კარკადე, სამკურნალო თვისებებით ნებისმიერ სხვა სასმელზე ეფექტურია.
აძლიერებს სისხლძარღვებს, ადაბლებს სისხლის წნევას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ანტიბაქტერიული საშუალებაა, დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე. ანტიალერგიულია, ალკოჰოლის ზემოქმედებისას დამცავ ფუნქციას ასრულებს.
სასმელი ცივ მდგომარეობაში წნევას ადაბლებს, ხოლო თუ ცხელს დალევთ მაღლა აიწევს.
აუმჯობესებს აზროვნებას, მოგიხსნით თვალების დაღლილობას, წმენდს ორგანიზმს.

ნუ ადუღებთ კარკადეს წყალთან ერთად. თუ გსურთ კარკადემ შეინარჩუნოს ყველა სამკურნალო თვისება, ჯერ წყალი აადუღეთ და მხოლოდ შემდეგ ჩაყარეთ კარკადეს რამდენიმე ყვავილი.
კარკადეს დალევა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი, როგორც
ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში.
თუმცა შემოდგომის წვიმიან ღამეს უმჯობესია მიირთვათ ცხელი, შაქართან ერთად.
ანა ვერძაძე