ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კიურის ლაბორატორია ’’- არტ-კაფეში“

30-06-2021, 12:26

,,არტ-კაფეში’’ ლანჩხუთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის გაიმართა, ღონისძიება სახელწოდებით,, კიურის ლაბორატორია“, რომლის მიზანი იყო მოზარდების დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. იდეის ავტორი  და ღონისძიების წავყვანი გახლდათ მარიკა ცინცაძე, მესამა საჯარო სკოლის კურდამთავრებული, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პირველკურსელი. ,,რატომ შეგკრიბეთ აქ? იმიტომ რომ, არც თუ ისე ბევრი მოსწავლეა დაინტერესებული ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებით, ამიტომაც ეს ღონისძიება ემსახურება იმას, რომ ცოტათი მაინც დაგაინტერესოთ, რაც  მე ასე მიყვარს არ მგონია, ვინმეს შეიძლება არ უყვარდეს“.  უთხრა მან შეკრებილ ბავშვებს და შეპირდა, რომ დღეს აუცილებლად ხალიასიანად გაატარებდნენ,   სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებით,  ეყოლებოდათ გამარჯვებულები, ასევე დაურიგდებოდათ საჩუქრები და რაც მთავარია, არ მოაკლდებოდათ მხიალული და სახალისო წუთები, თან ეს ყველაფერი არ იქნებოდა  ლექციის სახით, არამედ  კითხვა პასუხის რეჟიმში.

მონაწილეთა შორის იყვნენ  ლანჩხუთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ნორჩი ასისტენტები, ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მოწვეული სტუმრები. შესავალში ისიც გახდა ცნობილი, რომ ეს ღონისძიება აქ არ სრულდება, სამეცნიერო ყუთების საშუალებით, რომელშიც იქნება სამი ექსპერიმენტი და ინსტრუქცია როგორ უნდა ჩავატარონ იგი, სახლშიც შესძლებენ მის გაგრძელებას.
,,ეს არის ,,კიურის ლაბორატორია’’ ასე  დავარქვი.  იცით. რომ მარია კიური იყო ფიზიკოსი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ორჯერ- ქიმიაში და ფიზიკაში, ამ სამეცნიერო ყუთების მიზანი არის ის, რომ ისევ და ისევ შეუყვარდეთ  ბავშვებს მეცნიერება, ძალიან ბევრ სკოლას არა აქვს იმის რესურსი, თქვენ დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტი. ეს ყუთები კი ამის საშუალებას მოგცემთ, ცოტა ხანში ასევე შესაძლებელი იქნება ამ სამეცნიერო ყუთების შეძენაც“ _ აღნიშნა წამყვანმა.
რატომ უნდა გიყვარდეთ: ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია? დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს შეკრებილმა მოსწავლეებმა, შემდეგ კი ბავშვებს გაესაუბრა, ანა მენაღარიშვილი-ბიოლოგიის ახალბედა მასწავლებელი. მან ყურადღება გაამახვილა, იმაზე თუ რა მიზანი აქვს ბიოლოგიის შესწავლას?  რამდენად უკავშირდება იგი ცხოვრებისეულ პრაქტიკას? აგრეთვე  ბავშვებს უჩვენა სუნთქვის მოდელი:რომელიც შექმნა, პლასტმასის ბოთლის, საწრუპავისა და ორი გასაბერი ბუშტის საშუალებით,მოდელი გვიჩვენებს თუ როგორ ხდება ფილტვების ვენტილაცია. 
შემდეგ დადგა ფიზიკისა და ქიმიის ჯერი, დაისვა კითხვები რატომ უნდა ვისწავლოთ ეს მეცნიერებები, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე გამოითქვა მოსაზრებები:ხილული და უხილავი სამყარო,  სამზარეულოდან დაწყებული, ყველაფერი, რისი შეხებაც, თვალით ხილვა, დაგემოვნება და სუნის, ფერის,  აღქმა და ა.შ.  შესაძებელია, ეს ყველაფერი ქიმიური ნივთიერებაა.  ჩატარდა სახალისო ექსპერიმენტები, რომლებმაც
 თვალისმოჭრელი ფერები და სილამაზე შექმნეს. მონაწილეებს ადგილებზე ელოდათ, რეაქტივები ეს იყო: სუფრის მარილი, კვერცხი, რძე, ჭურჭლის ჟელე, ფერადი საკვები საღებავები, სხვადასხვა კონცენტრაციის შაქრის შეფერილი წყალხსნარი, ძმარმჟავა, სოდა და სხვა,  რომლის საშუალებითაც თავად ჩაატარეს  ექსპერიმენტები, სინჯარაში შექმნილი ფერადოვნება, სხვადასხვა კონცენტრაციის შაქრის ფერადი წყალხსნარის საშუალებით. თოთოეულ მათგანს დაურიგდათ სერთიფიკატები ,,კიურის ლაბორატორიაში“ მონაწილეობისათვის და ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები, ესენი იყვნენ:  ნუცა მაჩიტიძე, გივი ზოიძე და ნინო გურგენიძე. დასასრულს ,ასევე მიიღეს დაპირებული საჩუქრები, სამეცნიერო ყუთები, რომლის საშუალებითაც სახლში გააგრძელებენ ექსპერიმენტს. ბოლოს, როგორც იდეის ავტორმა გვითხრა ღონისძიება, დააფინანსა ლანჩხუთის მერიამ ხოლო სამეცნიერო ყუთები შექმნაში დაეხმარა “ორბელიანის”  ონლაინ პლატფორმა (აპპ.ორბელიანი.ნეტ)  საერთაშორისო ორგანიზაციების  დონორების მხარდაჭერით:DP,  SIDA,  Embassy of Czech Republic, Embassy of Netherlands, EWMI Access program.
მაია კუკულაძე

გადასვლები: 1 042
FACEBOOK კომენტარები