ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ჰო და არას“

,,ჰო და არას“
19-10-2022, 11:24

 ოცდასამი წლის გამხდარხარ,
 შენ ჩემო ,,ჰო და არაო“,
 როდის გავიდა ეს წლები 
 და როგორ გაიპარაო.
 ამ ხნის მანძილზე შენ ებრძვი
 ყველა მანკიერ მხარესა,
 ყველა მილეულ თვესა და
 ყველა პირსავსე მთვარესა.
 სიმართლისათვის გინთია
 ჩაუქრობელი ლამპარი,
 ყველა სოფელში შენ მიგაქვს
 ძველი-ახალი ამბავი.
 შენ მრავალს გული მოფხანე,
 მრავალს დაწყვიტე გულია,
 შენი მართალი სიტყვისთვის
 ტაშს გიკრავს მთელი გურია.
 ბევრი აქე და ადიდე
 და მოურჩინე იარაო,
 გულზე მალამოდ გვედები
 შენ ჩვენო ,,ჰო და არაო“.
 ქვეყნის შენების საქმეში
 შენ შეგაქვს დიდი წვლილია,
 მიყვარხარ ჩემო გაზეთო
 როგორაც მკვიდრი შვილია.
 ოცდასამ წლისთავს გილოცავ,
 დღე არ გქონოდეს ავია,
 უფალმა აგაღნიშნინოს
 წელი ასოცდა სამია!!!

         დიმიტრი ბერიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 392
FACEBOOK კომენტარები