ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ილია მეორე: ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა

30-10-2020, 22:45

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, სადაც მოქალქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ამასთან, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა.„საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს.
შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი“, – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

განყოფილება: ---
გადასვლები: 755
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა