ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

უბედური შემთხვევა ჩიბათში

25-08-2017, 00:00

24 აგვისტოს გამთენიისას დაახლოებით 05:00 საათზე სოფელ ჩიბათის ცენტრში საზარელი ავტოავარია მოხდა. ყაზახეთიდან მომავალ სატვირთო მანქანას მისაბმელი მოსწყდა და ქობულეთიდან სურამში მიმავალ მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ქობულაძეების ოჯახის ექვსი წევრი იჯდა, დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის ხუთი წევრი, ხოლო ერთი მათგანი საშუალო სიმძიმის დიაგნოზით, ლანჩხუთის კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს. როგორც მედაალფაში განგვიცხადეს, პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე ოდნავ მძიმე იყო, ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ირკვევა, გარდაცვლილებიდან ორი მამაკაცი იყო, ორი ქალბატონი, მათ შორის ერთი ორსული და ერთი მცირეწლოვანი გოგონა. სატვირთო მანქანის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით საქმე, ,,სისხლის სამართლის კოდექსის“ 276–ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ხუთი ან ხუთზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ,,ჰო და არა“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ახლობლებს.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 642
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა