ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხალხის ხმა საკრებულოში!

ხალხის ხმა საკრებულოში!
13-10-2017, 05:58

სუფსელები ჯუმბერ ბლაგიძის გვერდით და ჯუმბერ ბლაგიძე მუდამ მათ გვერდით!
ხმა მიეცით ღირსეულს! #42
ჯუმბერ ბლაგიძე დაიბადა 1965 წლის 15 იანვარს.
დაამთავრა სუფსის საშუალო სკოლა 1981 წელს.
დაამთვრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1989 წელს მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. არის ინჟინერ–მექანიკოსი, მაგისტრი.
1983–1985 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
მუშაობდა 1989–2004 წლებში ფოთის ჰიდრო–მექანიზმების მანქანათმშენებელ ქარხანაში.
იყო ინჟინერ-კონსტრუქტორი, მთავარი კონსტრუქტორი, განყოფილების გამგე.
2004–2006 წლებში მუშაობდა სუფსის თმის გამგებლის მოადგილედ.
2006–2010 წლებში იყო ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, სუფსის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.
2010–2014 წლებში იყო ფოთის ჰიდრომექანიზაციის ქარხანაში მთვარი კონსტრუქტორი.
2014 წლიდან დღემდე ლანჩხუთშიO საკრებულოს წევრი, სუფსის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე ირა ბლაგიძე, ინჟინერ ტექნოლოგი. ჰყავს შვილი - გვანცა ბლაგიძე, სკოლის მოსწავლე.
რატომ უნდა მივცეთ ხმა ჯუმბერ ბლაგიძეს?
პირველ რიგში, სუფსის ყველა მაცხოვრებელმა უნდა იცოდეს, რომ ჯუმბერ ბლაგიძე არის სუფსის შვიდივე სოფლის მსახური და ასევე გაგრძელდება მომავალშიც.
უნდა ენდოთ მის ცოდნას, გამოცდილებას, ურთიერთობებს.
მან დაიწყო სუფსაში არსებული პრობლემების მოგვარება, მაგრამ რომ დაასრულოს, ამაში თქვენი გვერდით დგომა სჭირდება.
მას ლანჩხუთის საკრებულოში ,,ყველაზე მებრძოლი“ დეპუტატის სტატუსი მიანიჭეს. მუდამ იბრძვის სუფსის პრობლემების მოსაგვარებლად, მას ხუმრობით ,,სხვადასხვასაც“ კი ეძახიან, რადგან განსაკუთრებით აქტიურობს სხდომის ამ ნაწილში.
ის არის სუფსის პატრიოტი, დაინტერესულია იმით, რომ ამ თემს დაუბრუნდეს ძველი დიდება. აქვს შემუშავებული სხვადასვა სახის გეგმები.
ჯუმბერ ბლაგიძე გამოირჩევა თავმდაბლობით, კორექტულობით, დიდთან დიდია და პატარასთან პატარა. ის ამაყობს იმით, რომ სუფსელია! სუფსის საინიციატივო ჯგუფი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 863
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა