ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პრობლემა ძალიან ბევრია, თუმცა ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება

18-08-2020, 10:28

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ შეფასება დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.
ნათია თურნავას განცხადება უკავშირდება “Fitch”-ის  მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – “BB” დონეზე დარჩა.
“საიმედო ნიშნები არის ეკონომიკის გამოცოცხლების. მართალია პრობლემა ძალიან ბევრია, თუმცა ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება “Fitch”-ის გადაწყვეტილება, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა ჩვენ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინვესტორებიც სწორედ ასე აფასებენ, მათ შორის უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები. საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ანტიპანდემიურიეფექტური ღონისძიების გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, “Fitch”-მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა. მათ შორის სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ის, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის და ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 894
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა