დონალდ ტრამპი აშშ-ში სოცქსელის TikTok-ის აკრძალვით იმუქრება. ამერიკის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა პროპაგანდას ეწევა და მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს.
ამავდროულად, ახალი ამბების სააგენტო Bloomberg წერს, რომ რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანია ერთდროულად აპირებს TikTok– ში წილის შეძენას.
ბოლო მონაცემებით, სოციალურ ქსელს უკვე 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. იგი გამოიყენება 150 ქვეყანაში.
ცნობისათვის, აპლიკაცია ინდოეთში უკვე აკრძალულია, აკრძალვას გეგმავს იაპონიაც.
დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვით იმუქრება

განყოფილება: ---
გადასვლები: 782