ისეც ყოფილა, რომ ესა თუ ის ხელისუფალი რაიმეს დაიჩემებს და შემდეგ ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდება. ყველაზე გავრცელებული ბოლო წლების მანძილზე დაპირებებია. ეს ტრადიცია იმდენად გამჯდარია ქართველი პოლიტიკოსების სისხლსა და გონებაში, რომ ყოველდღიურად გვესმის, ის რაც წინდაწინ განწირულია შეუსრულებლობისთვის. მართალია, ყველა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაპირებს არა თუ ასრულებს, არამედ იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე დაგვპირდა, მაგრამ რეალობაა ისაა, რომ ქართველთა უმეტესობა ისევ სოციალურ შემწეობას იღებს, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ისიც ამ კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ მთავრობა მისთვის შემწეობას არ იმეტებს. ამ ტრადიციების ფონზე გამორჩეული წინა ხელისუფლების დროს გახლდათ ძეგლების გადაადგილება. თითქმის ყველა ქალაქში მოხდა ძეგლებისთვის ადგილმებარეობის შეცვლა. თბილისის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო ივერიას~ შენობის მიმდებარედ არსებული დავით აღმაშენებლის ძეგლი დიღომში, დედაქალაქის შესასვლელთან ახლოს პროტესტის ფონზე გადაიტანეს. აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ამ სფეროში მიშას ხელისუფლების ეპოქაი ერთგვრაი პირველი მერცხალი იყო. ხუმრობდნენ კიდეც, _ ვინაც მოიგო დიდგორი, ის უნდა იდგეს დიღომშიო. სააკაშვილის ხელისუფლების მიწურულს ლანჩხუთელმა გადარეულმა გურულმაც განიცადა რყევა. გვაინ ღამით გურულებისთვის ერთ–ერთი საყვარელი ძეგლი კვარცხლბეკიდან ჩამოიღეს და აგრარული ბაზრის ტერიტორიასთან ახლოს მიუჩინეს ადგილი. კარგა ხანს იყო წამოწოლილი~ ჩვენი გურული რკინიგზის სადგურთან და იყო დაპირება, რომ იქვე ახალი მშენებლობელი მოხდებოდა ტერიტორიის კეთილმოწყობით და ჩვენი გურულიც იქაურობას დაამშვენებდა. რკინიგზის სადგური აქვეა, ბევრი ადამიანი ჩამოდის ლანჩხუთში და ეს ადგილი ერთგვარი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ჩვენი ქალაქის და ძეგლის აქ დგომაც უფრო უპრიანიაო~ _ ასეთი იყო მაშინ ოფიციოზის პოზიცია. მოხდა ისე, რომ გურულს ხელისუფლებს შეცვლამ უშველა და ძველ ადგილას დააბრუნეს. ნაცმოძრაობის~ ოცნებით~ ჩანაცვლებამ ის გამოიწვია, რომ ძეგლების აქეთ–იქით სიარული თანაც ღამ–ღამობით დასრულდა. თუმც, ბიუსტების და მათი მსგავსების დაზიანება და ჩამონგრევა სხვა ფაზაში შევიდა. ამის ნათელი მაგალითი ლანჩხუთში მდებარე სტალინის ბიუსტია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე იქნა დაზიანებული. დაისვენა ძეგლებმა, მაგრამ ახალი თავსატეხი გაუჩნდათ ხეებს. ეს უკვე ახალი ხელისუფლების ახალ ახირებად ჩაითვალა. მართალია, შავ ზღვაში მოცურავე ტიტამ გინესის რეკორდების წიგნშიც მოიხვედრა თავი, მაგრამ მისი მოგზაურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვლმა ხელისუფლების საათავეები დათმო და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა. მართალია, დედამიწის ზურგზე ყველაზე მდიდარი ქართველი ხელისუფლებიდან წავიდა, მაგრამ პოლიტიკურ სცენას არ დამშვიდობებია და დიდი როლიც ითამაშა ოცნების~ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებაში. ვისაც ბოლო ხანებში ბათუმისკენ მოწევია მგზავრობა ციხისძირიდან ბუკნარამდე სპეციალურად გაყვანილ გზებსაც შემაჩნევდა და იმასაც, რომ რამდენიმე ხე კარგად არის შემოღობილი და ემზადება მოგზაურობისკენ, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში დასრულდება. ხეების სიდიდე აშკარად თვალშისაცემია, ამიტომ სარკინიგზო მაგისტრალის გადაკვეთითას ელექტროსადენების ჩახსნა გახდა საჭირო, რათა მათი გადაადგილება მომხდარიყო. შესაბამისად, რამდენიმე ხნის განმავლობაში რკინიგზის გარკვეული მონაკვეთი ელექტროენერგიის გარეშე გახლდათ დარჩენილი. ცალკე თემაა დაკეტილი ცენტრალური