ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მივმართავ მშობლებს, აუცილებელია დროული მიმართვიანობა სპეციალისტებთან

5-02-2024, 11:10

 
  ,,ჰო და არას” სტუმარია ბავშვთა განვითარების ცენტრ ,,ერუდიტის” დამფუძნებელი ლია ღლონტი.
  ბავშვთა განვითარების ცენტრი ,,ერუდიტი” 2023 წელს გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო გასული წლის პირველ ოქტომბერს. ცენტრი გავხსენით იქედან გამომდინარე, რომ ვხვდებოდი მშობლებს, რომელთა ბავშვებს სჭირდებოდათ ის მომსახურება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ცენტრში. ლანჩხუთს არ ჰქონდა მსგავსი მომსახურების ცენტრი და ასეთი მრავალფეროვანი  ფუნქციური ცენტრის გახსნის მიზანიც ეს იყო, რომ ის ბავშვები, რომლებიც საჭიროებს ჰგავს მომსახურებას, აღარ წასულიყვნენ სხვა ქალაქებში და აქ, ლანჩხუთში ჰქონოდათ შესაძლებლობა მიიღოთ ყველა ის მომსახურება, რაც მათ სჭირდებათ. 
  ცენტრში თვეში ერთხელ ჩამოდიან მოწვეული სპეციალისტები, როგორებიც არიან ბავშვთა ნევროლოგი, გიორგი ალავიძე ქუთაისიდან, რომელთან პირველივე ვიზიტზე ბათუმიდანაც გვქონდა ბავშვების ჩაწერა. ექიმი ფსიქიატრი, ლალი ლალიაშვილი, რომელიც 26 წელია ამ საქმეს ემსახურება. იგი თავად არის ჩართული მომავალი თაობის სამედიცინო განათლებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი, ცენტრში ხდება აუტიზმის კვლევა ადოს ორი ხელსაწყოს მეშვეობით, რომელსაც მოწვეული სპეციალისტი და ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი ქალბატონი ატარებს. მას გავლილი აქვს დიდი ბრიტანეთის პერსონის კლინიკური შეფასების ვარკშოპი ადოსორის კვლევის გამოყენებისთვის. ცენტს ემსახურება ბავშვთა ფსიქოთერაპევტი, რომელიც ბავშვებთან და მშობლებთან კომუნიკაციის შემდეგ წერს და აფასებს სამუშაო პროგრამას. ეს არის ცენტრისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი. აქედან გამომდინარე თითოეული ბავშვის პროგრამა არის გაწერილი და ამ პროგრამის მეშვეობით მუშაობენ თერაპევტები.
 თვეში ერთხელ ან ორჯერ ხდება პროგრამის გადაფასება და იწერება ახალი სამუშაო პროგრამა. პროგრამის მიხედვით ჩვენი თერაპევტები მუშაობენ თითეულ ბავშვთან. ცენტრში შეუძლია ბენეფიციარებს მიიღონ მეტყველების თერაპია, ქცევის თერაპია, აკადემიური უნარების თერაპია. აზროვნების არტთერაპია, ფიზიკური თერაპია და ასევე სამომავლოდ ცენტორული თერაპია. მინდა დავძინო, რომ ჩვენთან თერაპიის სრული ერთ საათიანი კურსი ტარდება განსხვავებით სხვა ცენტრებისგან. თერაპიის საფასური მერიის დაფინანსებით არის 35 ლარი, რაც განაპირობებს იმას, რომ ბავშვს თვეში მინიმუმ 14 თერაპია მიეწოდოს. თერაპიების რაოდენობას განსაზღვრავს კვირაში უკვე სუპერ ვიზორი. ყველა თერაპევტი შესაბამისი სპეციალობის შესაბამის უმაღლესი განათლების დამადასტურებული საბუთს, დიპლომს და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ და რეკომენდირებულ სერტიფიკატებს ფლობს, რომლითაც მათ ეძლევათ უფლება იმუშაონ ბავშვებთან. ჩვენთან მომსახურების მიღება შეუძლია ყველას, ერთი წლიდან 18 წლამდე.
  ამ მომენტისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს დაფინანსებას ყოველთვიურად 500 ლარს, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებმა. დაფინანსების მისაღებად საჭიროა ცენტრიდან მერიაში წარდგენილ იქნას  შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელსაც ცენტრი გასცემს სპეციალისტების მიერ.
  მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრს სტუმრობდნენ მერის პირველი მოადგილე, ქალბატონი კატერინე გუჯაბიძე. ასევე ჩვენთან სტუმრად იყვნენ, საკრებულოს დეპუტატები, ქალბატონი ვერიკო კვირკველია, კარლო კვიტაიშვილი.  მათ მოეწონეთ ცენტრის გარემო, რომელიც გათვლილია ბავშვებზე. მათ მხარდაჭერა აღგვითქვეს. 
  მივმართავ მშობლებს, თუკი რაიმე უცნაურობას შეატყობენ თავიანთ 
შვილებს, ეს არანაირად არ არის საპანიკო და საშიში, აუცილებელია დროული მიმართვიანობა სპეციალისტებთან და დროულად ჩატარებული თერაპიები.

  ერთ-ერთ მშობელმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მეოთხე თერაპის შემდეგ შეამჩნია, რომ ბავშვს დიდი წინსვლა აქვს და მოუწოდა მშობლებს, რომელთა შვილებსაც ამის საჭიროება აქვთ, დროულად მიმართონ ცენტრ ,,ერუდიტს”, სადაც არ მოაკდებათ პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურება, შესაბამისი თერაპიები, რითაც მათ დაეხმარებით და მათი მომავალი იქნება ჯანმრთელი და საუკეთესო.
  თუ თქვენს შვილს შენიშნავთ იმ სიმპტომებს, რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლი, აუცილებელია მიმართოთ ცენტრს: ბავშვი თამაშობს მარტო, არ რეაგირებს დაძახებაზე, არის აგრესიული, აქვს ამოჩემებული და განმეორებადი ქცევები; თუ ის მუდმივად ტირის, ავლენს აგრესიას, აქვს მეტყველების შეფერხება, კომუნიკაციის არქონა; ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ავლენს პრობლემას.
  ჩემთვის, როგორც ცენტრის დამფუძნებლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი არის, რომ ყველა ბავშვმა, ვინც მოვა ცენტრში, მიიღოს სწორი მომსახურება ადგილზე, იყოს შედეგზე გამსვლელი. ძალიან ემოციურია, როცა მშობელი მე-4, მე-5 თერაპიის შემდეგ გიბრუნდება და გეუბნება, ჩემმა შვილმა დღეს დედა დამიძახა; როდესაც ბავშვს მოყვება ბაბუა და ამბობს თვალებაცრემლებული, შვილიშვილი თქვენთან თერაპიების შემდეგ საოცრად შეიცვალა; როცა მშობელი გეუბნება, ჩემი შვილის ცვლილების შესახებ აღნიშნავს ბაღის მასწავლებელი. ეს არის ჩვენი ცენტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოტივაცია.
  რამდენიმე დღის წინ განჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა იმ მშობლებთან, რომლებიც ფინანსდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ. შეხვედრა იყო საინფორმაციო და გაცნობითი სახის. ამ წერილით მინდა ხმა მივაწვდინო ყველა მშობელს, რომელიც ზემოთ აღნიშნული სიმპტომებიდან თუნდაც რამდენიმეს ამჩნევს თავის შვილს, მას უკვე შეუძლია ჩვენთან, ლანჩხუთში ბავშვთა განვითარების ცენტრი ერუდიტში მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება ისე, რომ არ მოუწიოს ქალაქიდან გასვლა, არ მოუწიოს სხვა ქალაქში გადასვლა საცხოვრებლად. ამიტომ ვგეგმავთ, რომ გავმართოთ ღია კარის დღე, დაინტერესებულ მშობელს შესაძლებლობა ექნება მობრძანდეს ცენტრში და მიიღოს თავისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, ბავშვებს მივაწვდინოთ ის სერვისები, რომლებიც ლანჩხუთში კი არა, ვფიქრო, დასავლეთ საქართველოში იქნება რამოდენიმე. ამიტომ მაქსიმალურად არის საჭირო მშობლების ჩართულობა, მერიის ჩართულობა, რაც ისედაც ხდება უკვე და თითეული იმ ადამიანის ჩართულობა, ვისაც კი ამ ბავშვების მომავალი და ზოგადად ჩვენი მომავალი აინტერესებს.
  ასევე მინდა შევეხო სახელმწიფო პროგრამებს. ესენია, ადრეული განვითარების პროგრამა და აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო გარკვეული თანხით აფინანსებს და ეს დაფინანსება შეუძლიათ გამოიყენონ სასურველ ცენტრში მშობლებმა, თუმცა ჩვენ, ამ ეტაპისთვის ამ დაფინანსების გამოყენება არ შეგვიძლია, რადგან ცენტრი 4 თვეა გახსნილია და იმისთვის, რომ სახელმწიფო პროგრამებში მოხდეს ჩართვა, ცენტრს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 6 თვიანი ფუნქციონირების გამოცდილება.
 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 288
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა