ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გასული 4 წლის განმავლობაში კი ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა ის, რომ რეალურად ბევრი არაფერი გაკეთდა და ხალხს, რომელმაც ალალად დაუჯერა და გაჰყვა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას - იმედები გაუცრუვდა.

გასული 4 წლის განმავლობაში კი ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა ის, რომ რეალურად ბევრი არაფერი გაკეთდა და ხალხს, რომელმაც ალალად დაუჯერა და გაჰყვა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას - იმედები გაუცრუვდა.
16-08-2016, 00:00

რომელიც ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ტარიელ კალანდარიშვილს წარადგენს. საკრებულოს ყოფილი წევრი მაჟორიტარ კანდიდატად დღის 1 საათზე დასახელდება. მისი წარდგენა ლეიბორისტთა მთავარი შეხვედრის ადგილიდან, აჯანყებული გურულის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება. მანამდე ლანჩხუთელ ლეიბორისტს შევეხმიანეთ და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ვესუაბრეთ. როგორც ყოველთვის ბატონი ტარიელი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩა: _ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე არა მხოლოდ თვალშისაცემია, არამედ იმდენად გამძაფრებული და დამძიმებულია, რომ არ არსებობს კვირა, ბანკის ვალების გამო მოქალაქეთა უძრავ-მოძრავი ქონება ჩალის ფასად არ გაიყიდოს, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან, თავისი ნების საწინააღმეგოდ, გაჭირვების გამო საქართველოს მოქალაქეთა მიერ შექმნილი რიგები არ გაგრძელდეს და გაიზარდოს. ქალბატონი, დედა, ბებია, მამა, პაპა, რომელიც ოჯახში უნდა იყოს, შრომობდეს, ფუსფუსებდეს, შვილებსა და მომავალს ღირსეულ ქართველებად ზრდიდეს, ერთურთის, სამშობლოს, მოყვრისა და მტრის, წიგნისა და რწმენის სიყვარულსა და ოჯახის ერთგულებას უნერგავდეს - ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ გარბის, რომ დამამცირებელ ვითარებაში, ხშირად გაუსაძლის პირობებში იშრომოს, რათა ოჯახი გამოკვებოს და ფიზიკურად გადაარჩინოს. ეს თვალშისაცემი მდგომარეობა კი არა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მოყვარული ადამიანის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწისათვის ცრემლებამდე მიყვანისა და გულის გახეთქვის წინაპირობაა, მაგრამ პესიმიზმი და პრობლემისგან გაქცევა გამოსავალი არასოდეს ყოფილა. _ რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? _ იგი მრავალმხრივია. სამწუხაროდ ახალი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესსა და პროგრესულს. ერთი პერიოდიდან, ხელისუფლებიდან და რეჟიმიდან გაქცევა და ბრმად მინდობა მეორე, არანაკლებ საშიში, მოყვრად მოსული მტრისადმი ,,ვაისაგან გაყრასა და ვუისათვის შეყრასა" ჰგავს. სამწუხაროდ ჩვენი ძვირფასი მოსახლეობის, ამომრჩევლის ნაწილი (და არც თუ ისე ცოტა) - კრიტიკულ მომენტში ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობდა: ოღონდ ესენი არა და სხვა ვინც გინდა იყოს. ასე გძელდება მეოთხედი საუკუნეა და ასეთი რადიკალიზმის გამო შედეგიც ლოგიკურია. ჩვენი ასეთი ბუნების გამო გვჭირს, რომ თუ ვინმეს სასიკეთოდ თვალი დავადგით - მისი ყველაფერი საუკეთესოდ გვეჩვენება და ნაკლს ვეღარ ვხედავთ, არავის გვესმის, ობიექტური