საავტომობილო გზა და შესაბამისად მანქანების გრძელი რიგი და უკმაყოფილო მგზავრები. „ადრე თუ სამი ხის გარადგვა იყო დაგეგმილი, ახლა ორჯერ და სამჯერ მეტი ხე მიაქვს ივანიშვილს. ეს წინასაარჩევნო დაპირებებში არ იყო, თუმცა ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ ლარის გამყარების სანაცვლოდ, ის მოთხრიდა და გადარგავდა ხეს, ხალხი კი ამით იქნებოდა ბედნიერი. ივანიშვილი განაგრძობს ხეების გადარგვას, მოსახლეობა კი ისევ რთულ სოციალურ მდგომარეობაშია. ვაპროტესტებთ ხეების გარადგვას და სხვადასხვა სახის აქციას ვგეგმავთ“, _ აცხადებენ ფაქტით შეწუხებულები. პირველ ხე, რომელიც ზღვაში მოცურავე ტიტას ციხისძირიდან შეუერთდა მაგნოლია გახლავთ. მოსახლეობა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებსაც იხსენებს, როცა ტიტას გადატანილს დროს ის მოწინააღმდეგეებთან გამოჩნდა. მაშინ მილიარდელს უთქვამს: ეს ხეები იმიტომ გადამაქვს, რომ გურიაში ჭაოები დაშრესო. ციხისძირის და ბუკნარის მოსახლეობა იმ ფაქტსაც მიუთიტებს, რომ ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირებისათვის გზის პირას არსებული ხეების საეჭვოდ შეალამაზეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ხეები გზაზე არ ეტეოდა და საჭირო გახდა ხეების გადაბელვაო. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში (სწორედ მას ეკუთვნის აღნიშნული სოფლები). მათი მტკიცებით _ ხეების გადაბელვა ზამთარში ყოველწლიურად ხდება და აქ ივანიშვილის ხეების გადატანა არაფერს შუაშიაო. თუმცა მოსახლეობა მიუთითებს, გასულ წელსაც იყო ზამთარი, მაგრამ ხეების განახლება არ მომხდარაო. მძღოლების ნაწილი თვლის, რომ გზაზე არსებული ხეების გადაბელვა ცუდი არ არის. გზაზე ცვიოდა უზარმაზარი ტოტები და საშიშროებას წარმოადგენდა. ამიტომ კარგია ის, რასაც აკეთებენ. ივანიშვილის ხეების მიმართ სიყვარულმა გურიაშიც ჩამოაღწია. რამდენიმე ხნის წინ ოზურგეთში, სოფელ მერიაში მდებარე ბაობამის ხეში მილიარდელმა 45 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა და შეკვეთილისკენ მიმავალ გზას გაუყენა. 70 _ დაახლოებით ამდენი ხე განთავსდება შეკვეთილში მდებარე პარკში. ისინი იშვიათი ჯიშის უნდა იყოს და წლოვანების სიმრავლით გამორჩეული. ყოფილი პრემიერს აჭარაში უკვე შერჩეული აქვს ხეების ნაწილი. ერთ–ერთი სუროებით კარგად შემოვლებილი ხე გახლავთ. როგორც ამბობენ, ივანიშვილის შაშვზე ნადირობა უყვარს. ზამთარში სუროიან ხეს შავშვი კარგად ეტანება და ამიტომაც მოხდა მისი შერცევა, თორემ ისე რაიმე განსაკუთრებულიამ ხეში არაფერიაო. გავრცელებული ცნობით ივანიშვილის კუთვნილი შეიძლება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე ორი ხე გახდეს. როგორც ამბობენ, ყოფილი პრემიერს თავადაც მოუნახულებია აღნიშნული ხეები და ძალიან მოსწონებია. როდის დაიძვრება ჩიბათიდან შეკვეთილისკენ ხით დატვირთული მძიმე ტექნიკა უცნობია. ასეა, ხან ძეგლებიე ეუბნებოდნენ გამარჯობას~ ერთმანეთს, ხან ხეები ეუბნებიან. როცა ბუნებისდმაცველებებმა თქვეს, ეს არ შეიძლებაო. პასუხი ოფიციოზმა ასეთი გამოაცხო: იქ უფრო კარგი პირობებია ხეების შემდგომი განვითარებისთვის, ვიდრე იქ, სადაც ეს ხეები დღეისათვის დგასო. ასეა, იმ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის ნაწილი უცხოეთშია გახიზნული, ნაწილი კი შიშობს, რამე არ შემატოს ოჯახს, რათა შემდეგ სოციალური დახმარება არ მოუხსნან, კარგად ხდება პროლმეების გადაფარვა. ადრე ძეგლებს დაახრიგინებდნენ ნოდარ დუმბაძის ერთი ნაწარმოების პერსონაჟის, ქიშვარდი თავმდჯომარის სახლივით, ახლა კიდევ ხეებს დაატარებენ, ცუდ ჰაერს ნაგერიდოს, სხვაგან უკეთ განვითარდებაო. ამასობაში კი ყველა დღეს ერთსა და იგივეს გაიგე; _ დაბინძურებული გარემო და სიმსივნით დაავადებული ადამანების გაზრდილი რიცხვი.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0



