ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2-01-2021, 17:44

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 42, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 7, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 28, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 142 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 2 338, იმერეთში – 3 173.

განყოფილება: ---
გადასვლები: 608
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა