ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ, და მისროლია ისარი, სად მამა-–პაპა მეგულვის იმათი კუბოს ფიცარი

,,სადაც  ვშობილვარ, გავზრდილვარ, და  მისროლია ისარი, სად მამა-–პაპა მეგულვის  იმათი კუბოს ფიცარი
25-10-2017, 08:26

ეს ლექსი 7 ათეული წლის წინათ ვისწავლე და დღემდე მახსოვს. მახსოვს იმიტომ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ მე, საკმაოდ ასაკოვანი მოხუცი, ასეთი დიდი არჩევანის წინაშე დავდგებოდი. ეს რომ მარტო ჩემი გასაჭირი იყოს, ხმასაც არ ამოვიღებდი. ჩემს ტკივილს ჩემს გულში ჩავიკლავდი და ჩემთვის, ჩუმად ვიტირებდი. მე ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა სხვა ქვეყნის რომელიმე დიდ ქალაქში დავრჩენილიყავი, ყველანაირი პასუხისმგებლობა მომეხსნა და კომფორტულად მეცხოვრა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ვირჩიე იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ჩემი წინაპრები მეგულებოდნენ დასაფლავებულნი, რათა მათი საფლავები ხშირად მომენახულებინა, მიმეტანა ყვავილები, ამენთო სანთლები. დღეს კი აი, ასეთი მთავრობის ხელში, რომლისთვისაც ტყუილები პროფესიად იქცა, ჩემმა ერთადერთმა ვაჟიშვილმა დიდი არჩევანის წინაშე დამაყენა. ან წავიდე შვილთან საზღვარგარეთ, სადაც დარჩენილი ცხოვრება უზრუნველყოფილი მექნება, ან კიდევ დავრჩე აქ, მარტოდ, ისევ ჩვენი ხალხის მიერ დაჩოქებულ ქვეყანაში ბოლო ამოსუნთქვამდე, სადაც სიზმრად მეყოლება გადაქცეული ჩემი შვილები და შვილიშვილები, მხოლოდ სურათებში მოვეფერები მათ... დღეს, ჩემს ასაკში, ჩემთვის დამსახურებულია ჩემი ოცნება. ნეტავ სანამ გაგრდძელდება ასე?... უკადრებელს კადრულობენ ჩვენი მთავრობის ჩინოვნიკები. იბრძვიან მხოლოდ სკამისთვის. ყველას რბილი სავარძელი და ხელფასები უნდა. დამღუპველია ხელისუფლება, რომელიც ფულით ზომავს ყველაფერს!. კოორდინატორებისთვის არჩევნების წინ ფულის დარიგება თქვენს სასარგებლოდ, არ არის გამოსავალი. დღეს ვიგებ, საქართველოს რეგიონში, კუმისში, ათასობით არაბი დასახლებულა. სამწუხაროდ, თუ ეს მართლაც ასეა, ეს არაბები გამრავლდებიან, როგორც (უკვე) ყოვლის შემძლე ,, აზიური ფაროსანა“, შემდეგ მოითხოვენ არაბეთის ავტონომიას, მერე კი მთელს საქართველოში მოედებიან. ნუთუ ეს ჩვენმა საოცნებო მთავრობამ ვერ გათვალა? პატრიოტთა ალიანსიდან კი ტელევიზიის საშუალებით მესმის: თურმე დიალოგი ყოფილა საჭირო სოხუმს, ცხინვალსა და მოსკოვს შორის, რათა დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა იმაზე კი არ ფიქრობს, თუ რომელი აფხაზი ან ოსი ისურვებს დაბრუნებას ჩვენთან, როცა ჩვენი ქვეყნიდან ჩვენივე ახალგაზრდობა გარბის სხვა ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად. ჯერ ჩვენი გასაცოდავებული, წაქცეული ქვეყანა მოაწესრიგეთ და შეასრულეთ ის, რა დაპირებებითაც მოდით სათავეში და შემდეგ კი ილაპარაკეთ მათთან დიალოგზე. ადამიანი, რომელსაც გახსნილი გონება გააჩნია, შეიძლება ერთხელ მოტყუვდეს, რაც ნდობის საკითხია, მაგრამ თუ მეორედ მოტყუვდება ისევ იმ მატყუარებიდან, მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. მე, ჩემს ხალხს მოვუწოდებდი ნუ ჩაიგდებთ თავს ისევ იმ მახეში, რომელშიც დღეს ვართ. გადავიდეთ რეალობაში, სანამ გვიანი არ არის.
ღმერთს ვთხოვთ – უფალო, მოგვივლინე ვინმე ისეთი ძლიერი სულის პატრიოტი, რომელიც თავისი თავის ფუფუნების და სიმდიდრეს გამორიცხავს, უპატრონებს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს დააყენებს ფეხზე. შეაჩერებს ჩვენი ხალხის ქვეყნიდან გადინებას და დაგვიბრუნებს ემიგრანტებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი და დაუძლეველი არაფერია. ამისთვის ერთი გოჯი მიწა საქართველოში არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი, ამისათვის ქართველმა მობილიზაცია უნდა გაუკეთოს თავის თავს და სიმდიდრეს, მილიონებს არ დახარბდეს.
უფალო გთხოვ, ქართველებს მიეცი ღრმა რწმენა ქვეყნის და თავისი ხალხის სიყვარულის, ძლიერი ძალა იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს. ნამდვილი ქართველი ფულზე არ უნდა გაიყიდოს... ხანმოკლეა სიცოცხლე. ნუ დაგავიწყდებათ ვერაფერს ვერ წაიღებთ ამ ქვეყნიდან.
ეთერ კუკულაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 1 642
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა