ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პრობლემები, პრობლემები! _ ლანჩხუთელებო, თქვით რაცხა!..

პრობლემები, პრობლემები! _ ლანჩხუთელებო, თქვით რაცხა!..
5-05-2023, 13:47

მამათელი გლეხი კაცი ვარ, სამოც წელს გადაცილებული, 27 აპრილს მამათის მოსა­ხლე­ობის არც თუ ისე მცირე ნაწილი ჩამოსულები ვიყავით ლანჩხუთში, თხილის სუფსიდირებ­ასთან დაკა­ვ­შირ­ებით, ვისაც ხარვეზები თუ პრეტენზიები ჰქონდათ, უნდა ითქვას, რომ ბევრი უკმაყოფილო და­რჩა. მათ შორის ჩვენც _ მე და ჩემი ძმა, რომელსაც საერთოდ არაფერი ერგო. მიზეზი? ახალგარდაცვლილი დედა უნდა ამოვწეროთ კომლიდანო, თითქოს ამ ოჯახში შვილი და შვი­ლიშვილები არ ცხოვრობდნენ. რაც შემეხება მე, ნახევარი მომცეს, რაც უნდა მოეცათ იმის. როცა მივედი გასარკვევად, სადღაც დარეკეს და მთხოვეს დავლოდებოდი. ველოდები პასუხს უკვე ერთი კვირაა. ისეთი შთა­ბეჭდილება შემ­ექ­მნა, რომ ამათ და­ვა­ლ­დებუ­ლი აქვთ, რაც შეიძლე­ბა ნა­კლებ ადამიანს მისცენ სუფსიდირება. მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ წარმატებით ჩაატარენ თხილის სუფსიდირება, ყველა კმაყოფილია და ა.შ.
ყველაფერში კორუფციაა და გა­მონაკლისი ალბათ არც ესაა. მა­გა­ლ­ი­თად, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძო­ლა, რაზეც, როგორც ვიცი, გამოყოფილი იყო 50 თუ 60 მილიონი ლარი. აქედან 2-3 მილიონის დი­ზე­ლის საწვავი ,,დააბოლეს,~ მათ შო­რის მამათშიც. შედეგი ნული. ფა­როსანა ისევ მრავლადაა. ჩვენ რომ არ ვწამლავდეთ ჩვენს ბაღებს, ერთ  კგ. თხილს ვერ ავიღებდით, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. 
ახლა სხვა თემაზეც ვისაუბროთ. მამათში, როგორც მოგეხსენებათ, უხვი და დიდი თოვლი იცის. 2013 წელს ორი კვირის მანძილზე ჩა­კე­ტ­ი­ლი იყო აცანა-მამათი-ძიმითის გზა ასევე, მთელი 14 დღე მთლიანად მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს მთელი სოფელი.Aახლა 1-2 წელია ეს მონაკვეთი იწმინდება, მაგრამ ში­გნით სოფელი? მაგალითად შარშან ერთი კვირა ჩაკეტილი და მო­წყვეტილნი ვიყავით გარე სამყაროს. მახსოვს ოთხმოცდაათიან წლებში დიდთოვლობის დროს ახალგაზრდა ქალი გახდა ცუდად აცანაში და ხალხმა ის ,,ლეჟანკით~ ჩაიყვანა ლა­­ნჩხუთში. ზოგი გზას მითოლავდა,  ზოგს ავადმყოფი მიჰყავდა. ანა­ლო­გიურ სიტუაციაში ვართ ჩვენც, ვინიცობაა ცუდად გახდეს ადამიანი, რა უნდა ვქნათ, არ ვიცით. 
1985 წელს სოფელ მამათში ორ­სუ­ლი ახალგაზრდა ქალი სახლში ლუ­იზა ღლონტმა ამშობიარა. აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ ზამთარ­ში, ჩვენ მთავრობას ის ვერ მოუხერხებია აცანა-მამათი-აკეთში ერთი ტრაქტორი გამოუშვას გზის გასაწმენდად.
მაგალითად შარშან მთე­ლი ერთი კვირა ვე­ლოდით გზის გაწმენდას. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა ჩოხატაურიდან ჩამო­ყვა­ნილი ,,ტეხნიკა,~ რომელიც 1943 წლის კურსკის სატანკო ბრძოლის მონაწილე იყო ალბათ. მსგავსი ჯა­რთი ჯერ არ მინახავს. გათოლილში უკან მოყვებოდა სამთავრობო ,,ექსკორტი~, ჩვენდამდე რომ მო­აღ­წია, გადმოხტნენ მანქანებიდან ორგანიზებულად ჩამო­გვიარეს და სა­თითაოდ ხელი ჩა­მოგვართვეს. მათ გამოხედვაში იგ­რძნობდა, აი რა მა­გ­რები, და როგორი რაინდები ვა­რთო.
ნამყოფი ვარ ლენტეხის,  ონის, ფასანაურის მაღალმთიან სოფლებში, ასეთი გზები ქვედა მამათში რომაა, თუ მენახოს სადმე, გამიწყრეს ღმე­რთი! თუ გაწვიმდა გზაზე ღელე მო­დის, გუბეები დგას. ზაფხუ­ლში მანქანას თუ დავინა­ხავთ მომავალს გა­ვ­რ­ბივართ ისეთი მტვერი და ბუღი დგას დაიხრჩობი.
გზებზე ჩავარდნილი გვირაბი,  ჩა­რეცხილი და ჩანგრევის პირას მისული ხიდეები, როდის ჩაინგრევა და ხალხი დაშავდება, კაცმა არ იცის.  
უნდა ვთქვა ისიც, რომ სოფელში ყველა მოსახლეს გაუყვანეს გაზი. თუ სოფელი მთლიანად გაზიფიცირებულია, ამისთვის ყველა კმაყოფილი და მადლობელია.
რაც შეეხება ქ. ლანჩხუთს არ მომწონდა და ისტორიას ჩაბარდა ,,ჯიხურები~. ალბათ მალე გარე ვა­ჭრობაც ჩაბარდება წარსულს. დარწმუნებული ვარ, მთავრობასაც არ მოწონს ასეთი მდგომარეობა, რომაა გამოფენილი ამდენი ხალხი ქუჩაში ვინ  რას ყიდის კაცმა არ იცის. გადაიქცა ქალაქი ბაზრად, მაგრამ რა ქნას მთავრობამ, არჩევნებში ხმების დაკარგვის ეშინია. ანალოგიური ხდება კრიმინალებთან მიმართებაშიც. (ესაა ზუსტად მანკიერი სისტემა.) ასეთი მიდგომით ალბათ მალე იხ­ილავთ გამგეობის წინ შესას­ვლელ­თან პატარა ბაზარს, სადაც შეძლებთ ყველის, თევზის, კარ­ტოფილის და სხვა ათასი წვრილმანის ყიდვას, ბოშებიც დადგებიან მაქ თავისი ნაქურდალი ხარა-ხურებით.
ქალაქის ცენტრში ბაღს რომ აკ­ეთებთ ლამის ყოველ წელს კარგია, მაგრამ ჩადით ერთი და ნახეთ რკი­ნიგზის სადგური და მასთან მისასვლელი გზები რას გავს. ეს ოდეს­ღაც მშვენიერი სადგური მართლაც ლანჩხუთის სახე იყო, ახალგაზრ­დობაში ბიჭები ერთმანეთს ვეტრა­ბახებოდით ,,ამფერი სადგური სსრ-კში არააო".
ახლა ნახეთ რას გავს!
ლანჩხუთელებო თქვით რაცხა!             

ბადრი კილაძე,  სოფელი მამათი

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 700
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა