ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ყველა ავტოსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს

17-09-2020, 13:27

ეპიდსიტუაციის მართვის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კორონავირუსის პრევენცია კიდევ უფრო გამკაცრდა. დღეიდან საქალაქთაშორისო ტარსპორტის ყველა ავტოსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს, მათი იდენტიფიცირება კი ჟურნალში აწარმოოს. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა შესაბამის პირებს ადგილზე გააცნეს. 
✓ აგრეთვე მუნიციპალური ინსპექციის ადმისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდაციების შესაბამისობაზე შრომის ინსპექციასა და სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად 2350 ობიექტი შეამოწმა; მათ შორის ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო დაწესებულებები.
✓ პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე 20 899 -ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი, 14 762 -ჯერ კი სამარშუტო ტაქსი. პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 573 პირს ტრანსპორტი დაატოვებინეს.
✓ მასობრივი შემოწმება დაიწყო საჯარო და კერძო სკოლებში. COVID-19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისობას ბათუმის მუნიუციპალურ ინსპექციასთან ერთად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ადგენენ. უკვე შემოწმებულია 34 საჯარო და 18 კერძო სკოლა. რაც შეეხება საჯარო და კერძო ბაღებს, შემოწმება 15 სექტემბრიდან დაიწყება.
✓ მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ 721 -ჯერ შემოწმდა ბათუმში არსებული სასტუმროს ტიპის დაწესებულებები. მათ შორის 224 ობიექტი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და შესაბამისად აგრძელებს ფუნქციონირებას.
✓ პრევენციის მიზნით გადამოწმდა 360 - სილამაზის სალონი. დარღვევების არსებობის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ყველა მათგანი დაჯარიმდება.
✓ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქლაქეებსა და მეწარმეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.

გადასვლები: 1 241
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
სოფელში სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს მოსაცდელი შენდება
სოფელში სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს მოსაცდელი შენდება
5-08-2020, 13:59
ვრცლად
გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრება დღეიდან შეეძლებათ!
გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრება დღეიდან შეეძლებათ!
31-07-2020, 15:22
ვრცლად
სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გურიას ესტუმრება სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გურიას ესტუმრება
სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გურიას ესტუმრება
7-07-2016, 00:00
ვრცლად
რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება
რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება
4-09-2020, 08:15
ვრცლად
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს  ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს  ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად
12-08-2020, 18:24
რეკლამა