ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რითი სჯობია ლანჩხუთი მეხიკოს

რითი სჯობია ლანჩხუთი მეხიკოს
19-02-2016, 00:00

რომელმაც არა მარტო ქვეყნის ეკონომიკაზე იქონია გავლენა, არამედ სოციალურად შეჭირვებულ ფენებზე, განსაკუთრებით ბანკების კრედიტებით მოსარგებლე ასიათასობით ოჯახზე. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა დოლარსა და ევროში კრედიტაღებული მცირე მეწარმის მდგომარეობა, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს.და მაშინ, როცა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ლარის კურსის ვარდნა, ასეთ დროს, ჩვენდა გასაკვირად პარლამენტმა უარი განაცხადა მოესმინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშისთვის, რისი მოსმენაც მას კანონით ევალებოდა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საკანონმდებლო ორგანო დიდი სისწრაფით იხილავს იმ საკითხებს, რომელიც კონკრეტული `წარჩინებული~ წრეებისთვისაა საინტერესო. პარლამენტის წამყვანი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოველთვის ადეიშვილის (წინა ხელისუფლების მინისტრი) ხელის ბიჭი იყო, ამიტომ მას არ უნდა მოუსმინოთო. ვფიქრობთ, იმ მოტივით კი არ უნდა მოხდეს მოსმენა, ვინ ვისი აზრით ვისი ხელის ბიჭია, არამედ აუცილებლობისა და საჭიროების მიხედვით, ანუ კანონქვემდებარე პირველ რიგში უნდა იყოს პარლამენტი. ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის გვერდის ავლა პარლამენტისგან იყო შეცდომა. ტელევიზიით გამოსვლისას მას ისეთი არაფერი უთქვამს, რაც პარლამენტში რომ ეთქვა, რაიმე დაშავდებოდა. მას არ გაუკეთებია არც ერთი მკვეთრად გამოხატული განცხადება. იგი თითქმის 3 საათი პასუხს სცემდა სამი სხვადასხვა ტიპის ჯგუფს. ქადაგიძის ადვოკატობას არ ვაპირებთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან წარმატებით გაართვა თავი გამოცდას. დაასაბუთა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, აღნიშნა, რომ ბანკმა არ გაფლანგა აქტივები, რასაც მისგან ითხოვდნენ. ამის შედეგად უზურნველყოფილ იქნა საბანკო სისტემის მდგრადობა, შეიქმნა ინვესტორებისთვის სტაბილურობის განცდა. მან 2015 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი 6 %-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტური იყო და შესაბამისად, ბიუჯეტი რამდენიმე მილიონი ლარით გაბერილი დაიგეგმა. აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მართალი იყო. წლის ბოლოს დაფიქსირდა მხოლოდ 3,8%-იანი ზრდა 6%-ის ნაცვლად. ზუსტად ეს ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯების დაგეგმვა ტვირთად დააწვა ლარის კურსს, რასაც დაემატა ობიექტური გარე ფაქტორები.გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე რეკომენდაციაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ საქართველოში საჭირო არ არის ყველა სამინისტრო, რომელიც არსებობს. ზოგიერთი მათგანის გაუქმებით დარგები არ დაზარალდება და ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარი დაეზოგება. ჩვენი გადასახედიდან, არამარტო სამინისტროები უნდა შეიკვეცოს, არამედ მუნიციპალიტეტის სტრუქტურები. ამას წინათ ვნახე დოკუმენტური ფილმი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესი მეგაპოლისია, სადაც 20 მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს. აჩვენეს ქალაქიის მერიის შენობა, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ორსართულიანი აღმოჩნდა. მაშინ როდესაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შენობა ოთხსართულიანია _ კაბინეტებით და შტატებით ზედმეტად გადაჭედილი. იმას ვიტყვი, რომ საქართველოში საბიუჯეტო სექტორში 750 000 ადამიანია დასაქმებული, რაც საქართველოს მოსახლეობის 26%-ია. ევროპული სტანდარტი, რომლისკენაც ასე მივისწრაფით, საშუალოდ 3%-ს ითვალისწინებს. გამოსავალი ერთია, საჭიროა მეწარმეობის განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა და ამ ხალხის უმტკივნეულოდ გადაყვანა ბიზნეს-სექტორში. დაუბრუნდეთ გიორგი ქადაგიძეს. მან შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ლარის კურსის გამყარება ძველ ნიშნულამდე, თქვა, რომ ასეთი რამ კიდეც მოხდა გასულ წლებში. 2,42 ლარიდან კურსი ჩამოვიდა 1,44 ლარამდე. მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკა, არაეფექტური საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, გაზრდილი ინვესტიციები, სავიზო შეზღუდვების მოხსნა, ტურიზმისა და მეწარმეობის სტიმულირება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული აზრის პატივისცემა. იქნებ ამ მძიმე პირობებში, საღი, რაციონალური მარცვალი დავიჭიროთ, რომელიც ცოტათი მაინც წაადგება სიტუაციის გამოსწორებას.სანამ მთავრობა, ბანკები და პარლამენტი ერთმანეთს გარეგნულად ედავება, მაგრამ ისე კი მშვენივრად თანამშრომლობს ერთმანეთთან საკუთარი კეთილდღეობის ასამაღლებლად, მანამდე მოგიწოდებთ ყველას ჩვენ თვითონ გონივრულად დავგეგმოთ ჩვენი მომავალი. ამით შევძლებთ ავიცილოთ ისეთი საფრთხე, როგორიცაა ბანკების ხელში ჩავარდნა და სხვა ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემები.ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა