ცნობილი სახეები ერთი მოთხოვნით ერთი მანიფესტის გარშემო – მხატვრები, მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, ექიმები, ჟურნალისტები, მეცნიერები, დიპლომატები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი პირები ვილნიუსის სკვერში შეურიგებლობის მანიფესტს აწერენ ხელს და ამ ფორმით არჩევნების გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებენ.“როდესაც მოვიდნენ კომუნისტების დასაკავებლად, მე ჩუმად ვიყავი იმიტომ, რომ მე კომუნისტი არ ვიყავი; როდესაც აკავებდნენ პროფკავშირებს, მე ხმას არ ვიღებდი იმიტომ, რომ მე პროფკავშირის წევრი არ ვიყავი; როდესაც მოვიდნენ ჩემს დასაკავებლად უკვე აღარავინ არ იყო, რომ ხმა ამოეღო – აი ეს არის ჩემი მთავარი ლოზუნგი,” – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც გასულ წელს ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა და უმძიმესი დღეები გადაიტანა.“ჩვენი ვალია დავიბრუნოთ სახელმწიფო მანამ, სანამ გვიან არ არის. ალბათ 30 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევების წინაშე ვართ იმიტომ, რომ საქართველოს გარშემო იკვრება რუსული კულფი და ეს ახლა ისე საგრძნობია როგორც არასდროს ბოლო 10 წლის განმავლობაში,” – განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, თითოეული მოქალაქის ბრძოლაა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სტაბილურად და დემოკრატიულად უნდა განვითარდეს“, – აღნიშნა ილიაუნის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ.„ჩვენ ვერ შევეგუებით ამ სახელმწიფოს დასრულებას, ვერ შევეგუებით, რომ ცესკომ მოიპაროს არჩევნევბი, ვერ შევეგუებით და ამას გამოვხატავთ ყველა კანონიერი გზით“, – ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი.
შეურიგებლობის მანიფესტზე ხელმოწერების პროცესი დღეს, 14:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მასზე საკუთარი აზრის დაფიქსირება ხელის მოწერით საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხელახალი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
წყარო: newposts.ge
ცნობილი სახეები ერთი მოთხოვნით ერთი მანიფესტის გარშემო
განყოფილება: ---
გადასვლები: 812