ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩემო ლანჩხუთელებო!

ჩემო ლანჩხუთელებო!
13-10-2017, 06:02

მიუხედავად ჩემი, არცთუ ისე მცირე გამოცდილების, რომელიც დამიგროვდა რეგიონში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობის დროს, მაინც ბევრი ფიქრი დამჭირდა იმისთვის, ამეღო თუ არა პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე ჩემს გუნდთან ერთად და კენჭი მეყარა ლანჩხუთის მერის (გამგებლის) პოსტზე.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დაგროვდა უამრავი გამოწვევა, რომელიც დაუყოვნებელ გადაჭრას მოითხოვს. პასუხიმგებლობას ვიღებთ, რომ გამარჯვების პირველივე დღიდან თვიმმართველობა ჩადგება ხალხის სამსახურში, საჯარო სექტორი არ იქნება პარტიული და სანათესაო კლანების დასაქმების ბიურო. მუნიციპალიტეტში განხორციელებული ყველა პროექტი მოემსახურება ხალხს და არ იქცევა ჩინოვნიკების გამდიდრების წყაროდ, რისი მაგალითებიც დღემდე მრავლად გვაქვს.
ჯერ კიდევ მოქმედმა ხელისუფლებამ სოფელს წაართვა ხალხთან ანგარიშვალდებული თვითმმართველობა და დაუქვემდებარა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. რამაც შეაფერხა სოფლის განვითარების შემდგომი პერსპექტივა და სამწუხაროდ ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ იცლება იგი. ჩვენი პრიორიტეტებია - რეალური თვითმმართველობა, საკუთარი ფინანსები, გზა, გაზი, წყალი და ინტერნეტი ყველა სოფელს.
ძვირფასო ლანჩხუთელებო, ოქტომბრის არჩევნებზე იყავით აქტიურები როგორც არასოდეს და საკუთარი ხელით, ერთად შევცვალოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი.
კახა ასკურავა

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 615
FACEBOOK კომენტარები