16 დეკემბერს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც მერის წინადადების საფუძველზე გაიმართა, ურთიერთდაპირისპირების საგანი სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების გადახურვის თემა გახდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ წინაასაარჩევნოდ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის გადახურვისათვის გაწეული დახმარება (თუნუქის ფურცლების გამოყოფა) პოლიტიკური ვაჭრობის საგანი იყო, რადგან დაზარალებულთა შერჩევა მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რასაც უმრვლესობა კატეგორიულად უარყოფდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი ერთი საკითხისგან შედგებოდა. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N21 დადგენილებაში აღნიშნული ცვლილება საკრებულოს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააცნო.
,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის N33 განკარგულებაში საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 10 ნოემბრის N1985 განკარგულებით შესული ცვლილებით ლანჩხუთის მუნიციპლიტეტს სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით დამატებით გამოეყო 85 0000. აქედან: აცანის ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაციაზე უნდა მიიმართოს 127104 ლარი, სუფსის კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაციისათვის - 89967 ლარი. გზების მოხრეშვასა და სასტუმრო ლაშთანთან წყლის კოლექტორის მოწყობაზე მიიმართოს 209952 ლარი. მრავალბინიანი სახლის და საცხოვრებელი სახლების სახურავის მასალების შეძენაზე და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დამწვარი სახლის რეაბილიტაციაზე მიიმართოს 422977 ლარი.’’
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა.
აღნიშნულ თანხაში არ არის გათვალისწინებული სტიიქიის ყველა შემთხვევა რაც მოხდა, აღნიშნა ჯუმბერ ბლაგიძემ (ფრაქცია ,,საქართველოსათვის“)მან ჩამოთვალა ის ქუჩები და ტერიტორიები, სადაც სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ასევე გზები, რომლებიც საჭიროებს მოწესრიგებას, ხოლო ისინი ამ ნუსხაში არ მოხვდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი გოგუაძემ თქვა, რომ სტიქიას სჭირდება დროულად და ეფექტურად აღმოფხვრა, უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს სექტემბერში მომხდარ სტიქიაზე ახლა 850 ათასი ლარის გამოყოფა, მას მიაჩნია, რომ სექტემბერში მომხდარი სტიქიისთვის ახლა თანხის გამოყოფა დაგვიანებულია, ხოლო სახურავების თემა კი მთლიანად პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიცია იმუშავებს იმის გარკვევაზე თუ რა კატეგორიის ადამიანებს გაეწიათ დახმარება.
,,იმ ფონზე, როცა ადამიანებს ორჯერ გაუძვირდათ ცხოვრება, 80%-ს გაყიდული აქვს ეს თქვენ მიერ მიცემული სახურავი“, _ თქვა მან. უმრავლესობის წევრმა კახა კვიტაიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებულთ მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით შერჩევა და მათთვის სახურავების გამოყოფა არ მომხდარა, მას შეუძლია დიდი სიამაყით განაცხადოს, რომ არანაირი ნიშნით არ ყოფილა ადამიანების გარჩევა და თუ რაიმე ჯგუფს შექმნის ოპოზიცია ამ ყველაფრის დასადასტურებლად თავადაც ჩაერთვება.
უმრავლესობის მხრიდან კონკრეტული სახელი და გვარები დასახელდა, ვისაც სტიქიამ სახლის სახურავები დაუზიანა და დახმარება გაეწიათ, მათი თქმით, ამ ნუსხაში ერთი სახელი და გვარის პოვნაც კი არ შეიძლება, ვინაც პოლიტიკური ნიშნით მიიღო აღნიშნული დახმარება. პარალელურად კონკრეტული სახელი და გვარები დაასახელა ოპოზიციამაც, ვისაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით არ გაეწია დახმარება.
დასახელდა, სოფელ ქვიანის მკვიდრი, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ლანჩხუთში ქალაქის მაცხოვრებელი, ზურიკო ებრალიძე და აღინიშნა, რომ მსგავსი სახელი და გვარი ძალიან ბევრია, ვისი სახლიც დაზიანდა სტიქიისაგან, ხოლო დახმარება არ გაეწია. ასევე კომიისიის შექმნაზე ისაუბრა ენმ-ს წევრმა კახა ასკურავამ განაცხადა: თქვენს ადგილას რომ ვიყო, შევქმნიდი კომისიას, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შევიყვანდი და თითოეულად განვიხილავდი ყველა ოჯახს. როცა ოპოზიციაც აიღებდა პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, ეს თემაც სალაპარაკო აღარ იქნებოდა“
ის რომ სახურავების თემა გარკვეული მითქმა-მოთქმის საგანია და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლზე ზემოქმედების მიზეზადაც მიიჩნევა, დეპუტატმა, პარტია ,,ლელოს“ წევრმა გოჩა ჯანაშიამაც აღნიშნა, მან თქვა, რომ არაერთხელ გაისმა ამასთან დაკავშირებით შენიშვნები, ხომ არ აჯობებს, რომ მეტი გამჭირვალეობისათვის შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი, თუმცა რადგან კერძო საკუთრებასთან გვაქვს საქმე, ეს საკითხი მაინც რჩება წინაასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობად.
გაეწია თუ არა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება პოლიტიკური ნიშნით? - დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 954



