ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მამათლებო, მხარი დავუჭიროთ ოთარ პატიეშვილს!

მამათლებო, მხარი დავუჭიროთ ოთარ პატიეშვილს!
9-10-2017, 08:03

წინასაარჩევნო პერიოდი შევიდა ძალაში და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ოცნების მხრიდან მამათში დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულია ოთარ პატიეშვილი. იგი წესიერი, ჩამოყალიბებული ახალგაზრდაა. ოთარი გამოირჩევა თავისი ცოდნა-განათლებით, შრომისმოყვარეობით, მომავლის კარგი ხედვით. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს სოფლის კეთილდღეობისათვის. ჩვენს სოფელში გონიერი ადამიანები ცხოვრობს, არჩევანი მათ უნდა გააკეთონ. საგულისხმოა, რომ მერობის კანდიდატიც და მამათის დეპუტატობის კანდიდატი ოცნების მხრიდან, დასაოჯახებელია. არჩევნებში გამარჯვებასთან ერთად ვუსურვოთ მათ დაქორწინება. მჯერა, ეს ადამიანები უფრო მეტი შემართებით იზრუნებენ რაიონის და სოფლის წინსვლისთვის. 72 წლის კაცი ვარ და პირველად ვხედავ, რომ სამთავრობო გუნდმა ასეთი განათლებული და წესიერი ხალხი წარადგინა დეპუტატობის კანდიდატებად. რაც შეეხება ჩვენს ოთარ პატიეშვილს, ის 25 წლის ახალგაზრდა კაცია, უნივერსტიტეტის დამთავრების შემდეგ დგას თავისი ხალხის გვერდით, არ თაკილობს არც ყანის თოხნას, არც სხვა სასოფლო საქმიანობას. ჭირსა თუ ლხინში გვიწევს ძალიან კარგ თამადობას. მოგეხსენებათ, როგორი რთულია ქართული მაგიდის წაძღოლა, თან წარმატებით. ჩვენ ფსონს მასზე ჩამოვდივართ, ის სოფლის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას წარმატებით მოახერხებს. ვუსურვოთ მას წარმატებები!ომარ კილაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 711
FACEBOOK კომენტარები