კრიტიკისა და ანალიზის უნარს ვკარგავთ, თუ პირიქით, - ავითვალწუნეთ, მათ დამსახურებას ხაზს გადავუსვამთ, მიწასთან გავასწორებთ და ქვეყნის მოღალატეებადაც გამოვაცხადებთ. _ ხელისუფლება ამბობს, რომ დაპირებების შესრულება შეძლო და ქვეყანა სწორი გზით ვითარდება... _ სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს 100%_ით არათუ ჩვენთან განვითარებულ სახელმწიფოებშიც ვერ ასრულებენ , მაგრამ არაფერი შეასრულო და პირიქით, გააფუჭო კიდეც- ეს დანაშაულის ტოლფასია. _ ხელისუფლება ამბობს, რომ მათ ხელში ათობით საწარმო გაიხსნა და სხვა სიკეთეებზეც მიდის მსჯელობა _ როცა დღევანდელი მილიარდელის ხელისუფლებასა და თვით ივანიშვილს ეკითხებიან ათეულობით გახსნილ საწარმოთა ნუსხას - მათ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის დასახელებაც უჭირთ, და თუ ვინმე, კერძო პირი, ბიზნესმენი ,,ცხრაპირ ტყავში გაძრომის ფასად" რაღაცის კეთებას წამოიწყებს - იმასაც თავის დამსახურებად თვლიან, როგორც წინა რეჟიმი აკეთებდა. მათ არ შექმნეს საკანონმდელბო ბაზა, ნოყიერი ნიადაგი, რათა ახალ-ახალი საწარმოები სოკოებივით ამოზრდილიყო, არ გააკონტროლეს ექსპორტ-იმპორტის პროპორცია. არ ხდება ხარისხის ჯეროვანი კონტროლი. _ სოფლის მეურნეობა რომ ავიღოთ, უფასო ხვნა ნამდვილად კარგი საქმეა. მიწის დამუშავება გლეხს ისევე აღარ უჭრუს, როგორც ეს წლების წინ იყო. _ უფასოდ დახვნა-დათესვის სამ-ოთხწლიანი პროგრამა ცუდი არ არის, მაგრამ ის პიარს უფრო ჰგავს ვიდრე საქმის კეთებას. რამდენიმე ტომარა სასუქის, მავთულბადის, საცელავისა და ხელის ,,კაჭკის" ჩუქება სოფლის მეურნეობას ვერ ააყვავებს. ამას სჭირდება ათწლეულზე გათვლილი პროგრამა, რომლის მხოლოდ ერთი სეგმენტი თუ იქნება ზემოთ აღნიშნული ხელშეწყობა. უნდა მოხდეს ყველა კატეგორიის მიწის ფონდის ინვენტარიზაცია, მათი მასობრივი დამუშავება, ამ დარგში გახსნილი კერძო თუ გარდამავლ პერიოდში შექმნილი სახელმწიფო საწარმოთა მიერ. საბაჟო კონტროლის, ხარისხის კონტროლისა და სხვა მექანიზმების საფუძველზე, რომელიც სურვილის შემთხვევაში მრავლად არსებობს და არც ჩვენს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში. მათ საფუძველზე უნდა მოხდეს ეროვნული პროდუქციის წარმოების წახალისება და მისი ოპტიმალურ ფასებში რეალიზაცია, ფასებში, რომელიც მისაღები იქნება მწარმოებლის, რეალიზატორისა და მომხმარებლისათვის. ამ ,,ოქროს შუალედს" გარდამავალ პერიოდში მაინც ქვეყნის ეროვნული ხელისუფლება უნდა არეგულირებდეს, სწორედ ეს იქნება კვლავ წარმოებისა და წარმოების გაზრდის საძირკველი. მე არაერთგზის მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ეროვნული ვალუტა, რომლის უკან არ დგას ეროვნული პროდუქცია - არის მაკულატურა! ქართული ლარი საერთაშორისო ეკონომიკური, დონორი ორგანიზაციებიდან გადმორიცხული ტრანშეებითა და ოლიგარქების ნება-სურვილის მიხედვით კი არ უნდა მყარდებოდეს და უფასურდებოდეს, არამედ ეროვნული პროდუქციის წარმოების გაზრდა-შემცირებისა და ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობის ცვლილების მიხედვით და ყველა ხელისუფლების სამოქმედო დევიზი ეკონომიკაში უნდა იყოს: მეტი წარმოება, მაქსიმალური ექსპორტი და მინიმალური იმპორტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასთან უფრო საგარეო, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებასა