ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სტიქია ლანჩხუთის რაიონში

სტიქია ლანჩხუთის რაიონში
18-10-2017, 10:34

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლანხუთის რაიონს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. დატბორილია სახლები, ახდილი აქვთ სახურავები, ზოგან ჩამოწვა მეწყერი, წაღებულია ხიდები.
საგანგებოდ შექმნილი შტაბები ფორს მაჟორულ ვითარებაში მუშაობენ და ზარალს ითვლიან. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი აცანა, ალეკო ჩხაიძის სახლი კატასტროფულ მდგომარეობაშია, პატარა სამზადი სახლი საერთოდ ჩაიტანა მეწყერმა ქვედა მოსახლესთან. ჯიჯიეშვილების უბანში კვლავ ჩამოწვა მეწყერი, პარალიზირებულია უბანში გადასაადგილებელი გზა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის პროექტი, რომელშიც 1 300 000 დაიხარჯა, ვერაფერი შეღავათია იქ მცხოვრები ოჯახებისთვის. მთელი უბანი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული.
ადგილზე იმყოფებოდა რეგიონის გუბერნატორი, სოფლის დეპუტატი და რწმუნებული, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები. სიტუაციას გაეცნო მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილიც.
მოსულმა გეოლოგებმა კვლავ გაურკვევლობაში დატოვეს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი თქმით დიდი საფრთხე არსებობს, მაგრამ ვერ იტყვიან აუცილებლად ასასახლებელია თუ არა მოსახლეობა, ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.
თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ხსენებულ უბანში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. საუბარია ბევრ პროცედურაზე, გეოლოგების დასკვნაზე, შემდგომ სხვადასხვა სამინისტროების კეთილ ნებაზე და ა. შ.
ამასობაში კი საფრთხე მატულობს, ადამიანები შიშის ქვეშ ათევენ ღამეს.
ეს პრობლემა წლებია არსებობს და მუდამ ,,დღეს-ხვალ რაღაც გვეშველება“-ს სიტუაციაა. ზოგადად აცანაში ბევრ ოჯახს აწუხებს სტიქია და მეწყერი თავის საქმეს კვლავ რომ გააგრძელებს ფაქტია.
მძიმე სიტუაციაა ასევე აკეთში, ლესაში, სუფსის თემში.
თითქმის ყველა თემს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 885
FACEBOOK კომენტარები