ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

1200 ლარიან დახმარებაზე განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება

1200 ლარიან დახმარებაზე განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება
15-01-2021, 16:42

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების თაობაზე განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს დახმარება მოიცავს 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში.

პრემიერმა ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, შესაბამისი განაცხადი დროულად გაკეთონ.

“მოგეხსენებათ, რომ ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. მოგეხსენებათ, რომ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ, ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. ეს განაცხადები გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 ათასი ასეთი განაცხადი“,-განაცხადა გახარიამ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 933
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა