საიტი inosmi.ru აქვეყნებს რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს წერილს “პუტინს ყარაბაღში ყველაფერი სამასი პროცენტით გამოუვიდა”, გთავაზობთ თარგმანს:
“აზერბაიჯანის ხელით მოიშორა გაჯიუტებული ფაშინიანი, რომელსაც ახლა აღიქვამენ მოღალატედ და რომელსაც ყველა განუდგა მიუხედავად იმისა, რომ არც ფაშინინასა და არც სომხეთს არ ჰქონდათ არჩევანი – ფაშინიანმა სულ მცირე, რაც გააკეთა, შეინარჩუნა ყარაბაღის ნაწილი, ნაცვლად მთლიანად დაკარგვისა. აბსოლუტურად ნიველირებულია დემოკრატიული რევოლუცია. სრულიად ნიველირებულია ევროპისკენ განვითარების ვექტორი. და ეს უკვე დიდი ხნით. სომხეთი დააბრუნეს თუ რუსეთის სადგომში არა, მაშინ მისი ასპროცენტიანი პროტექტორატის ქვეშ.
გააკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ დარჩენილს. ახლა სომხეთი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე. მთლიანად. აბსოლუტურად.
მან მიიღო, კიდევ ერთი, გაყინული კონფლიქტი თავისი მშვიდობისმყოფელებით.
მიიღო საკუთარი სამხედრო კონტინგენტი, კიდევ ერთ, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე – ახლა რუსი სამხედროები დე ფაქტო აზერბაიჯანში არიან.
გასაგებია რა გავლენა ჰქონდა მას ფაშინიანზე, საინტერესოა, როგორ აიძულა ალიევი. როგორ შეიძლებოდა ადამიანის გადარწმუნება მაშინ, როცა მან უკვე პრაქტიკულად დაიპყრო წმინდა მიწები თავისი ქვეყნისთვის, დარჩენილი იყო მხოლოდ უკანასკნელი ნახტომი და ამ დროს მას აიძულა ხელი მოეწერა პრაქტიკულად გამარჯვების უარყოფაზე?
შეიარაღების შეწყვეტა? იქ თურქეთი სიამოვნებით დაიკავებს ბაზარს.
უარი ნავთობის შეძენაზე? რუსეთი ყიდის საკუთარ ნავთობს.
აზერბაიჯანული ბიზნესი მოსკოვში? ალიევის რაიმე საიდუმლო აქტივები? ერთადერთი რაზეც შეიძლება ვიფიქრო.
მან მიიღო ლეგიტიმაცია როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ამ კონფლიქტის მთავარმა მოთამაშემ. ახლა მოწონთ თუ არა ეს, მსოფლიო საზოგადოებას მოუწევს მასთან საუბარი.
მან გააცურა ერდოღანი.
მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთს ახლა აქვს ან საკუთარი ბაზები, ან საკუთარი გავლენის ჰიბრიდული კერები.
ყველას სათითაოდ შეჭამს – ვერაფერს იტყვი, ბიჭს ეს გამოუვიდა.
შეგიძლიათ მიულოცოთ.”
Inosmi.Ru: პუტინს ყარაბაღში ყველაფერი სამასი პროცენტით გამოუვიდა. შეგიძლიათ მიულოცოთ
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 260



