ორგზის ვიცე ჩემპიონისა და  ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულის  შეფასება: ,,...დიდი ყურადღებით გადევნებთ თვალს და აღფრთოვანებული ვარ თქვენი ძალისხმევით ჭადრაკის პოპულარიზაციის საქმეში.ძალიან მოკლე დროში შექმენით უკვე ცნობილი ბრენდი ,,ჩჰესს ცლუბ Lანცჰკჰუტი’’.მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა და დიდი წარმატებები გისურვოთ.” კლუბთან თანამშრომლობს მრავალი ქართველი თუ უცხოელი ჭადრაკის მოყვარული. მათ შორისაა ბატონი რეჯებ ჟორდანია.არიან აგრეთვე ინდოელი, გერმანელი,რუსი.და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები. ბატონი ლადო ლუკავა ბათუმიდან . ,,აღფრთოვანებული ვარ ამ კლუბით და საერთოდ ლანჩხუთის საზოგადოებით!!! ყველას უყვარს და პატივს სცემენ ამ ლამაზ სპორტის სახეობას... ნეტავ ყველა რაიონი ასეთი მონდომებული იყოს ჭადრაკის წარმატებისკენ.... ასეთ მონდომებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდება ყველასგან გვერდით დგომა.“
ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბი აქტიურად თანამშრომლობს ლანჩხუთის სპოტრული ცენტრის,, ჭადრაკის სახლთან’’. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ლანჩხუთელ მწვრთნელებს, მათ შორს მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისითაც. გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, რომლებსაც მალე განვახორციელებთ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 007
FACEBOOK კომენტარები