ბათუმელმა ვიდეოგრაფერმა, "მემო პროდაქშენი"-ს დამფუძნებელმა რამაზ ქობულაძემ, თავის საცოლეს ხელი ძალზედ ორიგინალურად თხოვა. ხელის თხოვნა, ნიჭიერმა ვიდეოგრაფერმა 20 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე გადაწყვიტა. კლიპის გადაღებები 2 თვის მანძილზე "საიდუმლოდ" მიმდინარეობდა. მარიამმა რა თქმა უნდა არაფერი იცოდა ამის შესახებ, ისევე როგორც რამაზის დღეობაზე შეკრებილმა სტუმრებმა. საღამო ტრადიციულიად მიმდინარეობდა და ეს ტრადიციულობა დიდ ეკრანზე მოულოდნელად ჩართულმა კლიპმა დაარღვია. მარიამი და სტუმრები მოულოდნელობის ეფექტმა ძალიან გააოცა და სუნთქვა შეკრული უცქერდნენ და უსმენდნენ ამ ძალზედ სასიამოვნო, რითმულ ვიდეო კლიპსა და მუსიკას. ვიდეორგოლის დასრულების შემდეგ, მუხლებზე მდგომმა თავის მიჯნურს ბეჭედი გაუწოდა და ხელი თხოვა. (იხილეთ ვიდეო) ტექსტის, მუსიკის და კლიპი ავტორი თვით რამაზ ქობულაძეა.
PS: რამაზ ქობულაძემ ასევე გადაიღო, ქსკ "ლანჩხუთი"-ს ისტორიული გამარჯვების შემდეგ, შინ დაბრუნებული გმირი გოგონების დასახვედრად, ქუჩაში გამოსული უამრავი გურული გულშემატკივრის ემოციური დახვედრა ლანჩხუთში (იხილეთ ვიდეო).
ყველაზე კრეატიული, ემოციური, მოულოდნელი და ორიგინალური ხელის თხოვნა!
გადასვლები: 1 452



