გაზეთ ,,ჰო და არასთან“ არსებულ საზოგადოებრივ დარბაზ ,,თავისუფალ სახლში" მერობის კანდიდატის, ლია მუხაშავრიას მიერ დაანონსებულ დებატებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებთან არ დაესწრნენ ,,ქართული ოცნებისა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატები. შესაბამისად ორ სკამი თავისუფალი დარჩა ,,ეს ჩემი უპატივცემულობა კი არა, ამომრჩევლის უპატივცემულობაა, დასანანია, რომ ჩემს ოპონენტებს არ ეყოთ გამბედაობა ჩემთან დებატების გამართვის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბატონი, ალექსანდრე სარიშვილი, მოქმედი მერია და ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს განვლილი საქმიანობის შესახებ თავის ამომრჩევლებს, მით უფრო, რომ ისევ აპირებს გახდეს ლანჩხუთის მერი. ხოლო ბატონ კალანდარიშვილს ამ დებატებში მონაწილეობით ადვილად შეეძლო დაერწმუნებინა ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში, მაგრამ ვაი, რომ არც პირველს, სარიშვილის აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა და არც მეორეს გამბედაობა ამისათვის. მაშ, რის იმედად აპირებთ არჩევნებში წარმატებას, ბატონებო?“_ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ცნობილმა უფლებადამცველმა, ლია მუხაშავრიამ და საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა ამოამრჩეველს. მან იმ სასიცოცხლოდ აუცილებელ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლის თუ ქალაქის მოსახლეობას დღეს ესოდენ აწუხებს.
,,ჩემთვის უმთავრესია ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხები. დავდივარ სოფლებში შეხვედრებზე და ვიცი, რომ ძალიან ბევრგან გზა ისე მძიმე მდგომარეობაშია, რომ სახანძრო მანქანა ვერაფრით ვერ მიუსწრებს, თუკი სადმე ხანძარი გაჩნდება, რომ არ გადაიწვას ვინმეს სახლი ან რაიმე ნაგებობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ახლა ვართ პანდემიის პირობებში წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია სასწრაფო დახმარების მანქანას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ პაციენტამდე მიაღწიოს. გუშინ ვიყავით სოფელ ხორეთის ტერიტორიაზე, შეგვხვდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მიდიოდა კოვიდ ინფექციით დაავადებულ მცირეწლოვან პაციენტთან და გზის მონაკვეთის გავლას სულ ცოტა ნახევარი საათი მაინც მოუნდებოდალა. ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი, როდესაც ხანდახან წუთებია გადამწყვეტი სიცოცხლის გადასარჩენად. სირცხვილია ოცდამეერთე საუკუნეში ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ თანამედროვე საქართველოში არა გვაქვს გზები, სადაც სასწრაფო და სახანძრო დროულად მიუსწრებს უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასმელი წყლის საკითხი იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ არ ვცხოვრობთ, არც უდაბნოში და არც ნახევრად უდაბნოში, წყლის რესურსი საკმად დიდია, არა მარტო სასმელი წყლის, არამედ მინერალური წყლებით მდიდარ გურიაში, სოფლებში სასმელი წყალი ონკანში არ მოდის, თუმცა იქ სადაც მოდის ეს არის ,,ტექნიკური წყალი,“ ძალიან უვარგისი, ხოლო ძალიან ბევრგან წყალი უბრალოდ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს გარკვეული სერიოზული ოდენობის თანხა იხარჯება, წყალთან დაკავშირებით. მაგალითად, მე შუხუთში ვცხოვრობ და წყალი მაისის თვის შემდეგ არ მაქვს. აუცილებლად შესამოწმებელია ვარგისიანობაზე წყალი, იმიტომ რომ, დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლის გამოყენება არის ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათო. თქვა მან და ისიც დასძინა, რომ სასმელი წყლისა და გზის პრობლემა საერთოდ არ უნდა იდგეს თანამედროვე პერიოდში დღის წესრიგში. მერობის კანდიდათმა ასევე ისაუბრა ინტერნეტის მისაწვდომობაზე, მით უმეტეს რომ დღევანდელი პირობებში საჯარო სკოლები გადასულია ონლაინ სწავლებაზე და ინტერნეტის არაარსებობა მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში სერიოზული პრობლემაა. აღნიშნა ისიც, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საკითხებს და ვფიქრობს რომ არა მარტო ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი მთელ რიგ სოფლებში, არამედ უსახსრო ოჯახების შვილებს, რომელთაც არა აქვთ კომპიუტერი, უნდა დაეხმაროს მუნიციპალიტეტის მერი, რომ სასწავლო პროცესში ჩართვა შესძლოს. საუბარი იყო განათლების საკითხებზე, აუცილებელ პირობებსა და იმ ტექნიკურ პრობლემებზე, რაც ამ კუთხით არსებობს. ,,ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ ააშენეს სკოლები, თუმცა მე როგორც ვიცი არც ერთი ახალი სკოლა არ აშენებულა, რაიონში, გერემონტდა რამდენიმე მათქანი და ვფიქრობ, რომ სრული ინტერნებიზაცია მუნიციპალიტეტის სოფლებისა შესაძლებლობას მისცემს ბავშვებს, კარგი ხარიასხის განათლება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად თუკი ექნებათ შესაბავისი კომპიუტერული საშუალებები“.საუბარი შეეხო ყველაზე საჭირბოროტო თემას, სოფლის მეურნეობას. ლია მუხაშავრიამ თურქეთის სახელმწიფოს გამოცდილებაც გააცნო ამომრჩეველს. თურქეთში მუნიციპალიტეტი კი არ ეხმარება პირდაპირ აფუძვნებს, ყველანაირად ხელს უწყობს , რომ ადამიანები კოოპერატივში გაერთიანდნენ, ამის რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.
საუბარი შეეხო დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას , რაც ჩვენს მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება
,,მივესალმები ყველა ახალგაზრდას. მინდა გამოვხატო მათ მიმართ დიდი მხარდაჭერა და პირობას ვაძლევ, რომ ნებისმიერი გაერთიანება, ფორმალური თუ არაფორმალური, თუკი ისინი ერთად რაიმე საქმიანობას გადაწყვეტენ, იქნება უპირობოდ ჩემგან მხარდაჭერილი, დავეხმარები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა, ისე დავეხმარები ნებისმიერი ბიზნესიდეის განხორციელებაში, რათა მოიპოვონ დაფინანსება. მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი საწარმო უნდა იყოს აუცილებლად სოციალური საწარმო და გათვლილი იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
მივმართავ უცხოეთში წასულ ძალიან ბევრ ლანჩხუთელს, რომელიც იქ ძალიან მძიმე შრომით არის დაკავებული, თუ ვინმეს აქვს რაიმე საშუალება და რაიმე რაოდენობის კაპიტალი, ის აუცილებლად ჩადოს მცირე ბიზნესში, რომელსაც აქ, თავის სოფელში, თავის მუნიციპალიტეტში გახსნის და ამისათვის მინდა ძალიან მარტივი და ძალიან ცხადი გეგმა შემოგთავაზოთ. ვიცით, რომ ჩვენს სოფლებში არის შემორჩენილი ჯერ კიდევ კომუნისტებისდროინდელი შენობები, ეს იქნება კლუბები, მაღაზიები თუ საწარმოები, რომლებიც განადგურების პირასაა, ვაპირებ ჩემი მერობის პირობებში ყველა ეს ნაგებობა იყოს აღრიცხული, გადმოეცეს მუნიციპალიტეტს და ვინც წარმოადგენს ბიზნესგეგმას, რომ ამ შენობაშე გახსნის, სახელოსნოს, საწარმოს, საცხობს, ნებისმიერი ბიზნესის მიმართულებით შექმნის სულ მცირე ხუთ სამუშაო ადგილს, მე გპირდებით, რომ ყველა ეს ქონება ამ ადამიანებს პირობით ერთ ლარად გადაეცემა.“ _ თქვა ლია მუხაშავრიამ და გარდა ამისა უამრავ საინტერესო და საჭირო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
მაია კუკულაძე
ორო ცარიელი სკამი და პრობლემების ზღვა, რომლის გადაჭრასაც მერობის კანდიდატი ლია მუხაშავრია მოსახლეობას შეპირდა
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 858