და გაჯანსაღებას უნდა ემსახურებოდეს და არა შენი მოსახლეობის გამოკვების აუცილებლობას, მაშინ ყველა თანაბარის თვალით შეგხედავს, საერთაშორისო ორგანიზაციების კარზეც არ მოგვიწევს ათწლეულების განმავლობაში კაკუნი და ისინი თვითონ შემოგვთავაზობენ წევრობას. ჩვენ ყველა ქვეყანასა თუ პოლიტიკურ და სამხედრო გაერთიანებაში არსებული დადებითი, პოზიტიური და რაციონალური მარცვალი უნდა ვიპოვოთ, ამოვკრიბოთ, მოვარგოთ ჩვენს ქვეყანასა და მოვახმაროთ მის განვითარებას. ასეთს პოვნა კი ყველგან შეიძლება: აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც, ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც. ჩვენ უნდა გვსურდეს და შეგვეძლოს ყველა ქვეყნისა და საერთაშორისო, პოლიტიკურ და სამხედრო გაერთიანებათა წარმომადგენლებთან თავაწეული დაჯდომა დიპლომატიური მოლაპარაკების მაგიდასთან და ამას ვერ შესძლებ თუ ქვეყნის შიგნით ერთიანობა, ჯანსაღი კონკურენცია, ძლიერი პოლიტიკური სპექტრი და მზარდი ეკონომიკა არ გაქვს. სხვა შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო გაერთიანების წევრობა საკმაოდ დიდ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ შენატანს მოითხოვს და ეს შვების ნაცვლად კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის მოსახლეობას, მათ ეკონომიკასა და გენოფონდს. დღევანდელი რეალობის ფონზე კი როცა დაპირებული შემცირების ნაცვლად მკვეთრადაა გაზრდილი ფასები აუცილებელი მოთხოვნის პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ტარიფები კომუნალურ გადასახადებზე, განაკვეთები საბანკო პროცენტებზე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურზე, საავადმყოფოებში მკურნალობაზე. _ ხელისუფლება ამბობს, რომ ტარიფები შემცირდა, პესნიები გაიზარდა და ა.შ. _ ხელისუფლების მხრიდან გაზრდილ პენსიასა და გადასახადების შემცირებაზე საუბარი - მოსახლეობის შეურაცხყოფა, დაცინვა და თვალში ნაცრის შეყრაა. ამ და მსგავს საკითხებზე ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი მუდამ საუბრობდა და 21 აგვისტოს, 13 საათზე ლანჩხუთში ,,აჯანყებული გურული"_ს ძეგლთან ბატონი შალვა კიდევ ერთხელ ეტყვის ჩვენს მოსახლეობას მართალ სიტყვას. გასული 4 წლის განმავლობაში კი ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა ის, რომ რეალურად ბევრი არაფერი გაკეთდა და ხალხს, რომელმაც ალალად დაუჯერა და გაჰყვა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას - იმედები გაუცრუვდა. რაც შეეხება გამოსავალს, იგი მდგომარეობს: სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, სოციალურ სამართლიანობაში, ღვთისმოსაობაში, ზომიერებაში, ურთიერთსიყვარულში, იდეურ ერთობაში, პატიოსნებაში, მუხლჩაუხრელ შრომაში ,თანმიმდევრულ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, სამართლიანობის აღდგენაში, კანონის უზენაესობაში, უანგარო არჩევანის გაკეთებასა და რჩეულის მიმართ კატეგორიულობასა და დანაპირების შესრულების მოთხოვნაში, ქართული ოჯახის მენტალობისა და ადათ-წესების კულტირებაში და ყველაფერ იმაში, რაც წარმოადგენს ქართული სახემწიფოს მშენებლობის საძირკველს და ამის გაკეთება მხოლოდ ხალხის მიერ უანგაროდ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია!

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა